საბჭოთა პერიოდში მე და ჩემს მეგობარ თენგიზს ხშირად გვიწევდა მივლინებით გამგზავრება მოსკოვსა თუ ლენინგრადში. ერთ-ერთი ასეთი მივლინების დროს ერთილამაზი რუსი გოგონა გავიცანი, საღამოს რესტორანში დავპატიჟე და თენგიზისთვის დაქალის წამოყვანა ვთხოვე. მართლაც, საღამოს ანგელოზის დარი დაქალი მოიყვანა.
თენგიზიც კარგი აღნაგობისა გახლდათ. ნათქვამია, ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი, სხვა რა უნდა სიყვარულსო... თუმცა მივლინება მალე დამთავრდა. თენგიზი იმდენად იყო "შეყვარებული", რომ ლუდას სახლის ტელეფონის ნომერი დაუტოვა. გავიდა რამდენიმე თვე და ერთ საღამოს თენგიზთან ტელეფონის ზარი გაისმა. ლუდა რეკავდა, გაუხარდა თენგიზს და წავიდა სასიყვარულო საუბრები, მოგონებები. მეორე ოთახში კი ამ ყველაფერს თენგიზის ცოლი პარალელური ტელეფონით უსმენს.
რუსულის ინჩი-ბინჩი არ გაეგება მაყვალას, მაგრამ იმას კი ხვდება, რომ მის თავს კარგი არაფერი ხდება. ამიტომაც ჩაერთო საუბარში და ლუდას გაკიცხვა დაუწყო: - დაანებე ჩემს ქმარს თავი, ვიღაცა ოხერი ხარო. მერე გაახსენდა ერთადერთი რუსული სალანძღავი სიტყვა რომ იცოდა და მიაყარა - დურაკო, დურაკო, დურაკო!!!
- ტენგიზ, დარაგოი, კტო ეტა ნამ მეშაეტ? - იკითხა ლუდამ, რომელმაც არც იცოდა, თენგიზს ცოლი თუ ჰყავდა.
- ეტა... ეტა... დარაგაია, "პაპუგაი" - არ დაიბნა თენგიზი.
დავით დიდიძე, თელავი












- ხედავ, არსენ! იმ შენს იყალთოს აკადემიაში რომ ჩამოგეყვანა უცხოეთიდან პედაგოგები, ჩვენს შთამომავლობას აღარ დასჭირდებოდა ჩამოყვანა.
არ მეგონა, ჩემი ხასიათი ქვეყანას თუ გამოადგებოდა. რა ხასიათი მაქვს? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ლანძღვა-გინებას ისე მშვიდად ვხვდები, როგორც საქართველოს ნაკრების კარი - გოლებს. ჰოდა, ეტყობა, ეს ჩემი სიმშვიდე ვიღაცას დასჭირდა და ერთ მშვენიერ დღეს "ზემოთ" დამიბარეს და მაცნობეს, რომ ხვალიდან ერთ-ერთ სამინისტროში ვიწყებდი მუშაობას.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა საქართველოში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ჩვენს რაიონში ცხოვრობდა კოლორიტი
80-იანი წლების ბოლოა. ეროვნული მოძრაობა დუღს და გადმოდუღს. საბურთალოს ქუჩაზე, ოთარ ჩართოლანის ერთოთახიან ბინაში ტელევიზორს დაძაბულები და თან სიამაყის გრძნობით ალესილები ვუყურებთ მე, ჩემი ძმა კახა და მასპინძელი.
ამ ბოლო დროს, ზაფხულის სიცხის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელ სტუმართა ნაკადი არ წყდება. ჯერ იყო და, იმხელა ამერიკის სახელმწიფო მდივანი გვეწვია, მერე იყო და, იმხელა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდა, იყო ლუქსემბურგის დელეგაციაც,
იდგა ქორონიკონს აქეთ 2010 წელი, როცა სრულიად გაურკვეველი მიზეზით შარდის ბუშტმა შემომიტია. ასევე სრულიად შემთხვევით, შემოტევის დროს კომპიუტერთან ვიჯექი. უეცრად ჩემი ყურადღება დესკტოპზე შემოვარდნილმა პატარა ბანერმა მიიპყრო: "განკურნება სახლიდან გაუსვლელად" - ეწერა.
სვანებზე უამრავი ანეკდოტი გამიგია, მაგრამ მეგონა, მათ უმრავლესობას ხალხი იგონებდა. ეს ადრე, ახლა კი, როცა ეს შემთხვევა მოხდა, სხვაგვარად ვფიქრობ.
ჯიბო პაპა კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 80 წელს მიღწეული მოხუცი უეცრად გარდაიცვალა. მივედით მეზობლები და წესისამებრ "ზალაში" გადავასვენეთ.
გაგანია სიცხეა თბილისში, გაგანია ფეხბურთია მსოფლიოში, გაგანია კრიზისშია ოპოზიცია, გაგანია სიხარული აქვთ "ნაციონალებს" და ამ გაგანია პერიოდში, გაგანია მშენებლის მეუღლეს, ყოფილ პოლიტიკოსსა და ამჟამად მთლიანად ბიზნესით დაკავებულ ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს ვესტუმრეთ.













იყავი პირველი!