NATO კარგავს თურქეთს და შავ ზღვასაც?!
NATO კარგავს თურქეთს და შავ ზღვასაც?!
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე ძლიერი ევროპელი წევრი - თურქეთი NATO-ს ხელმძღვანელობას უპირისპირდება და რუსეთს უახლოვდება...

თურქეთი ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ალიანსის იმ წევრი ქვეყნების საბრძოლო ავიაციის გაყვანას მოითხოვს, ვინც სირიელ ქურთებს ეხმარება


თურქეთში ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებული ტერორისტული აქტების ფონზე ოფიციალური ანკარის მაღალი თანამდებობის პირებმა კვლავ წამოსწიეს ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზის პრობლემა.
კერძოდ, თურქეთის მთავრობის წევრებმა წამოჭრეს საკითხი ინჯირლიყიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი იმ ქვეყნების საავიაციო დანაყოფების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რომლებიც, ანკარის მტკიცებით, სირიაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
"ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების დაბომბვაზე მეტად სირიელი ქურთების გაძლიერებაზე ზრუნავენ.

თურქეთის ხელისუფლებისთვის ქურთების საკითხი "ისლამურ სახელმწიფოზე" მნიშვნელოვანია, რადგან თუკი სირიელი და ერაყელი ქურთები თავიანთ სახელმწიფოებს შექმნიან, 79-მილიონიან თურქეთში­ მცხოვრები დაახლოებით 18-20 მლნ ქურთიც მათ მიჰბაძავს, რაც თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრება.

ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზა არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური პროცესების მთავარი არეალი. სულ ახლახან, 2016 წლის 15-16 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას, ამბოხებული თურქი სამხედროების ნაწილი ინჯირლიყის აეროდრომზე მსახურობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, პენტაგონი იძულებული გახდა, ინჯირლიყში ათწლეულებით შენახული 50-მდე ტაქტიკური ბირთვული საავიაციო ბომბი სასწრაფოდ რუმინეთში გადაეტანა.

მოგვიანებით თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მასმედიაში შეგნებულად "გააჟონინეს" ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ანკარა ინჯირლიყის აეროდრომზე არც რუსული ბომბდამშენების განთავსების წინააღმდეგი იქნებოდა.
ეჭვგარეშეა, რომ ინჯირლიყის აეროდრომის თემის ხშირი მუსირებით თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, თავის ალიანსელ პარტნიორებთან, უპირველესად კი, რა თქმა უნდა, აშშ-თან, პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს.
პენტაგონისთვის ინჯირლიყის აეროდრომს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად, მით უმეტეს ახლა, როცა რუსეთმა მეზობელ სირიაში ჰმეიმის სამხედრო-საჰაერო და ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზების გაძლიერება დაიწყო.

ანკარა, სავარაუდოდ, არც აპირებს, ამერიკელ სამხედროებს ინჯირლიყის აერო­დრომი დაატოვებინოს, მაგრამ ასეთი შეფარული მუქარით ცდილობს, ამერიკელი პოლიტიკოსები უფრო დამყოლი გახადოს, უპირველესად - ქურთების საკითხში, რათა არც აშშ-მა და არც ალიანსის სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირონ ქურთების სახელმწიფოს შექმნას.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაციების პარალელურად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს თურქეთ-რუსეთის დაახლოების პროცესი, რაზეც მეტყველებს თუნდაც ბოლო ფაქტი - სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად გასამართ მოლაპარაკებებზე რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა აშშ არც კი მიიწვიეს.
სირიის საკითხში მოსკოვისა და ანკარის შეთანხმება აშკარაა, თუმცა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა რამ გახლავთ - რუსეთ-თურქეთის დაახლოება თითქმის შანსს აღარ უტოვებს NATO-ს, გაძლიერდეს შავი ზღვის აკვატორიაში, რადგან აქ მთავარ როლს სწორედ რუსული და თურქული სამხედრო-საზღვაო ფლოტები თამაშობენ, ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიის მქონე პარტნიორთან ერთად, დაკარგავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე, უპირველესად კი - შავი ზღვის აკვატორიაში, გაძლიერების პერსპექტივას.

ჩვენი დოსიე


თურქეთის ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზა ჯერჯერობით NATO-ს ყველაზე აღმოსავლეთ ბაზად რჩება, სადაც თურქებთან ერთად, ამერიკელი და გერმანელი სამხედროებიც არიან დისლოცირებული. ინჯირლიყის ავიაბაზას ორი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს - 3 და 2,7 კმ სიგრძის, რომლებსაც ნებისმიერი თვითმფრინავის მიღება შეუძლია. 1956 წლიდან მოყოლებული, ამერიკელი სამხედროები ინჯირლიყის ავიაბაზიდან სისტემატურად უშვებდნენ სადაზვერვო აეროსტატებს, რომლებსაც ხშირად ყრიდნენ საბჭოთა მფრინავები, მათ შორის საქართველოს ცაშიც.
მკითხველის კომენტარი (10)
silvester
20 თებერვალი 2017 14:28
თუ ჩვენი პოლიტიკოსები ივარგებენ, ახლა გვაქვს მომენტი შევთავაზოთ ამერიკელებს ჩვენი რომელიმე აეროდრომი, ამით თურქეთს და რუსეთს რეგიონის ლიდერობის ამბიციას დავუკარგავთ
გიორგი/
06 თებერვალი 2017 20:06
თურქეთი საქარტველოს ისტორიული მტერია.თუ ვინმემ გააჩერა თურქეთის ექსპანსია საქართველოში ეს, ქრისტიანული რუსეთი იყო. დღესაც რთული არჩევანის წინ დგას საქართველო, მაგრამ ჭკვიან მთავრობას ვერ ვხედავთ.
მართალი
18 იანვარი 2017 21:30
რუსეთ-თურქეთის დაახლოებით კავკასიაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, აქ ნატოს ცხვირს არ შემოაყოფინებენ არც რუსეთი და არც თურქეთი,თუ ჩვენ ნატოში გავწევრიანდით, მაშინ რა აზრი აქვს თურქეთის დაახლოებას რუსეთთან, ეს რა თვითონ თურქებმა არ იციან, ჩვენ რეალურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია და უშეცდომო ნაბიჯებით მაქსიმალური უსაფრთხოება შევინარჩუნოთ.
თურქეთს ბნელი ინტერესები აქვს საქართველოზე ვიდრე სხვას.
ნახეთ ვიდეო იუთუბზე "გურჯისტანის ვილიაეთი"
bbb
18 იანვარი 2017 13:23
ნუ ღელავთ მეგობრებო!
ტრამპმა ისეთი პირობა წაუყენა რუსეთს, ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულან რით უპასუხონ, ასე რომ მთელი სპექტაკლი წინ არის...
რუსეთი სანქციების მოხსნას ელოდება, არადა ატომური შეიარაღების შემცირებაზე ტრამპის წინადადებას, სსრკ-ს დაშლის რეიგანისეულ გეგმას ადარებენ...
ასე, რომ რუსეთს არა მგონია თურქეთთან, ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან ალიანსის თავი ჰქონდეს...
ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ შავი ზღვა ფირმა ექსონმობილის ყურადღების ცენტრშია, როგორც ნავთობისა და გაზის მსოფლიოში უმდიდრესი საბადო და აშშ-ს მიერ მის ათვისებაზეა საუბარი...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა