ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
08-02-2010
როგორ განვიკურნე გოიმობისაგან...
როგორ განვიკურნე გოიმობისაგან... როცა უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე, წავიკითხე ყველა ქართველი კლასიკოსი თუ არაკლასიკოსი, გადავაბულბულე თუ სადმე უცხოური მწერლის თუ საზოგადო მოღვაწის ნაწარმოებები იყო ნათარგმნი, გავეცანი საქართველოს და სხვა ქვეყნების ისტორიას და ნორმალურ დონეზე შევისწავლე ტექნიკური საგნები, გავკადნიერდი, თავი განათლებულ, თანამედროვე ადამიანად მივიჩნიე და საზოგადოებაში გასვლა უფრო თამამად გადავწყვიტე.

მაგრამ როგორც სოკრატე ამბობდა, თურმე მე მცოდნია, რომ არაფერი არ მცოდნია. ამაში "ნაღებ" საზოგადოებაში მოხვედრის პირველივე დღეს დავრწმუნდი.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გავკადნიერდი და ასე გაკადნიერებულ მდგომარეობაში თანამედროვე პოეტთა და ლიტერატურის მოყვარულთა საზოგადოებაში მოვხდი. უმრავლესობას ამ საზოგადოებიდან, ქალები წარმოადგენდნენ. მეც ერთი ლამაზი ქალის გვერდით მომიწია დაჯდომამ, რომელსაც ისე მოკლე კაბა ეცვა, რომ სამი ლექსის ფაბულა გონებაში მხოლოდ მის ფეხებზე გადავხარშე. საუბარი საყვარელ მწერლებზე ჩამოვარდა. ერთმა მაღალმა, სპეციალურად პოეტურად ჩაცმულმა ბიჭმა ფიქრიანი თვალები რატომღაც მე მომაპყრო და მკითხა:

- ბატონო სტუმარო, თქვენ ვის მიიჩნევთ კარგ მწერლად?

შეკითხვა რთული არ ჩანდა, მეც პოეტებში გალაკტიონი, მწერლებში - მიხეილ ჯავახიშვილი, ხოლო უცხოელებში ადამ მიცკევიჩი და ანატოლ ფრანსი დავასახელე. შესაბამისად, უაღრესად ამაყი სახე მივიღე და ჩემი პასუხი ჩამოთვლილი მწერლების ნათქვამი ციტატებით გავამაგრე.

საზოგადოებამ ჯერ თანაგრძნობით მიყურა, მერე ბევრი იცინა, ბოლოს კი ერთმა ბოხხმიანმა ბიჭმა მხარზე ხელი წამომარტყა და ალბათ ხუმრობო, - მითხრა.
- არადა, არ ჩანს გოიმი! - დაასკვნა ერთ-ერთმა.

- გალაკტიონიო, როგორ თქვი? - გამახსენა მეორემ სიცილ-სიცილით, თან გალაკტიონს გამოაჯავრა: "ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის"...

მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ გოიმი ვიყავი! საზოგადოებას გავუღიმე და მეც სიცილი დავიწყე, თუმცა გულში მაინც მაინტერესებდა, ვინ უნდა დამესახელებინა, რომ გოიმი არ ვყოფილიყავი. მდგომარეობა იქ მყოფმა პოეტებმა და ლიტერატურის მოყვარულებმა განმუხტეს.

- შენ ნიკ ტინსონი არ იცი ვინ არის?

- არა! - შევცბი მე, - ვინ არის?

- ჩრდილოდანიელი გენიოსია, ვიწრო წრეში... - განმანათლა ტინსონის ფანმა.

- არც ახალი ქართველი თეთრმელექსე იცი, აგერ რომ ზის?

- არა, - სირცხვილისგან ვიწვოდი.

- მომისმინე, გაზიარებ პოეზიას, - მითხრა ჩემმა განმანათლებელმა და დაიწყო:

ორი ბარძაყი და
ზემოთ კაბა
ფოთლების ჯართი,
გულგანგმირავი
ხელები შევყავ,
დაჭრილ მორევში...
ვაიმე, სისხლი!

აქ უკვე მეორედ ვიგრძენი, რომ უაღრესად გოიმი ვიყავი და შეურაცხყოფილმა დავტოვე კაფე, სადაც ერთ-ერთი პოეტი როიალზე ჩქარტემპიან "წამოდი, წამოდის" მღეროდა.

გაბრაზებულ გულზე ღამის ბარში შევედი, ცოტას დავლევ-მეთქი. ბარში ჩემი სოფლელი გოგო მუშაობდა ოფიციანტად. რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა, გადამეხვია და ცალფეხაწეულმა 11-ჯერ მაკოცა, მერე დამაკვირდა და ყურში საიდუმლო აგენტივით ჩამძახა:

- ვაიმე, რას ჰგავხარ!

- რას ვგავარ?! - გამიკვირდა მე, მაგრამ მეზობელმა მოფიქრების საშუალება არ მომცა, ჯიბიდან უზარმაზარი მაკრატელი დააძრო და ჩემი შარვალი უკანალთან,  ხოლო პიჯაკი მარცხენა იდაყვთან გადამიჭრა, მერე თავის ნახელავს პოდიუმზე გამოსულ დოლჩე და გაბანასავით შეხედა და მითხრა:

- შედი ახლა, რა გოიმივით გეცვა...

გამიხარდა, უფრო ის, რომ გოიმურ მავნე ჩვევებს ნელ-ნელა ვიშორებდი თავიდან, ირგვლივ თავმომწონედ მიმოვიხედე და დარბაზში შევედი. ჩემდა საბედნიეროდ, ერთი ლამაზი გოგოს გვერდით მოვხვდი, რომელიც ბალიშებიან დივანზე იჯდა ნებიერად.

- სასმელზე არ დამპატიჟებთ? - ვნებიანად გამიღიმა.

- როგორ არა, რას მიირთმევთ? - ამოვილუღლუღე მე.

- მოიტანეთ მწვანე ბასირასი, წითელი მუსა და ყავისფერ ნაყინში არეული ბეილისი, საშუალო ელვარების ცეცხლით, - მიმართა მან ოფიციანტს და მერე მე გადმომხედა, - თქვენ რას დალევთ?

მე რაც შემეძლო - "ვითომ  ეს სასმელი ვიცოდი, რა იყო" - სახე მივიღე და ვთქვი:

- მეც იმავეს!

ოფიციანტი მალე დაბრუნდა და ცეცხლიანი ჭიქა მომიტანა, გულში ერთი კი გავიფიქრე, ალბათ ესაა, დედაჩემი რომ მამაჩემს ეუბნება ნასვამს, - ცეცხლი დალიე და მდუღარე მიაყოლეო, მაგრამ უკან აღარ დავიხიე და მოტანილი სასმელი სულმოუთქმელად დავლიე. გოგონას თვალში ერთიორად ავმაღლდი და საცეკვაოდ გამიწვია, ქალი ჩამომეყრდნო, მერე ტუჩები კისერთან ახლოს მომიტანა და თვალების ნაბვით მკითხა:

- ხვალ ჯგუფ "თუტრიუ ქონვერტ ტაიმის" კონცერტზე არ მოდიხართ?

გოგონას თვალი ურცხვად გავუსწორე და ვუთხარი:

- რა თქმა უნდა!..

გოგონას გაუხარდა, კიდევ უფრო მომეყრდნო და მკითხა:

- მოგწონთ ეს ჯგუფი?

მე ისევ გავუსწორე თვალი და ვუთხარი:

- რა თქმა უნდა, ეს ხომ ძალიან ცნობილი ჯგუფია, ვიწრო წრეში სამხრეთ თბილისში.

- ჩრდილოეთში, - გამისწორა გოგონამ და ორივემ გავიცინეთ. მე კი გოგონას შეუმჩნევლად მოვისროლე ქართული სიმღერის ფესტივალის მოსაწვევები.
მე ხომ უკვე გოიმი აღარ ვიყავი.

არა, გოიმი აღარ ვიყავი, მაგრამ ქალისადმი ყურადღება არ მავიწყდებოდა, ამიტომ ჩემს პარტნიორთან სულ "ქალბატონო", "რამეს ხომ არ ინებებთ" და ამგვარ სიტყვებს ვიყენებდი, მაგრამ ჩემმა "გელფრენდმა" (ასე დაირქვა თვითონ) ამიხსნა, რომ არის ასეთი მიმდინარეობა, ლიბერალიზმი, რომლის მიხედვითაც, რასაც გინდა, იმას იტყვიო და კომპლექსი მომხსნა. მერე რომელიღაც ბიჭს ისეთი გინება დაუწყო (სიყვარულით მომდისო, ასე ამიხსნა), რომ თავი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების თამაშზე მეგონა.

მეც, მართალია ლიბერალიზმი ვიცოდი, რაც იყო და ასეთი ლიბერალიზმიც  არსად გამეგონა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჯერ კიდევ გოიმი ვარ და მთელი ღამე ჩემს გელფრენდს მხოლოდ "შე ჩემათი" ველაპარაკებოდი.

დღეს უკვე სრულიად განვიკურნე გოიმობისგან, ჩემი საყვარელი პოეტია კომელ ენდრიუ სამხრეთ ანდორიდან; საყვარელი მომღერალია ჩემი გელფრენდის ძმა რომ უკრავს, ის როკჯგუფი; ღვინო, არაყი და ასეთი გოიმობები კარგა ხანია არ დამილევია და ხმოვან "ა"-ს ცოტა გაწელილად ვამბობ. მართალია ამის გამო მამაჩემი ისეთ სიტყვებს მეუბნება, რომ თუ აასრულა, წესით ბევრი და და ძმა უნდა გამიჩნდეს, მაგრამ მერე რა.

სამაგიეროდ, გოიმი აღარ ვარ, ხალხო, გოიმი!
ლილიანი
11 მარტი 2010 19:01
გენიალურია :)))))
თამარ ბუკია
07 მარტი 2010 23:43
გელა და სულხან, გაიხარეთ!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge - ხედავ, არსენ! იმ შენს იყალთოს აკადემიაში რომ ჩამოგეყვანა უცხოეთიდან პედაგოგები, ჩვენს შთამომავლობას აღარ დასჭირდებოდა ჩამოყვანა.
KvirisPalitra.Ge არ მეგონა, ჩემი ხასიათი ქვეყანას თუ გამოადგებოდა. რა ხასიათი მაქვს? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ლანძღვა-გინებას ისე მშვიდად ვხვდები, როგორც საქართველოს ნაკრების კარი - გოლებს. ჰოდა, ეტყობა, ეს ჩემი სიმშვიდე ვიღაცას დასჭირდა და ერთ მშვენიერ დღეს "ზემოთ" დამიბარეს და მაცნობეს, რომ ხვალიდან ერთ-ერთ სამინისტროში ვიწყებდი მუშაობას.
KvirisPalitra.Ge ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა საქართველოში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ჩვენს რაიონში ცხოვრობდა კოლორიტი
KvirisPalitra.Ge 80-იანი წლების ბოლოა. ეროვნული მოძრაობა დუღს და გადმოდუღს. საბურთალოს ქუჩაზე, ოთარ ჩართოლანის ერთოთახიან ბინაში ტელევიზორს დაძაბულები და თან სიამაყის გრძნობით ალესილები ვუყურებთ მე, ჩემი ძმა  კახა და მასპინძელი.
KvirisPalitra.Ge ამ ბოლო დროს, ზაფხულის სიცხის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელ სტუმართა ნაკადი არ წყდება. ჯერ იყო და, იმხელა ამერიკის სახელმწიფო მდივანი გვეწვია, მერე იყო და, იმხელა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდა, იყო ლუქსემბურგის დელეგაციაც,
მოგეხსენებათ, ადამიანის ფანტაზია ულევია. მეც ჩემი მოკრძალებული ფანტაზიით გამოვირჩევი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამაში ჩვენი პოლიტიკოსები მეხმარებიან. "კვირის პალიტრაში" ხშირად ვკითხულობ ანალოგიურ "ფანტაზიებს" და ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მომეწერა.
KvirisPalitra.Ge იდგა ქორონიკონს აქეთ 2010 წელი, როცა სრულიად გაურკვეველი მიზეზით შარდის ბუშტმა შემომიტია. ასევე სრულიად შემთხვევით, შემოტევის დროს კომპიუტერთან ვიჯექი. უეცრად ჩემი ყურადღება დესკტოპზე შემოვარდნილმა პატარა ბანერმა მიიპყრო: "განკურნება სახლიდან გაუსვლელად" - ეწერა.
KvirisPalitra.Ge სვანებზე უამრავი ანეკდოტი გამიგია, მაგრამ მეგონა, მათ უმრავლესობას ხალხი იგონებდა. ეს ადრე, ახლა კი, როცა ეს შემთხვევა მოხდა, სხვაგვარად ვფიქრობ.
KvirisPalitra.Ge ჯიბო პაპა კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 80 წელს მიღწეული მოხუცი უეცრად გარდაიცვალა. მივედით მეზობლები და წესისამებრ "ზალაში" გადავასვენეთ.
KvirisPalitra.Ge გაგანია სიცხეა თბილისში, გაგანია ფეხბურთია მსოფლიოში, გაგანია კრიზისშია ოპოზიცია, გაგანია სიხარული აქვთ "ნაციონალებს" და ამ გაგანია პერიოდში, გაგანია მშენებლის მეუღლეს, ყოფილ პოლიტიკოსსა და ამჟამად მთლიანად ბიზნესით დაკავებულ ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს ვესტუმრეთ.