ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
11-01-2010
"სააკაშვილისთვის თბილისი ცოლია, ბათუმი კი - საყვარელი"
"სააკაშვილისთვის თბილისი ცოლია, ბათუმი კი - საყვარელი" გავიდა 2009 წელი - მიტინგებით, საკნებით, ოპოზიციის მოწოდებით, - მეორე, გადამწყვეტი ფაზა დავიწყოთო, ხელისუფლების თავმოწონებით, - ეკონომიკა წინ მიდისო, ახალი ქარხნების მხოლოდ გახსნით, დასავლეთის შეშფოთებებით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ორი ფრით. მოვიდა იმედიანი ახალი 2010 წელი და ველით, რომ იქნება მიტინგები, საკნები, ოპოზიციის მოწოდება, - მესამე, გადამწყვეტი ფაზა დავიწყოთო. ხელისუფლების თავმოწონება, - აი, თუ არ მიდის წინ ეკონომიკაო; წინა წელს გახსნილი ქარხნების ისევ გახსნა, დასავლეთის უკიდურესი შეშფოთებებით, საქართველოს ნაკრების სამი ფრით მაინც. ამ ყველაფრის შეჯამება ვთხოვეთ ცნობილ მომღერალსა და იუმორისტს, ლეგენდადქცეული "ივერიის" სოლისტს, ბატონ ვახტანგ ტატიშვილს.


- ბატონო ვახტანგ, გავიდა 2009 წელი, თქვენებურად შეგვიფასეთ, როგორი წელი იყო პოლიტიკურად?
- ძალიან კარგი წელი იყო... რამდენიმე მადლობას გადავიხდი თქვენი გაზეთის საშუალებით, თუ შეიძლება...

- კი ბატონო, გისმენთ...
- მადლობა ოპოზიციას, რომ მოგვიწოდა სტადიონზე შევკრებილიყავით. ჩვენც შევიკრიბეთ და ვაჩვენეთ ხელისუფლებას, რომ ცოცხლები ვართ, გაერთიანებაც შეგვიძლია, თუ რაღაცები არ მოგვწონს. მადლობა ხელისუფლებას იმისთვის, რომ ბოლო წლებში იმდენი შეცდომა დაუშვა, სტადიონზე 100 ათასი კაცის შეკრება მოახერხა.

- საყვედურებიც ხომ არ გაქვთ?!
- მაგასაც ვიტყვი: საყვედური ოპოზიციას იმიტომ, რომ ყველას ცალკ-ცალკე ეგონა, ეს ხალხი ჩემ ირგვლივ გაერთიანდაო... ბებიამათის, მათ ირგვლივ კი არა, ღირსების დასაცავად გაერთიანდა. საყვედური მინდა ვუთხრა ხელისუფლებას იმიტომ, რომ თავისი მოსვლის დღიდან, არაფერი გაუკეთებია ისეთი, კაცს ცოტა თავისუფლად ეგრძნო თავი.

- ბატონო ვახტანგ, საკმაოდ მწვავე პოლიტიკური განცხადებებია წლის დასაწყისში... არ გეშინიათ?

- მე საერთოდ არ მესმის იმ ხელოვანების, რომლებიც ამბობენ, არ ვერევი პოლიტიკაშიო, რას ჰქვია, არ ერევი? რამე რომ არასწორად კეთდება, ხედავ და იძახი, არ ვერევი პოლიტიკაშიო, სადაური წესია ეს?

- მოდი ახლა, კარგი რაც გააკეთა ხელისუფლებამ, ისიც თქვით...
- კარგიც ბევრი გაკეთდა, მაგრამ შენ კი არ უნდა თქვა ეგ, მე უნდა ვთქვა... გამოდის პრეზიდენტი და გაიძახის, იქ გზები დავაგე, იქ შადრევანი გავხსენი, იქ სასტუმროს ვაშენებო... მაცადე, ოჯახაშენებულო, რატომ მასწრებ? მე თვალები არ მაქვს, რომ დავინახო?  ერთი რამ არ მომწონდა შარშანდელი მიტინგების, რომ გაჰყვიროდნენ, გადადექი, გადადექიო... არ იყო სწორი... მე ჩემს შვილებს იმიტომ ვაგინებ და ვლანძღავ, კარგები მინდა რომ იყვნენ, თორემ სახლიდან თუ გავაგდე, უარესი არ იქნება ჩემი ოჯახისთვის?

- თქვენ ხშირად გვანებივრებთ სატირული ლექსებითა და სიმღერებით... გვახსოვს სამი წლის წინ მღეროდით, ყველაფერი ამათიაო...
- მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი "ამათი", თქვენ ახლა უნდა ნახოთ... თუმცა ეს ქართული ხასიათის ბრალია, წავლენ ესენი, მოვლენ ისინი და ყველაფერი "იმათი" იქნება.

- ერთი იდეა გვაქვს და თქვენ გეტყვით პირველად: ყველაფერი "ამათი" ანუ ნაციონალების თუ არის, შევიდეთ მთელი საქართველო ნაციონალებში და ყველა კარგად ვიცხოვრებთ... ცუდი იქნება?
- ცუდი არ იქნება, მაგრამ ეგ კომპარტია გამოდის...

- ბატონო ვახტანგ, გავიგეთ, რუსეთში აწ გარდაცვლილი მაესტროს, ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამოს ატარებენ და თქვენც მიგიწვიეს. აპირებთ წასვლას?
- რა თქმა უნდა, წავალ და ვიმღერებ კიდეც...

- მერე პუტინი რომ მოვიდეს იმ საღამოზე?

- მოვიდეს რა, რა უნდა დამიშავოს?

- არაფერი, მაგრამ აქ იტყვიან, ტატიშვილი პუტინს უმღეროდაო...
- ვუმღერებ კიდეც, მაგრამ რას ვუმღერებ, აგერ ნახავთ ყველა... ისეთი სიმღერა მაქვს ჩაფიქრებული... გავაშავებ რუსებს, თუმცა იქ ჩვენზე უარესი სიტუაციაა თავისუფლების კუთხით. აქ ვამბობთ მაინც, იქ კი თქმა და შუბლში ტყვია ერთია...

- ახალ წელს ბათუმში იყავით, მიშას შეხვდით?
- კი, შევხვდი და მაგრადაც ვაცინე: მკითხა, კარერასი როგორ მოგეწონაო, მე ვუთხარი, ძალიან მომეწონა, მიშა ბატონო, მაგრამ თუ დააკვირდით, პირველი სიმღერა რომ იმღერა, დიდი პაუზა გააკეთა და რატომ თუ იცით-მეთქი? რატომო, - მკითხა, იმიტომ, რომ მარინა ბერიძეს ელოდა, რომ ეთქვა - ხოსე, დედული, ძალიან კარგი იყო, მაგრამ მომეჩვენა, ცოტა შებოჭილი იყავიო.

- ბათუმი როგორ მოგეწონათ?

- გალამაზებულია ბათუმი. მე ბათუმელი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ბათუმი ულამაზეს ქალაქად გადააქცია მიშამ.

- ჰო, გვეჩვენება, რომ თბილისზე მეტ ყურადღებას აქცევს...
- ეს როგორაა, იცით? თბილისი მიშასთვის არის ცოლი, ბათუმი კი - საყვარელი. კაცი საყვარლისთვის ხომ უფრო მეტ სამკაულებას და პარფიუმერიას ყიდულობს.

- ქუთაისი რაღა გამოდის მაშინ?
- ქუთაისიც საყვარელი გამოდის, ოღონდ ძველი საყვარელი, ათასში ერთხელ რომ შეუვლი, გემრიელად ისადილებ და... გზას გააგრძელებ.

shota
18 თებერვალი 2010 13:06
მაგარი კაცი ხარ გაიხარე :)
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge - ხედავ, არსენ! იმ შენს იყალთოს აკადემიაში რომ ჩამოგეყვანა უცხოეთიდან პედაგოგები, ჩვენს შთამომავლობას აღარ დასჭირდებოდა ჩამოყვანა.
KvirisPalitra.Ge არ მეგონა, ჩემი ხასიათი ქვეყანას თუ გამოადგებოდა. რა ხასიათი მაქვს? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ლანძღვა-გინებას ისე მშვიდად ვხვდები, როგორც საქართველოს ნაკრების კარი - გოლებს. ჰოდა, ეტყობა, ეს ჩემი სიმშვიდე ვიღაცას დასჭირდა და ერთ მშვენიერ დღეს "ზემოთ" დამიბარეს და მაცნობეს, რომ ხვალიდან ერთ-ერთ სამინისტროში ვიწყებდი მუშაობას.
KvirisPalitra.Ge ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა საქართველოში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ჩვენს რაიონში ცხოვრობდა კოლორიტი
KvirisPalitra.Ge 80-იანი წლების ბოლოა. ეროვნული მოძრაობა დუღს და გადმოდუღს. საბურთალოს ქუჩაზე, ოთარ ჩართოლანის ერთოთახიან ბინაში ტელევიზორს დაძაბულები და თან სიამაყის გრძნობით ალესილები ვუყურებთ მე, ჩემი ძმა  კახა და მასპინძელი.
KvirisPalitra.Ge ამ ბოლო დროს, ზაფხულის სიცხის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელ სტუმართა ნაკადი არ წყდება. ჯერ იყო და, იმხელა ამერიკის სახელმწიფო მდივანი გვეწვია, მერე იყო და, იმხელა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდა, იყო ლუქსემბურგის დელეგაციაც,
მოგეხსენებათ, ადამიანის ფანტაზია ულევია. მეც ჩემი მოკრძალებული ფანტაზიით გამოვირჩევი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამაში ჩვენი პოლიტიკოსები მეხმარებიან. "კვირის პალიტრაში" ხშირად ვკითხულობ ანალოგიურ "ფანტაზიებს" და ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მომეწერა.
KvirisPalitra.Ge იდგა ქორონიკონს აქეთ 2010 წელი, როცა სრულიად გაურკვეველი მიზეზით შარდის ბუშტმა შემომიტია. ასევე სრულიად შემთხვევით, შემოტევის დროს კომპიუტერთან ვიჯექი. უეცრად ჩემი ყურადღება დესკტოპზე შემოვარდნილმა პატარა ბანერმა მიიპყრო: "განკურნება სახლიდან გაუსვლელად" - ეწერა.
KvirisPalitra.Ge სვანებზე უამრავი ანეკდოტი გამიგია, მაგრამ მეგონა, მათ უმრავლესობას ხალხი იგონებდა. ეს ადრე, ახლა კი, როცა ეს შემთხვევა მოხდა, სხვაგვარად ვფიქრობ.
KvirisPalitra.Ge ჯიბო პაპა კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 80 წელს მიღწეული მოხუცი უეცრად გარდაიცვალა. მივედით მეზობლები და წესისამებრ "ზალაში" გადავასვენეთ.
KvirisPalitra.Ge გაგანია სიცხეა თბილისში, გაგანია ფეხბურთია მსოფლიოში, გაგანია კრიზისშია ოპოზიცია, გაგანია სიხარული აქვთ "ნაციონალებს" და ამ გაგანია პერიოდში, გაგანია მშენებლის მეუღლეს, ყოფილ პოლიტიკოსსა და ამჟამად მთლიანად ბიზნესით დაკავებულ ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს ვესტუმრეთ.