მდინარე აბაშისწყალში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

მდინარე აბაშისწყალში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 17 წლის ბიჭის ცხედარი მდინარიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

როგორც ცნობილია, მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას მაშველი დაიღუპა. გარდაცვლილი მაშველი საქართველოს წყალქვეშა ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი, ელგუჯა ჯამრიშვილი იყო, რომლის სამძებრო სამუშაოები, ამ დრომდე გრძელდება. ჯამრიშვილი წყალში მოზარდის მოსაძებნად შევიდა.

სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.

სამუშაოები მდინარის ადიდების გამო გართულებულია.

იხილეთ ასევე: მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას მაშველი დაიხრჩო