ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, ათასი ჯურის შეიარაღებული ფორმირებები დაძრწოდნენ და ყაჩაღობათა რიცხვიც დღითი დღემატულობდა. იური მ. რაიონში გავლენიანი კაცი იყო, რომელსაც კომუნისტების დროს საქმოსანს ეძახდნენ, ახლა კი კომერსანტი შეარქვეს.
ბიზნესსაც მალე აუღო იურიმ ალღო და ბლომად ფულიც იშოვა, პარალელურად "მხედრიონის" ადგილობრივ შეფთანაც "მეგობრობდა". იმ დროს იურიმ სახლში ევრორემონტი გააკეთა. მაშინ ეს ახალი ხილი იყო და ხალხი რემონტის დასათვალიერებლად მიდიოდა. მასპინძელიც უარს არავის ეუბნებოდა და "გიდობასაც" უწევდა სტუმრებს. ევრორემონტის ამბავმა "მხედრიონის" ადგილობრივი შეფის ყურამდეც მიაღწია. დაიბარა იური და უსაყვედურა: - რა არის, შე კაცო, მთელ რაიონს დაათვალიერებინე შენი ახალი რემონტი და მე რა დავაშავეო.
- კარგი რა, სიმონიჩ, - უპასუხა იურიმ, - შენ რომ ჩემი რემონტი ნახო, მერე არც მე დამეძინება მშვიდად და არც შენ და რატომ ვიწვალოთო. შეფს გულიანად გაეცინა და მართალი ხარო, - უთხრა.
ბესო, თბილისი












- ხედავ, არსენ! იმ შენს იყალთოს აკადემიაში რომ ჩამოგეყვანა უცხოეთიდან პედაგოგები, ჩვენს შთამომავლობას აღარ დასჭირდებოდა ჩამოყვანა.
არ მეგონა, ჩემი ხასიათი ქვეყანას თუ გამოადგებოდა. რა ხასიათი მაქვს? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ლანძღვა-გინებას ისე მშვიდად ვხვდები, როგორც საქართველოს ნაკრების კარი - გოლებს. ჰოდა, ეტყობა, ეს ჩემი სიმშვიდე ვიღაცას დასჭირდა და ერთ მშვენიერ დღეს "ზემოთ" დამიბარეს და მაცნობეს, რომ ხვალიდან ერთ-ერთ სამინისტროში ვიწყებდი მუშაობას.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა საქართველოში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ჩვენს რაიონში ცხოვრობდა კოლორიტი
80-იანი წლების ბოლოა. ეროვნული მოძრაობა დუღს და გადმოდუღს. საბურთალოს ქუჩაზე, ოთარ ჩართოლანის ერთოთახიან ბინაში ტელევიზორს დაძაბულები და თან სიამაყის გრძნობით ალესილები ვუყურებთ მე, ჩემი ძმა კახა და მასპინძელი.
ამ ბოლო დროს, ზაფხულის სიცხის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელ სტუმართა ნაკადი არ წყდება. ჯერ იყო და, იმხელა ამერიკის სახელმწიფო მდივანი გვეწვია, მერე იყო და, იმხელა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდა, იყო ლუქსემბურგის დელეგაციაც,
იდგა ქორონიკონს აქეთ 2010 წელი, როცა სრულიად გაურკვეველი მიზეზით შარდის ბუშტმა შემომიტია. ასევე სრულიად შემთხვევით, შემოტევის დროს კომპიუტერთან ვიჯექი. უეცრად ჩემი ყურადღება დესკტოპზე შემოვარდნილმა პატარა ბანერმა მიიპყრო: "განკურნება სახლიდან გაუსვლელად" - ეწერა.
სვანებზე უამრავი ანეკდოტი გამიგია, მაგრამ მეგონა, მათ უმრავლესობას ხალხი იგონებდა. ეს ადრე, ახლა კი, როცა ეს შემთხვევა მოხდა, სხვაგვარად ვფიქრობ.
ჯიბო პაპა კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 80 წელს მიღწეული მოხუცი უეცრად გარდაიცვალა. მივედით მეზობლები და წესისამებრ "ზალაში" გადავასვენეთ.
გაგანია სიცხეა თბილისში, გაგანია ფეხბურთია მსოფლიოში, გაგანია კრიზისშია ოპოზიცია, გაგანია სიხარული აქვთ "ნაციონალებს" და ამ გაგანია პერიოდში, გაგანია მშენებლის მეუღლეს, ყოფილ პოლიტიკოსსა და ამჟამად მთლიანად ბიზნესით დაკავებულ ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს ვესტუმრეთ.













იყავი პირველი!