უაღრესად საქმიანი წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამხანაგ დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევს!
09-11-2009
აგვისტოს მოვლენებმა ბევრი ძალიან გააბრაზა რუსეთზე. თუმცა ისეთებიც იყვნენ, იქედნურად რომ იძახდნენ, აბა რა გეგონათ, იმხელა რუსეთს რომ ეჭიდავებოდით, სადაა ახლა თქვენი ამერიკაო? ბევრი იმასაც კი იძახდა, რუსები მიშას ვერ იტანენ, თორემ ჩვენი სიყვარულით გიჟდებიანო, ომიც ამ სიყვარულის გამო დაგვიწყეს და ბომბებიც სიყვარულით დაგვაყარეს თავზეო. მოკლედ, ამ ქვეყანასთან და მის ორ უფროსთან ხალხს სალაპარაკო დაუგროვდა.
ჩვენც გავითვალისწინეთ ხალხში დაგროვილი ემოცია, ფიქრი თუ ლანძღვა და წერილი გავუგზავნეთ მათი კონსტიტუცია რომ არ დარღვეულიყო მხოლოდ ამისთვის, უეჭველად მხოლოდ ერთი ვადით არჩეულ პრეზიდენტს, ამხანაგ დიმიტრი მედვედევს.

მოკითხვა...

გამარჯობა, ამხანაგო დიმიტრი, როგორ ხართ? ბევრი სალაპარაკო დაგვიგროვდა თქვენთან. ერთი პირობა ვიფიქრეთ, წერილის დაწერას, ჩვენ თვითონ ჩამოვალთ და დაგელაპარაკებითო (აგერ ხართ, ახლოს, ერთი საათის გზაა თბილისიდან თქვენამდე), მაგრამ ბოლოს მაინც წერილის დაწერა ვარჩიეთ. ჩვენი თხოვნა იქნება, პირდაპირ ნუ მიურბენინებთ წერილს პუტინს, ჯერ წაიკითხეთ და მერე მას წააკითხეთ. ნუ გეშინიათ, არ დაგტუქსავთ. ჩვენკენ მშვიდობაა, ამხანაგო დიმიტრი, მართალია, ტერიტორიები წაგვართვით, ეკონომიკაც ვერაა რიგზე, უმუშევრების მთელი არმია გვყავს, მაგრამ გასკდით გულზე, თქვენს ჯინაზე არ ჩამოვიშალეთ. ისე, რა იყო, რამ გაგაბრაზათ ასე, ერთი ომის მოგება რომ არ გინდათ გვაპატიოთ? 1801 წლიდან სულ თქვენ გვიგებდით ომს და ერთი მოგება შეგვარჩინეთ ჩვენც. ამხანაგო დიმიტრი, აფხაზეთი და ოსეთი რატომ აღიარეთ? არ იყო საჭირო,  ისედაც ვხვდებოდით, წართმეული რომ გვქონდა. თქვენი ამბავი რომ ვიცით, ააყვავებთ ახლა აფხაზეთს და ოსეთს. დაგიწყიათ უკვე, რამდენიმე ბაზა აგიშენებიათ, ალბათ აფხაზებიც და ოსებიც ხვდებიან, რომ ეს ბაზები მსოფლიოდან უამრავ ტურისტს მოიზიდავს და ძალიან გახარებულები არიან. ისე, ამხანაგო დიმიტრი, რა მიკვირს, იცით? რაც თქვენთვის შეშფოთება და აღშფოთება შემოუთვლიათ, კიდევ როგორ გიდგათ თქვენ და პუტინს სული?
ვაღიაროთ დანაშაული...
მოკლედ, სულ უბრალო რამეზე იცით წაკიდება, რა. ჩვენ რომ დავაკვირდით, პროამერიკულები რომ ვართ, ნატოში შესვლა რომ გვინდა, ამერიკული რადარების დადგმას რომ ვაპირებთ კავკასიონზე, ამისთვის გვბომბავთ. არ გრცხვენიათ, ამხანაგო დიმიტრი? ღირს ასეთ წვრილმანებზე ჩხუბი? ბავშვივით იქცევით თქვენც და პუტინიც. სხვა მიზეზი თუა, ისიც თქვით, ბატონო. შეიძლება ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს კასპში დედის ნახვა უნდოდა, კი ბატონო, გვესმის, დედის სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს კაცს, მაგრამ ეთქვა ბატონო, დედის ნახვა თუ უნდოდა და ბიზნესკლასით ჩავაფრენდით მოსკოვში. კიდევ რამე თუ გაქვთ სათქმელი, გვითხარით ადამიანურად, ტანკების გარეშე  და დავანებოთ თავი კინკლაობას, თორემ დაიღალნენ უცხოელები ამდენი აღშფოთებით. სტატისტიკური მონაცემებით, მარტო პან გი მუნი 2008 წლის აგვისტოდან დღემდე იმდენჯერ აღშფოთდა, რამდენჯერაც სხვა ქვეყნების გამო ერთად აღებული. ჩვენც ვაღიარებთ ბატონებო ჩვენს შეცდომებს, ალბათ არ უნდა ჩამოგვეხსნა ნიღაბი თქვენთვის, რადგან ევროპა არც მანამდე იღებდა ხმას და ახლა ნიღაბჩამოხსნილი რომ დაგინახათ, მთლად დამუნჯდა.

გვასწავლე და გასწავლით

ამხანაგო დიმიტრი, ახლა ჩვენ გეტყვით იმ სიტყვებს, რითაც მთელ საქართველოს დაიმეგობრებთ. მაშ ასე, გამოდით ტელევიზიით და თქვით: _ ძვირფასო ქართველებო, რა გინდათ ამერიკასთან, ამერიკა შორსაა, მე კი აგერ ვარ, ყურის ძირში. არ გახსოვთ, გადმოფრინდებოდით ჩვენთან 37 მანეთად, ჩამოიტანდით სასმელს, ტყემალს, მსხალს, მერე კაცებს დაგვათრობდით და ქალებს კოცნიდით... რა გინდოდათ მეტი? კიდევ, ღვინოს გისაღებდით, წადით ახლა და გაყიდეთ ამერიკაში.
ამხანაგო დიმიტრი, თქვით ეს სიტყვები და ნახეთ, რა შედეგი გექნებათ. ხო, კიდევ რა გვინდა თქვენთან: ამას წინათ, ბურკინა-ფასოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩვენთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფასები აინტერესებდა. იქნებ პრაისი გამოგვიგზავნოთ, პატარა ფულს ჩვენც ვიშოვით მაკლერობაში.
პ.ს. რა ვიცი, ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, მაგრამ ვერ ვიხსენებთ, ამიტომ, გემშვიდობებით, ჩვენო დიმიტრი. ისე, ძალიან ნუ გაამაყდებით, ტერიტორიები რომ წაგვართვით, აბა, მიშა იყოს რუსეთის პრეზიდენტი და თქვენ და პუტინი საქართველოს, მარტო საქართველოში კი არა, მთელ ევროპაში იქნებოდა რუსული ბაზები. აბა, კარგად დიმიტრი, პუტინი ჩამიკოცნეთ, რომ ნახავთ. დასასრულ, ბაბუამ მთხოვა, მაგხელა წერილს აგერ სიმღერა მისწერე და შეგირიგდებათო, აი სიმღერის ტექსტიც:
საკვარლის საპლავს
ვეზებდი,
ვერ ვნაკე დაკარგულიკო,
გულამოსკვილი ვტიროდი,
გდე ჟე ტი მაია სულიკო.
უნამუსო
18 ნოემბერი 2009 19:34
ვწეროთ და ვიკითხოთ!
ეეეე ფანდუუუუ...
სხვა სიახლეები
ეს ამბავი იმერეთის ერთ სოფელში მოხდა. ჩემს მეგობარს, ლადო ბ-ძეს გარდაეცვალა სიდედრი. რა თქმა უნდა, მაშინვე გაეშურა სოფელში და დაკრძალვის სამზადისში ჩაერთო.
დაწვრილებით...
მე სკოლაში კარგად ვსწავლობდი.
ის არ სწავლობდა, მაგრამ მასწავლებლებს აქეიფებდა.
დაწვრილებით...
- ისევ მიღალატე, ხო? ახლა უნდა დაგწყევლო! შენ წასულიყავი გეიაღლუმზე საქართველოში!
დაწვრილებით...
სააღდგომოდ, როგორც ყველამ, მეც გადავწყვიტე სოფელში გამგზავრება. დიდუბის ავტოსადგურში მივედი თუ არა, შემომესივნენ მძღოლები:
დაწვრილებით...
ზაფხული ახლოვდება და დღითი დღე იზრდება ჩვენს ქვეყანაში ჩამომსვლელ უცხოელ ტურისტთა რიცხვი. ინტერნეტსაიტებზე თუ კატალოგებში საქართველო ისეა წარმოჩენილი, რომ გასაკვირი არ არის სტუმართა მატება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ კატალოგებში ისეთი რამეებიც უნდა ჩავწეროთ, რაც უცხოელმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა და "კანონებიც" ჩვენებური გვაქვს.
დაწვრილებით...
- 17 მაისს გეების მსვლელობა ტარდება და ძალიან მეშინია, სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს და არ ცემონ.
- ნუ გეშინია 19 აპრილს ნაციონალები არ უცემია არავის და ამათ ვინ ცემს?!
დაწვრილებით...
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ჩემს სოფელში ერთი ენაკვიმატი ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა, სახელად მურთაზი.
დაწვრილებით...
მოდი, ეს სტატია ანეკდოტით დავიწყოთ:
ტყეში გზააბნეულ კაცს, რომელსაც ძალიან სწყურია, შემთხვევით ხვდება ვიღაც ღვთისნიერი და ლუდს ასმევს. დალევს ეს კაცი ლუდს, სულს მოითქვამს და მშველელს ეუბნება, მე მილიონერი ვარ და რაც გინდა, მთხოვეო...
დაწვრილებით...
- 88 წლიდან ყველანაირ მიტინგზე ვარ ნამყოფი და პირველად ვნახე მიტინგი, მთავრობის გადადგომა რომ არ მოუთხოვიათ. ყოჩაღ, იუმორისტებო!
დაწვრილებით...
ეს ამბავი ჩემს ბიძაშვილს, რამაზ ბ-ძეს შეემთხვა. სოფელში რომ საკმარისი სარჩო ვერ მოიპოვა, თავისი დიდი ოჯახის გამოსაკვებად (ოთხი შვილი ჰყავს) გადაწყვიტა სამუშაოდ თბილისში წამოსულიყო.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?