აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა იწყება - კვირის პალიტრა

აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევას იწყებს. ონლაინ კვლევა, რომელიც რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტებისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასებას ითვალისწინებს იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე Gobatumi.com და facebook გვერდზე visitbatumi განთავსდება სპეციალური კითხვარი, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება პირველ დეკემბრამდე, აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსიროს.

 

კითხვარი სამენოვანია და მისი შევსების შესაძლებლობა უცხოელ ტურისტებსაც აქვთ. ამობეჭდილი კითხვარები რეგიონში მდებარე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება. ის ასევე დაეგზავნება რეგიონში, ტურიზმის სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებსა და პირებს. კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილი ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი ასევე წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2016“, რომელიც 2016 წლის დეკემბერში ქ. ბათუმში გაიმართება.

R