ჯიბო პაპა კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 80 წელს მიღწეული მოხუცი უეცრად გარდაიცვალა. მივედით მეზობლები და წესისამებრ "ზალაში" გადავასვენეთ.მე, როგორც ყველაზე პატარა, ჯიბოს შვილმა პაპუნა ოსტატთან გამგზავნა, მოვიდეს, "ზალა" გამიშპალეროსო. ხალხი მოვა და სირცხვილიაო. პაპუნასაც უარი არ უთქვამს.
შეუდგა საქმეს. ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული, მეორე სართულის ფანჯრიდან პაპუნა ყვირილით გადმოხტა: - მიშველეთ, ჯიბომ მკითხა, აქ რას აკეთებო. სასწრაფო გამოვიძახეთ და დადგინდა, რომ ჯიბოს კლინიკური სიკვდილი დაემართა. გავიდა რამდენიმე დღე და ისევ გარდაიცვალა მოხუცი. ისევ მოვიდა პაპუნა და დაიწყო "ზალის" რემონტი, ისევ აყვირდა ოსტატი, მაგრამ ამჯერად კარიდან გამოვარდა, მიშველეთ, ისევ მკითხა, რას აკეთებო! ამ ამბიდან ერთი თვის თავზე, ამჯერად მართლა გარდაიცვალა ჯიბო. პაპუნას მოყვანა მე დამევალა:
- წამოდი პაპუნა ძია, ახლა მართლა გარდაიცვალა ჯიბო პაპა.
- არა, გენაცვალე, მაგას სანამ დამარხულს არ ვნახავ, იმ "ზალაში" ჩემდათავად შემსვლელის...
გიორგი ბაღდავაძე, თბილისი













დღეს ძალიან აქტუალური თემაა უცხოელი მასწავლებლების საქართველოში ჩამოყვანა ქართველებისთვის ინგლისურის შესწავლის მიზნით. ზოგნი ამბობენ, კარგია, გვასწავლიანო (ზოგნი რა, პრეზიდენტი), ზოგნიც - არ ვარგა, ვერ გვასწავლიანო. რადიკალები კი იმას გაიძახიან, ეს ხალხი ჩვენს გადასაჯიშებლად არის ჩამოსულიო (რადიკალები რა, შალვა). მოგახსენებთ, რომ ასეთი პროგრამა მცირე ფარგლებში შევარდნაძის მმართველობის დროსაც იყო. ჩვენ მოვიპოვეთ 10 წლის წინ ჩამოსული უცხოელი მასწავლებლის დღიური და როგორ განვითარდება მოვლენები დღეს, ამ დღიურის მიხედვით შეგიძლიათ იმსჯელოთ.
სოფელ პატრიკეთში ყველა იცნობს თორნიკე ნ-ს და ირაკლი ჭ-ს, ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ახლაც დღედაღამ ერთად არიან. მართალია, მეგობრები ხშირად კინკლაობდნენ, მაგრამ მათი ჩხუბი სერიოზულ სახეს არასოდეს იღებდა.
-ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სახელს ვერ გათქმევინებთ?
სვანს სიზმარში სცემეს და მეორე დღეს ძმაკაცებთან ერთად დაიძინა.
ბოლო დროს აქტუალური თემა გახლავთ ფასების მატება. ჩვენ, როგორც მთავრობის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია, დავინტერესდით ამ თემით და
ლიტერატურულ წრეებში აკაკი წერეთლის ლექსზე - "სულიკო" უამრავი მოსაზრება არსებობს. ზოგი ამბობს აკაკიმ "სულიკოში" საქართველო იგულისხმაო, ზოგიც ფიქრობს, რომ მის ერთ-ერთ საყვარელ ქალს ერქვა სულიკო და იმას მიუძღვნაო.
როგორც მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში იტალია ოდითგანვე ცნობილია მაფიოზური კლანების სიმრავლით. ქართველები ჯერ არა, მაგრამ ნელ-ნელა ვიკრებთ "ძალას" ამ მიმართულებით.
ძველად ადამიანებს ოთხი თვალი, ოთხი ყური, ორი ცხვირი, ორი თავი, ოთხი ხელი და ოთხი ფეხი ჰქონდათ, მერე ღმერთმა გაყო ადამიანი, მის მერე ეძებენ ისინი ერთმანეთს და როცა ნახავენ, ესაა ნამდვილი სიყვარული, - წარმოთქვა ეს სიტყვები ახალგაზრდა მამაკაცმა და მოსაუბრეს მიაჩერდა.
გიორგიმ სამი წლის წინ გურიის ერთ-ერთ სოფელში პურის საცხობი გახსნა და ბიზნესი ააწყო. მანამდე ძლიერ უჭირდა, მაგრამ თანდათან სული მოითქვა. იმდენად












