ცოლის რეაქცია - კვირის პალიტრა

ცოლის რეაქცია

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა.

ჩემს თანამშრომელს, ლევანს, სამსახურში მოულოდნელად მუცელი ასტკივდა. სასწრაფოს გამოძახებას ვარჩიეთ, მეორე თანამშრომლისთვის გვეთხოვა მისი საავადმყოფოში წაყვანა. მარის უარი არ უთქვამს. ექიმმა გასინჯა თუ არა, ბრმა ნაწლავის სასწრაფო ოპერაციაა საჭიროო, გვითხრა. სანამ საოპერაციოში შეიყვანდნენ, ლევანმა მთხოვა, ჩემი ტელეფონი აიღე და თიკოს, ჩემს მეუღლეს, მესიჯი მისწერე, შეატყობინე, სადაც ვარო. ტექსტიც მიკარნახა: ,,საყვარელო, საავადმყოფოში ვარ. მუცელი ამტკივდა, სასწრაფოს აღარ დაველოდე და მარიმ წამომიყვანა მანქანით. აქ მითხრეს, ოპერაცია უნდა გაგიკეთოთო. ახლავე წამოდი.~ რამდენიმე წამში პასუხი მოვიდა. მაშინ არა, მაგრამ ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა, კარგად ვიცინეთ ლევანის ცოლის პასუხზე. ალბათ, ვერც წარმოიდგენთ, რა მოსწერა საყვარელმა მეუღლემ საოპერაციოდ გამზადებულ ქმარს: ,,მარი ვინაა?~

ზ. ცაგარეიშვილი. თბილისი