01-03-2010
ძალიან დავიბენით ამ ბოლო დროს. ქართულ პოლიტიკაში ისეთი რამე ხდება, ჟურნალისტები კი არა, პოლიტოლოგიის "მამებიც"" ვერ გარკვეულან. დაშლადანაწევრება ისტორიულად ჩვენი ერისთვის უცხო რომ არ არის, დამეთანხმებით. მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, არა გვგონია აქამდე ოდესმე მომხდარიყო. სწორედ ამის გასარკვევად მივედით ცნობილ ისტორიკოს სვიმონ მასხარაშვილთან. "სააკაშვილის კარის ისტორიკოსად" შერაცხილმა პროფესორმა სახლში დაგვიბარა და დღევანდელი მდგომარეობის ანალოგი უამრავი ისტორიული მაგალითიც "დააფრქვია".
22-02-2010
ეს ამბავი 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. გოჩა და მისი მეგობრები საშინელ ავარიაში მოყვნენ და სასწაულებრივად გადარჩნენ. თანაც ისე, რომ ნაკაწრიც არავის
22-02-2010
უცნაურად დაიწყო გუშინდელი ღამე. ნასვამი, ტანსაცმელგაუხდელად ვიწექი და თვალები რკალურად მოხრილი მთვარისკენ მქონდა მიპყრობილი. მოულოდნელად მთვარიდან ჩემკენ კაშკაშა სხივი დაიძრა, ჯერ შემეშინდა, მერე კი ცნობისმოყვარეობამ მძლია და გულმოდგინედ დავაკვირდი, - სხივი ცეროდენა, ლამაზ გოგონად გადაიქცა, ხელში ასანთისღერისოდენა ჯოხი ეკავა და მიღიმოდა.
15-02-2010
საბჭოთა პერიოდში მე და ჩემს მეგობარ თენგიზს ხშირად გვიწევდა მივლინებით გამგზავრება მოსკოვსა თუ ლენინგრადში. ერთ-ერთი ასეთი მივლინების დროს ერთი
15-02-2010
ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს საკუთარი კანდიდატების წარდგენა მერისა თუ საკრებულოს წევრობის პოსტზე.
08-02-2010
შაქრო იმერეთის ერთ-ერთ სოფელში თითქმის 30 წელია დალაქად მუშაობს. მოგეხსენებათ, სოფლის სადალაქო ხალხის თავშეყრის საუკეთესო ადგილად ითვლება.
08-02-2010
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, ათასი ჯურის შეიარაღებული ფორმირებები დაძრწოდნენ და ყაჩაღობათა რიცხვიც დღითი დღე
08-02-2010
როცა უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე, წავიკითხე ყველა ქართველი კლასიკოსი თუ არაკლასიკოსი, გადავაბულბულე თუ სადმე უცხოური მწერლის თუ საზოგადო მოღვაწის ნაწარმოებები იყო ნათარგმნი, გავეცანი საქართველოს და სხვა ქვეყნების ისტორიას და ნორმალურ დონეზე შევისწავლე ტექნიკური საგნები, გავკადნიერდი, თავი განათლებულ, თანამედროვე ადამიანად მივიჩნიე და საზოგადოებაში გასვლა უფრო თამამად გადავწყვიტე.
01-02-2010
ამბობენ, პოლიტიკა ხალხის მოტყუების ხელოვნებააო. თუ ამ ცნობილი გამონათქვამით ვიმსჯელებთ, გამოდის, ქართველი პოლიტიკოსები მსოფლიო ხელოვნების კორიფეები ყოფილან. არაერთხელ გამოუმჟღავნებიათ ჩვენს პოლიტიკოსებს თავიანთი თეატრალური ნიჭი სხვადასხვა გასართობ შოუში, მაგრამ "როლებს" ყველაზე საოცრად მაინც არჩევნების წინ "თამაშობენ", თანაც ისე, რომ დიდ მსახიობებსაც კი შეშურდებათ.
25-01-2010
მე, ერთ ჩვეულებრივ ქართველს, ერთ ჩვეულებრივ დილას არაჩვეულებრივ გარემოში გამეღვიძა. დიდ, სხვადასხვაფერნათურებიან დარბაზში ვიმყოფებოდი. თვალები მოვიფშვნიტე, მაგრამ უშედეგოდ, არაფერი შეცვლილა. ჯერ გამიკვირდა, მერე შემეშინდა და ყვირილი ავტეხე. უეცრად ზემოდან ადამიანის მსგავსი არსება ჩამოვიდა, მდაბლად თავი დამიკრა და მკითხა:
18-01-2010
ბევრი ვიფიქრეთ, თუ ვისთვის გვეთხოვა გასული წლის პოლიტიკური მოვლენების შეფასება და იმის გარკვევა, რა გველის მომავალ წელს... რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ექსპერტთან ინტერვიუა,
18-01-2010
ეს ამბავი ერთ ჩემს ახლობელს, გაბრიელ ბ-ძეს შეემთხვა. კურიოზად ნამდვილად ვერ ჩავთვლიდით მაშინ, რადგან საწყალი გაბრიელი ისეთი ნაცემი იყო, მთელი კვირა
11-01-2010
გავიდა 2009 წელი - მიტინგებით, საკნებით, ოპოზიციის მოწოდებით, - მეორე, გადამწყვეტი ფაზა დავიწყოთო, ხელისუფლების თავმოწონებით, - ეკონომიკა წინ მიდისო, ახალი ქარხნების მხოლოდ გახსნით, დასავლეთის შეშფოთებებით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ორი ფრით.
11-01-2010
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. ახალი წლის მეორე დღეს დიდი თოვლი მოვიდა. ვასილ გოგიაშვილის სახლთან დილაადრიან ვიღაცის ხმა
11-01-2010
რას არ მოაფიქრებინებს გაჭირვება ქართველს და მით უმეტეს, ქუთაისელს. როცა ჩვენი ქვეყნიდან სამსახურის საძებნელად ხალხმა უცხოეთში გადახვეწა დაიწყო, ბევრმა
04-01-2010
პენსიონერი კაცი გახლავართ, ძირითად დროს ტელევიზორის ყურებაში ვატარებ, მხოლოდ "რუსთავი 2"-ს ვუყურებ, შესაბამისად, ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობ, არასდროს პრეზიდენტის გამოსვლა არ გამომიტოვებია, თანაც მე და ქვეყნის მესაჭე საიდუმლო, უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან შეკრული, ამიტომ მეც ზუსტად იმ დროს ჩამომიგორდება ცრემლი თვალიდან, როცა მას.