ზღვაში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

ზღვაში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილი ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

თვითმხილველების განცხადებით, ბანაობის დროს ორივე მათგანი ტალღამ გაიტაცა, თუმცა ნაპირზე გამოსვლა მხოლოდ ერთ-ერთმა მოახერხა.

ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სამაშველო, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ზღვიდან ცხედარი უკვე ამოიყვანეს.