ავღანეთში, ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაური საქართველოს მადლობას უხდის
ავღანეთში, ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაური საქართველოს მადლობას უხდის
"ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული"

”ამერიკის ხმის”
ინფორმაციით, 9 თებერვალს, აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში, ”მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ხელმძღვანელს, აშშ-ის არმიის გენერალ ჯონ ნიკოლსონს მოუსმინეს. მან სენატორებს განუცხადა, რომ 2015 წელთან შედარებით, თალიბანი 15%-ით მეტ ტერიტორიას აკონტროლებს. გენერალმა ნიკოლსონმა თქვა, რომ გასულ წელს რუსეთმა თალიბანის აქტიური მხარდაჭერა დაიწყო, რადგან მოსკოვის მტკიცებით, თალიბანი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.

”რუსეთი თალიბანის ლეგიტიმაციას ცდილობს. ის ამბობს, რომ თალიბანი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, ავღანეთის მთავრობა კი - არა. ეს მცდარი განცხადებაა. ავღანეთის მთავრობა ISIS-თან ბრძოლაში წარმატებულია“, - აღნიშნა მან.

”ამერიკის ხმის” ცნობით, გენერალმა ნიკოლსონმა მადლობა გადაუხადა იმ მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან. მან საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

ნიკოლსონის თქმით, ამერიკის უმთავრესი ამოცანაა, ავღანეთში მოქმედი ტერორისტული
ორგანიზაციები ადგილზე გაანეიტრალოს, რათა შეერთებული შტატები მორიგი თავდასხმებისგან დაიცვას.

2014 წელს ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის უმეტესი ნაწილი გაიყვანა. 2014 წლამდე ავღანეთში 100,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. დღეს იქ 8,500 ამერიკელი მსახურობს. ნატო-ს საერთაშორისო მისიის შემადგენლობაში 13,000 ჯარისკაცია.

გენერალი ნიკოლსონი მიიჩნევს, რომ ავღანეთისათვის უმთავრესი გამოწვევა ირანისა და რუსეთის მცდელობებია, ძირი გამოუთხარონ ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას. მისი თქმით, ირანი თალიბანს ავღანეთის დასავლეთ, რუსეთი კი ჩრდილოეთ პროვინციებში ეხმარება. გენერლის მტკიცებით, რუსეთისა და ირანის აქტიურობა ავღანეთში გავლენის სფეროების მოპოვებასა და ამერიკის როლის შესუსტებას ისახავს მიზნად.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა