ალბათობის თეორემის თანახმად
ალბათობის თეორემის თანახმად
18-06-2012
ჩვენს პრეზიდენტს ბრალად სდებენ, ისეთ დაპირებებს იძლევა, რომელთაც არ ან ვერ ასრულებსო. მინდა ამ პესიმისტ, მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს პრეზიდენტის სიტყვებითვე ვუთხრა: ნურას უკაცრავად!ყველაფერია მოსალოდნელი და ყველაფრის ასრულება შეიძლება, თუმცა ეს მარტო მიშაზე არ არის დამოკიდებული - ბუნებამ,  ხალხმა და სხვა ქვეყნის ლიდერებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი. აი, მაშინ კი ყველა დაპირება ასრულდება. მკითხველს ვთავაზობთ პრეზიდენტის რამდენიმე დაპირებას, რომელთა ასრულება სულ იოლად შეიძლება:

ხომ შეიძლება, ერთ დღეს ბარსელონაში მოხდეს მიწისძვრა, ნიცაში - ქარბორბალა, მაიამიში ვულკანმა ამოხეთქოს! განა მაშინ არ ასრულდება პრეზიდენტის სიტყვები: ჩვენი ქალაქები ნიცას, ბარსელონასა და მაიამის აჯობებსო? რა თქმა უნდა, ასრულდება!

ხომ შეიძლება, ერთ დღეს ბილ გეიტსს მოუნდეს და ანდერძში ჩაწეროს, მთელ ჩემს ქონებას ლაზიკის აშენების ფონდში ვრიცხავო; მერე მას მიბაძონ სხვა მაგნატებმაც. ჰოდა, პესიმისტებო, 200 მილიარდი რომ შეგროვდეს (აქედან თუნდაც 80 მილიარდი ელიტამ რომ დაიტაცოს, მერე, რა!), განა ქალაქს ვერ ავაშენებთ? - ავაშენებთ!..
პრეზიდენტმა რომ თქვა, ჩემი მმართველობის ვადის გასვლამდე დავიბრუნებ აფხაზეთსა და ოსეთსო, არ გჯერათ, ხომ? არადა, ხომ შეიძლება, პუტინმა კასპში დედამისი ნახოს.  ვერ მცნობ, შვილოო? - ჰკითხოს დედამ; ჯერ გაჯიუტდეს პუტინი, ვითომ დედას ვერ ცნობს, მერე კასპელმა დედამ იავნანა უმღეროს, "დედა!" - იყვიროს პუტინმა, გადაეხვიოს დედას, მივიდეს მიშასთან თვალცრემლიანი და მისი სხეულის გარკვეული ნაწილების მოთხოვნის გარეშე დაგვიბრუნოს  ტერიტორიები? - სრულიად შესაძლებელია, ჰოდა, ნუ წუწუნებთ, შანსი გვაქვს!
გახსოვთ, ალბათ, მიშას დაპირება, 100 დოლარი იქნება პენსიაო. ჰოდა, იქნება! ხომ შეიძლება, ამერიკაში დაიწყოს კრიზისი? მაგათ ადრე ჰქონდათ "შავი ორშაბათი", "შავი ხუთშაბათი" და ასე შემდეგ, ჰოდა, მსგავსი რამ ისევ რომ მოხდეს, დოლარი გაუფასურდება, ჩვენთან, რა თქმა უნდა, ისევ მყარი ეკონომიკა იქნება, ერთი ლარი 20 დოლარი ეღირება და პენსია 100 დოლარიც გახდება და მეტიც! ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ პრეზიდენტზე იტყვით, დაპირებებს არ ასრულებსო!

სასამართლო რეფორმის შემდეგ გახდება თავისუფალიო, ბრძანა ერთხელ. ეს ერთი შეხედვით თითქოს ძნელია, მაგრამ არა უშავს, მაინც შესაძლებელია და აი, როგორ: უნდა ჩამოვიდეს შვარცენეგერი, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა (რა პრობლემაა მოქალაქეობის მიღება) და დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ის, რა თქმა უნდა, მოსამართლეებად დანიშნავს ჩაკ ნორისს, ჯეკი ჩანს, ვან დამის და სხვა კარატისტებს; ამის მერე მივიდეს პროკურორი და შეაშინოს მოსამართლეები თუ ბიჭია! შედეგად მივიღებთ თავისუფალ სასამართლოს!
წყალტუბო გახდება ევროპაში ყველაზე ლამაზი ქალაქიო, გახსოვთ ხომ, რომ გვითხრა? გაგეცინათ, ალბათ, მაგრამ აბა, დაფიქრდით და წარმოიდგინეთ: ერთ მშვენიერ დღეს შეიკრიბება პარიზის საკრებულო და გადაწყვეტს, რომ პარიზი ლამაზი სიტყვა არ არის, ჰოდა დაადგენენ, პარიზს სახელი შეუცვალონ. განიხილავენ რამდენიმე ვარიანტს. ამ დროს  საკრებულოს ერთი წევრი მეორეს უყვება საქართველოში ვიზიტის ამბებს და წაიმღერებს იმ სიმღერას, რომელსაც მთვრალს ამღერებდნენ: "წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქაროოოო". ამ სიტყვებს გაიგონებს მერი, მოეწონება სიტყვა "წყალტუბო" (თანაც ფრანგულად კარგად ჟღერს) და გადაწყვეტენ, პარიზს დაარქვან წყალტუბო. ესეც თქვენი ევროპის ყველაზე ლამაზი ქალაქი!

"10 მილიონი ტურისტი და სამუშაო ადგილები!" მართალია, ბევრ უცნაურ შენობას ვაშენებთ, მაგრამ სამწუხაროდ, მათ გამო არავინ ჩამოვა, ამიტომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს:  ტურისტების მოსაზიდად შეიქმნება სპეციალური სამსახური, სადაც დასაქმდებიან ე.წ. "დამჭყანები". ეს ხალხი დაეჭყანება უცხოელებს, ისინიც შემოვლენ საქართველოში მათ საცემად. ამით ორ კურდღელს დავიჭერთ: ხალხს დავასაქმებთ და ტურისტებსაც მოვიზიდავთ. ესეც შენი 10 მილიონი ტურისტი! და აღარ გავიგონო მეორედ, მატყუარა პრეზიდენტი გვყავსო!
"არჩევნები ჩატარდება სამართლიანად!" - ესეც ისეთი პირობაა, რომლის შესრულება შეიძლება. ხომ შეიძლება, მაგალითად, ყველა ნაციონალს გამოეცხადოს პირადი ანგელოზი და ნამუსზე შეაგდოს, მერე ჩამოვიდეს ხუთი მილიონი დამკვირვებელი (კაცზე თითო), არჩევნების დღეს ზონდერბრიგადების ბიჭებს აუწიოს სიცხემ, მერე... მოკლედ, კიდევ 200-ოდე ვარიანტის განხილვა შეგვიძლია (რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) და თუ ყველაფერი ასე მოხდა, გარწმუნებთ, მიშას დაპირებას, არჩევნებს სამართლიანად ჩავატარებთო, წინ ვერაფერი დაუდგება!
ilona
22 ივნისი 2012 09:51
მაგარია,რას იზავთ ნაცებო, რაც არ გაწყობთ ის ყოველთვის მდარე და უნიჭოა. აი თქვენი ბოსების მიერ გაკეთებული დაპირებები "ნიჭიერების" ამოფრქვევაა. ბაყაყები და ნიანგები დააგემოვნეთ უკვე?
tvalsazrisi
22 ივნისი 2012 02:09
სტატიამ დაგლიჯა :)))))
3-ოთახიანი, 8(9), 78 კვ.მ. შავი კარკასი ახალაშენებულ...
2-ოთახიანი, 7(9), 53 კვ.მ. მშენებარე კორპუსში....
3-სართულიანი ახალი აშენებული აგურის კერძო სახლი, თანამედროვე...
სხვა სიახლეები
გოგი 30 წელი ერთსა და იმავე ადგილას მუშაობდა. ძალიან კარგი სახელი ჰქონდა და ქალაქში უბინაოდ მყოფს, სამსახურის შენობაშივე მისცეს პატარა ოთახი.
დაწვრილებით...
მკითხველს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ეს სტატია ერთი ცნობილი ქართული ანდაზით მინდა დავიწყო. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ:
დაწვრილებით...
- წინა მთავრობა მთელი წელი კერავდა აკადემიური საბჭოს წევრებს,  ათას მაქინაციას იგონებდნენ, თავისი კაცი რომ გაეყვანათ რექტორად.
- ესენი უფრო ჭკვიანები არიან, მიიღე კანონი და დანიშნე შენი კაცი, რად უნდა ამდენი წვალება.
დაწვრილებით...
სვანებზე უამრავ გამოგონილ ამბავს ჰყვებიან, მაგრამ რაც ახლა უნდა მოგითხროთ, ნამდვილად მოხდა მესტიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. იქ ზაფხულობით დასასვენებლად ხშირად დავდივარ. წელსაც ვიყავი მთელი თვით წასული. ჩემი იქ ყოფნისას მეზობელი, 80 წლის ბაბუა მაიზერი გარდაიცვალა.
დაწვრილებით...
ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჩვენი მეზობელი გოგი მეზღვაურია. ხშირად არის წასული და მისი ჩამოსვლა ჩვენი უბნისთვის ყოველთვის დიდი სიხარულია. გოგი მეზობლებს დაუზარებლად გვიზიარებს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.
დაწვრილებით...
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ჩემი მეზობლები - ბაბუა, შვილი და შვილიშვილი მანქანით სტუმრად წავიდნენ გურიაში. სამივე ერთმანეთს ძალიან ჰგავს. სამივეს მოზრდილი ცხვირი აქვს.
დაწვრილებით...
- შვილო, ვინ გინდა, გამოხვიდე?
- დამანებე, მამა, თავი, ისევ შენს პროფესიას ავირჩევ, სანტექნიკოსობას!
დაწვრილებით...
ამას წინათ იმერეთში ვიყავით მეგობრის ბაბუის დაკრძალვაზე. ის დრო იყო, მერაბიშვილი რომ დაიჭირეს და, რა თქმა უნდა, ხალხი ამაზე უფრო მეტს საუბრობდა, ვიდრე გარდაცვლილზე. უმრავლესობა ამბობდა, "ნაციონალური მოძრაობის" აღსასრული დგებაო. ჰოდა, იქ მყოფთა საუბარს რომ დავაკვირდით, წარმოვიდგინეთ, როგორი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დაკრძალვა.
დაწვრილებით...
- ხედავ, რუსებმა 300 მეტრი მიწა კიდევ წაგვართვეს!
- შევარდნაძეს აფხაზეთი და სამაჩაბლო წაართვეს, მიშას - კოდორი და ახალგორი, ამათ - 300 მეტრი. რას ერჩი, ნელ-ნელა თბება ჩვენი ურთიერთობა.
დაწვრილებით...
ეს ამბავი ჩემს მეგობარ გაგას შეემთხვა. რამდენიმე წლის წინ ის და მისი მეგობარი რუსეთში წავიდნენ სამუშაოდ.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: