სადღეგრძელოდ
30-04-2012 
- ო, ლამაზო ხეო, მაგარი მანქანა მინდა, ბევრი ფული, ლამაზი ცოლი....- ეგ ნატვრის ხეა?- ალბათ, თორემ ერთ ცალში 980 ლარს რატომ გადაიხდიდა თბილისის მერია?(იხ. palitratv.ge)
23-04-2012 
მოხდა ის, რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა - ავად გავხდი. არ გეგონოთ, ავადმყოფობის მეშინია, არა, ბატონო, მე მეშინია მკურნალობის. დღევანდელ საქართველოში ავადმყოფობაზე საშიში მკურნალობაა, რადგან იმდენი გეხარჯება, ნერვიულობით უფრო ავად ხდები, მაგრამ რა უნდა მექნა - ჩამოვიარე მეზობლები, შევკრიბე ფული და პრეზიდენტის მიერ გახსნილი საავადმყოფოსკენ გავეშურე. ექიმმა რომ  გაიგო, ფული რამდენი მქონდა, დიაგნოზისთვის საკმარისიაო, თქვა და ისეთი დიაგნოზი დამისვა, კინაღამ გული გამისკდა.
23-04-2012 
- პარლამენტი რომ ქუთაისში გადავა, აქ პრეისტორიულ მუზეუმს აკეთებენ.- როგორ?- გიგი წერეთელი, ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი რჩებიან.…
16-04-2012 
ამქვეყნად ყველაფერს აქვს მიზეზი. ამ დებულების შესაბამისად, შეიძლება ესა თუ ის მოვლენა სულაც არ იყოს მოქმედი პირის ბრალი, მაგალითად, არსებობს ასეთი გამონათქვამი: "კლეოპატრას ოდნავ დიდი ცხვირი რომ ჰქონოდა, მსოფლიო სხვაგვარი იქნებოდა." ასეა საქართველოშიც. შეიძლება ის ადამიანები, რომლებსაც დღეს ქართველი საზოგადოება აკრიტიკებს, სულაც არ არიან დამნაშავენი და დანაშაულის ფესვები უფრო ღრმაა. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომელთა მიხედვით გავიგებთ, სად უნდა ვეძებოთ საქართველოში არსებული პრობლემების სათავე.
16-04-2012 
- რატომ დადიან ეს მანქანები ტროტუარზე?- ღერძულა ხაზის გადაკვეთა 100 ლარი გახადეს და ეშინიათ...
09-04-2012 
ხშირად გაიგონებთ ოპოზიციისა და ხალხისგან, რომ ხელისუფლება უკანონოდ იქცევა, კონსტიტუციას არღვევს და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა ვუთხრათ ხელისუფლებას: - რას ალაპარაკებთ ამ ხალხს? მიიღეთ ისეთი კანონები, რომლებიც ოპოზიციასაც დაადუმებს და ხალხსაც, მაგალითად, თუ მოგთხოვენ ვანო მერაბიშვილის გადაყენებას, მიიღეთ კანონი, რომ ვანო მერაბიშვილის გადაყენება არ შეიძლება.
09-04-2012 
კაცი მკითხავთან მივიდა. მკითხავმა ბანქოს ჩახედა და ეუბნება:- ვაიმე, რა უბედურებაა... ორ დღეში ცოლი მოგიკვდებათ...- ეგ ვიცი, შენ ის მითხარი, დამიჭერენ თუ არა?
02-04-2012 
ამას წინათ სოფელში ვიყავი რამდენიმე დღით და ავტობუსით მომიხდა მგზავრობა. - ჰოდა ასეა, ფეხებზე ვკიდივართ მთავრობას, სოფლის მეურნეობა უნდა ავაღორძინოთო, ამბობენ და დადიან საზღვარგარეთ.  მამაცხონებულო, აგერ ჩამოი, შემხედე, მკითხე, ეგება ქე ვიცი მეც... - როხროხებდა ზაური. თუმცა ჩემი ასვლისთანავე საუბარი შეწყვიტა. მე გამარჯობა ვთქვი და ცარიელ სკამზე დავჯექი, არადა, როგორ მინდოდა მათი მოსმენა - აქ ხომ ყველაზე სწორ პოლიტიკურ შეფასებებს მოვისმენდი.
02-04-2012 
ჩემს მეზობელ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ, 8 წლის გიორგი და 2 წლის ლუკა. რამდენიმე დღის წინ, ლუკას დაბადების დღეზე, დედამ ტორტი გამოაცხო და ლამაზად გაფორმება გადაწყვიტა.
02-04-2012 
- ენ-დი-აის კვლევითი ცენტრიდან ვართ, გვითხარით, ვის უჭერთ მხარს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?- მე... მე... რა თქმა უნდა, მთავრობას!
26-03-2012 
მიუკიბ-მოუკიბავად მინდა განვაცხადო, რომ პროდასავლური კურსის გამო ნაციონალებს ვუჭერ მხარს, მიშა კი მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმატორ ლიდერად მიმაჩნია. საპირისპირო მოსაზრება აქვს ბაბუაჩემს, რომელიც ძველი ყაიდის კაცი გახლავთ და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა სურს, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს ემხრობა. ამის გამო ჩვენ შორის ხშირია პოლიტიკური დებატები:
26-03-2012 
- ხართ თუ არა თანახმა, ივანიშვილს აღუდგეს მოქალაქეობა? კი - 70%, არა - 8%. რა ვქნათ ახლა?- მე მოვიფიქრე, მიშა. მივიღოთ კანონი, რომელშიც ჩავწერთ, რომ რვა მეტია სამოცდაათზე!
19-03-2012 
მოგეხსენებათ, იმერეთში მარტი ძალიან სუსხიანი გამოდგა და გრიპის ვირუსმაც იმძლავრა.  ჩემს სოფელში ყველა ოჯახში თითო გრიპიანი მაინც იყო.
19-03-2012 
ჩემო პალიკო და ჩემო მალაშხია, ოდესმე დიდი ყოფილა ნაცპარტია.
19-03-2012 
- რა ხდება, სად გარბის ქართვლის დედა?- გაიგო, ალბათ, ჭიაბერაშვილი მინისტრად რომ დანიშნეს.
12-03-2012 
დადგა 2012 წელი და ჩვენი რუბრიკა "ინტერვუიც" განახლდა. მოგეხსენებათ, არჩევნების წელია და  ბევრი "საკბილოც" გაგვიჩნდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ბანაკებიდან. ჩვენ ოპოზიციით დაწყება გადავწყვიტეთ და რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" მივადექით.
12-03-2012 
-რუსეთს მაგით შეაშინებ? მგონი ბიძინას შესაშინებლად უფრო აკეთებენ...-ხედავ? მთავრობა რუსეთის შესაშინებლად ატომურ ბომბს ამზადებს.
05-03-2012 
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთთან ცალმხრივად აღდგა სავიზო რეჟიმი. არც რუსები დაგვრჩნენ ვალში და მოდი, ბარემ დიპლომატიური ურთიერთობაც აღვადგინოთო.
05-03-2012 
კომუნისტების დროს ერთ-ერთ რაიონში კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვიყავი. ერთხელ, გვიან ღამით, კოლმეურნეობის დარაჯს მძინარეს მივუსწარი და მეორე დღესვე სამსახურიდან გავათავისუფლე.
05-03-2012 
-  ხედავ, ტაშს უკრავენ პრეზიდენტს, ეხვევიან, მიშა-მიშას!  ყვირიან, 101-ე  საავადმყოფო გახსნა, მგონი...- 101-ე საავადმყოფო  კი არა, პარლამენტში გამოდის.
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?