ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
21-09-2009
ბათუმურ-იტალიური ეზოს ჩანახატები
ბათუმურ-იტალიური ეზოს ჩანახატები როცა ზღვისპირეთს მზის უკანასკნელი სხივი გამოეთხოვება, ბათუმურ ეზოებში მორყეული კიბე დაიწყებს ჭრიალს. სომეხი ედიკა თევზით ხელსავსე ბრუნდება, გიორგი ბაბუა დომინოს ათამაშებს ხელში, ბერძენი სოფია სარეცხს ფენს აივანზე, რუსი ოლეგა წარამარა ადი-ჩამოდის კიბეზე, სამსახურს ელოდება ისევ...
კიბეს სხვადასხვა ეროვნების ბავშვებიც აჭრიალებენ, მერე რა, რომ დაღამდა...
ასეთი ეზო ბევრგანაა ბათუმში, უფრო სწორად, ბევრი იყო. გვპირდებიან, ბათუმი მეორე დუბაი თუ ბარსელონა იქნებაო, და ამიტომ იტალიური ეზო, ანუ ე.წ. ბარაკები, წარსულს უნდა ჩაჰბარდეს. ამ ეზოებში ახლანდელი ცხელი სეზონის შემდეგ სწორედ ამ თემებს განიხილავენ. ეს ის ეზოებია, სადაც როგორც მთელ საქართველოში, ქართველი, რუსი, სომეხი თუ ებრაელი ერთად ელოდება მზის ამოსვლას... მარჯვნივ მართლმადიდებლურ ტაძარს გახედავენ, მარცხნივ - მეჩეთს, იქით - კათოლიკურ სალოცავს, აქეთ - გრიგორიანულს... ჩახედავენ ერთმანეთს თვალებში, წარმატებას უსურვებენ და ახლა უკვე პრეზიდენტის დანაპირებსაც გაუკეთებენ კომენტარს, - ნეტავ ამაზე უკეთესი ბარსელონა და დუბაი რაფერ უნდა აშენდეს ზღვისპირეთშიო.
მაზნიაშვილის ქუჩის პატარა ეზოში შევდივარ. ულამაზეს ჩუქურთმებიან კარიბჭეს სიძველის სუნი ასდის... ეტყობა, ეს კარი არასოდეს იკეტება.
- მობრძანდით, ვისთან ხართ? - მესმის პირველი სართულის ფანჯრიდან კაცის ხმა. როცა 64 წლის არმენა იგებს, რომ ყველასთან ვარ მისული და ბათუმური იტალიური ეზოს "გემო" მაინტერესებს, ეღიმება და იმის მიუხედავად, რომ სომეხია, ჩინებული ქართულით მიყვება:
- გალამაზდა ბათუმი, მაგრამ ხალხის ღიმილი ხომაა მთავარი? ახლა ყველას თავისი საქმე აქვს, თავისი ცხოვრება... ერთმანეთისთვის აღარ გვცალია... ამბობენ, ასეთი ეზოები ბათუმში აღარ იქნებაო. არ მომწონს ეს ამბავი. ჩვენ ერთმანეთის თვალებში ვხედავდით სალოცავებს... ბოქლომს რომ დაადებ ბინას და მიჩუმდები მკვდარივით, კარგია მერე ეს? ამ ეზოში რა ჯურის ხალხი არ ცხოვრობს, მაგრამ ყველა ბათუმელები ვართ. არ მახსოვს, ოდესმე ჩხუბი გვქონოდეს... ამ ძველ კიბეს რომ უყურებთ, საუკუნისაა. ძალიან ბევრი სიხარული და ტკივილი ახსოვს. ჩემი ტკივილი ქართველისაც იყო და აზერბაიჯანელისაც... საღამოობით სუფრასაც ერთად ვშლიდით ეზოში, ვქეიფობდით  და ერთმანეთის ჭირსა და სიხარულს ვიზიარებდით.
არმენს ვემშვიდობები... ეზოდან გამოსული მეჩეთის მაღალ მინარეთს ვხედავ. ზარები რეკენ ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში... კიდევ ერთ ეზოში შევდივარ, სადაც ბავშვების ჟრიამული მესმის, ზოგი ქართველია, ზოგიც - რუსი... ნეტავ ამათთვის შეეხედა პუტინს-მეთქი, ვფიქრობ და მოულოდნელად სარეცხის გაფენით გართული ქალი მესალმება. ეს მარინა ჩხაიძეა.
- ეს ყველაზე ლამაზი ეზოა დედამიწის ზურგზე... ამას როცა ვამბობ, ბავშვობა მენატრება. მაშინ ვერავინ ვარჩევდით, ვინ აზერბაიჯანელი იყო და ვინ - ქართველი. საღამოობით ეზოში წარმოდგენებს ვმართავდით. მერე ბაბუა ფულს მომცემდა, ვიყიდდი ნამცხვრებს და ყველა ერთად ვჭამდით. ერთ ოთახში 5-6 კაცი ცხოვრობდა. ხომ ხედავთ, რამდენი ოთახია, მაგრამ ასე გვეგონა, ერთი დიდი ოთახი გვქონდა ყველას. მერე დრო შეიცვალა, გაჭირდა ცხოვრება... ჯერ კარადები დაგვიცარიელდა, მერე - ოთახები. ყველაფერს ვყიდდით, სული რომ გადაგვერჩინა. უმრავლესობამ გაყიდა თავისი ოთახიც,  გამიფრინდნენ ჩემი ბავშვობის მეგობრებიც... მერე სააკაშვილი მოვიდა და მასთან ერთად ახალი მეზობლებიც. კარადებიც, ასე თუ ისე, ავავსეთ, მარა ძველებურად საერთო სუფრას ვეღარ ვშლით...
- სუფრას ისეთს გავშლი, თითებს ჩაიკვნეტთ, მარა სადაა მაგის საშუალება? - აივნიდან ჯერ ჩვენს საუბარს ისმენს, შემდეგ კი რეპლიკით გვერთვება მარინას ახალი მეზობელი, ქალბატონი ლეილა ფირცხალავა, - ყავა მოვადუღე თქვენთვის. აგერ, უგემრიელესი ყურძენიც, მობრძანდით, მეზობლებსაც დავუძახებ, - გვეპატიჟება ქალბატონი ლეილა და მასთან შესულებს ლამის ჩამოქცეულ ჭერსაც გვაჩვენებს:
- თავისი ხიბლი აქვს ასეთ ეზოებსაც, მაგრამ ვემხრობი ბათუმის შეცვლას... მეორე სართულზე ვცხოვრობ, წყალი აქ არ ამოდის და ჭერი თავზე მექცევა. როგორ არ დავთანხმდები ამ სახლის დათმობაზე, თუ უკეთესს მომცემს?
ქალბატონი მარინაც ჩვენთან ერთად სვამს ყავას. მეზობელს უსმენს, მერე იმ ღია სარკმელთან დგება და დაცარიელებულ ეზოს გადაჰყურებს...
ბათუმის იტალიური ეზოს ბინადრებმა ყავის ფინჯნები გადააბრუნეს. ალბათ, მკითხაობის დროც მალე მოვა და გაიგებენ, ბარსელონა-დუბაი ახლოსაა თუ შორს...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge სანაპიროზე ამ ქალს თითქმის ყველა იცნობს და მეტსახელად "ბებოს მაზებს" ეძახიან. 68 წლის გუგული მიმინოშვილი მზეზე დამწვარ-დახრუკულ დამსვენებლებს თავისი მალამოებით ტკივილს უამებს.
KvirisPalitra.Ge "კვირის პალიტრის" #29-ში გამოქვეყნებულ სტატიას "შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.." საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომრავლებული უცხოენოვანი წარწერები საქართველოს ზღვისპირეთში, სადაც ჩვენი სახელმწიფო ენა უგულებელყოფილი იყო, მკითხველის განსჯის საგანი გახდა.
KvirisPalitra.Ge მშობლებისგან ხშირად გაიგონებთ, პატარებისათვის სურამის ჰაერი მისწრებააო, მით უმეტეს, თუ ბავშვს ფილტვების და სასუნთქი გზების პრობლემა აქვს. ან სხვისი თქმა რად მინდა, სკოლიდან დაგვითხოვდნენ თუ არა, დედა "გრანდიოზულ სამზადისს" იწყებდა სურამში დეიდასთან 3 თვით გასამგზავრებლად.
KvirisPalitra.Ge შემაწუხებელი სიცხისგან გასარიდებლად ორიოდე დღით მეგობრებთან ერთად მანგლისში წავედი. მეგონა, დავისვენებდი, მაგრამ საინტერესო ამბებისა და პროფესიული ცნობისმოყვარეობის გამო დასვენება არ მეღირსა.
KvirisPalitra.Ge ურეკი... აქ ღამის დისკოთეკებზე უცხოური მუსიკის რიტმს აყოლილი ახალგაზრდების მხიარულება ჯერჯერობით ნაკლებად იგრძნობა. რა ხანია, უცხოური მუსიკა სომხურმა ჰანგებმა შეცვალა.
KvirisPalitra.Ge "მე რა მამღერებს..." ანუ რამ დაგვაყრუა?!

20 წელი იქნება, რაც ვფიქრობ, რომ თბილისს იქით საქართველო არ არსებობს. საქართველო თბილისთან არის გაიგივებული და პირიქით, თბილისი - საქართველოსთან. რეგიონები მაშინ ახსენდებათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, როცა არჩევნები მოადგება კარს. პანკისის ხეობა კი თუ ლავროვმა ან პუტინმა არ გაგვახსენა...
KvirisPalitra.Ge სწორ გზაზე სანამ ვიყავით, რა გვიჭირდა, გარედან შემოსული ხვატისა და ტრანსპორტში კონდიციონერის არარსებობის მიუხედავად, მაინც ერქვა, რომ ვმგზავრობდით. მაჩხაანისა და მერე მირზაანისკენ მიმავალ გზას რომ დავადექით,  ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველანი დიდ კოლბაში ჩავყრილიყავით, რომელსაც გამეტებით ანჯღრევდა ვიღაცა.
KvirisPalitra.Ge 14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდება. ერთი წელიც და საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს პოეტის ამქვეყნად მოვლინებიდან საუკუნე-ნახევრის გასვლას.
KvirisPalitra.Ge ჩვენ, ქართველებს, ვინ იცის რამდენჯერ აგვიწევია ჭიქა და დაგვილოცია - იმ სიმღერას გაუმარჯოს, კოსმოსში რომ გაგზავნეს და იქ ქართველების ამბავი წაიღოო! ახლა, მთელი საქართველო ამ სიმღერასავით ალალბედზე ვართ გაშვებული, - როგორც ბოთლი ტალღებზე, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა იპოვოს, გახსნას, ჩვენი გასაჭირი გაიგოს და მოგვეშველოს.
KvirisPalitra.Ge დილაუთენია ავტომანქანაში ვჯდები და გეზს არხილოსკალოსა და ქვემო ქედისკენ ვიღებ. გზა საკმაოდ გრძელი და დამღლელია, ძველისძველი და ძნელად სავალი. იქ გველოდება შრომისმოყვარე ხალხი, რომელიც არცთუ ისე განებივრებულია ჟურნალისტებისა თუ სხვა მომკითხავებისგან.