ღვინის მარშრუტის მიმართულებით გიდების გადამზადება დაიწყო - კვირის პალიტრა

ღვინის მარშრუტის მიმართულებით გიდების გადამზადება დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გიდების გადამზადებას აგრძელებს აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ამჯერად, სააგენტოში ტრენინგები და ინფოტურები 14 უცხოენოვანი გიდისთვის მიმდინარეობს, რომლებიც ქედის ღვინის ტურის მიმართულებით გადამზადდებიან. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებისთვის მოეწყო ინფოტური, რომლის ფარგლებშიც მათ მარშრუტზე არსებული ყველა საოჯახო სახლი, მარანი და ტურისტული ობიექტი მოინახულეს.

მათივე ინფორმაციით, ინფოტურის, გარდა გიდებისთვის თეორიული ტრენინგებიც მიმდინარეობს. მათ სწავლებები ღვინის ისტორიის, ღვინის დეგუსტაციის წესებისა და ექსკურსიათმძღოლობისას პრობლემატური საკითხების მოგვარების შესახებ უტარდებათ. ტრენინგებს აჭარაში ცნობილი მეღვინე, სომელიე, გიდი და ისტორიკოსი ატარებენ.

დეპარტამენტის ცნობით, ტრენინგების დასრულების შემდეგ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გადამზადებული გიდების ბაზა ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა და მოხდება მათი პოპულარიზაცია. სააგენტომ უკვე გადაამზადა გიდები მაჭახელასა და სხვა ტურისტული მარშრუტის მიმართულებით.

R