აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში იგეგმება - კვირის პალიტრა

აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში იგეგმება

აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარისა და მისი ტურისტული პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM-2016, რომელშიც დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობს.

შუა აზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაში, რომელშიც დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი 25-28 აპრილს წარადგინა, აჭარის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა.

”უფრო კონკრეტულად, კი ვიზიტორების უმრავლესობა ძირითადათ აჭარის მაღალმთიანეთითა და ეკოტურისტული მარშრუტებით დაინტერესდა. დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 85 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას და მას მიმდინარე წელს 26 000 ადამიანი სტუმრობდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამოფენაში მონაწილეობის გარდა, წელს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციასაც გეგმავს. პარალელურად რეგიონის ტურისტული პროდუქტების წარდგენა იგეგმება ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაშიც, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეზენტაციას მაისში ჩაატარებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

R