"ჩვენებური" ოსები რუსული ომებისთვის...
"ჩვენებური" ოსები რუსული ომებისთვის...
რუსული მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა საბოლოოდ "ჩაყლაპავს" ოსი სეპარატისტების "არმიას"

ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოსი სეპარატისტების ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდება და სხვა საკითხებთან ერთად, ოსური "არმიის" ცალკეული დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის საკითხიც გადაწყდება.

ეს მოულოდნელი არც ყოფილა, რადგან ოს სეპარატისტებს ჯერ - საბჭოთა კავშირის, მისი დაშლის შემდეგ კი რუსეთის გენერალიტეტი და სპეცსამსახურები აიარაღებდნენ. როგორც ამბობენ, მავრმა თავისი საქმე გააკეთა და შეუძლია, წავიდეს...

ოსი და აფხაზი სეპარატისტები კრემლმა გამოიყენა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რათა საქართველო განვლილი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მუდმივად ომებში ყოფილიყო ჩართული.
დღეს ცხინვალის რეგიონში დარჩენილი ოსების უმრავლესობა მომხრეა, რომ ოკუპაციის შემდეგ მოსკოვმა საქართველოს ამ ნაწილის ანექსირებაც მოახდინოს და ყირიმის ნახევარკუნძულის მსგავსად, ის რუსეთს შეუერთდეს. აფხაზების ნაწილი შეიძლება წინააღმდეგი იყოს რუსეთის ნაწილად ქცევის, მაგრამ მათ, როგორც უკვე გამოყენებულ "მასალას", კრემლიდან აღარავინ არაფერს შეეკითხება.

რუსეთის გენერალურ შტაბში არ სურთ, მათ მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ისევე, როგორც აფხაზეთში, რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გარდა ვინმე წვერმოშვებულ ადგილობრივს ეჭიროს ხელში "კალაშნიკოვი", ამიტომაც რუსული მე-4 და მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზების მიერ ოსური და აფხაზური "არმიების" "ჩაყლაპვა" სრულიად კანონზომიერი ჩანს.

თუმცა, ძნელი სათქმელია, ხვდებიან თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ახალგაზრდა ოსებისა და აფხაზების მშობლები, რომ მალე მათი შვილები რუსული ომების საზარბაზნე ხორცად შეიძლება იქცნენ როგორც დონბასში, ისე სირიაში და არ არის
გამორიცხული - ავღანეთშიც...
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მუდმივად უარყოფს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სისხლისმღვრელ ბრძოლებში რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების მონაწილეობას, ეს ფაქტია, თანაც - არაერთხელ დამტკიცებული.

საგულისხმოა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ბრძოლებისას, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის გენშტაბს არაერთხელ მიუვლენია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა. ამის დამადასტურებელი არაერთი ფოტო და ვიდეოფაქტი მოიპოვება, რომლებსაც თვითონ სამხედროები იღებდნენ საბრძოლო მოქმედების ზონაში და ინტერნეტსივრცეში ათავსებდნენ.

ინტერნეტში რამდენჯერმე გამოჩნდნენ შეიარაღებული ოსი და აფხაზი სეპარატისტებიც, რომლებიც უკრაინის არმიას ებრძოდნენ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. ისინი მეტ-ნაკლებად ცნობილი "ბოევიკები" იყვნენ, რომლებიც მანამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და შეიძლება უკრაინაშიც საკუთარი სურვილით მოხვდნენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ "ჩვენებური" ოსი და აფხაზი სეპარატისტების "არმიების" "ჩაყლაპვის" შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ოს და აფხაზ ახალგაზრდებს ისევე გაიწვევენ ჯარში, როგორც რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრებთ და უკრაინის აღმოსავლეთითაც გაამწესებენ და სირიაშიც უკრავენ თავს, მათი სურვილის მიუხედავად.
მკითხველის კომენტარი (2)
DDD
19 მარტი 2017 18:27
დიდი არაფერი ბედენაა სხვის ჯარში სამსახური როგორც ოს-აფხაზებისთვის, ასევე ჩვენთვის.
ზოგადად, იმათი უფრო გასაგებია, ვიდრე ჩვენი.
რუსები იმათ იცავენ მაინც და მათ სახელმწიფოებრიობის დამფუძნებლები და ერთადერთი გარანტორები არიან.
ჩვენ რა გასამრჯელო გვაქვს?
- ნატოში არ გვიღებენ და არც მიგვიღებენ;
- ევროკავშირში არ გვიღებენ და არც მიგვიღებენ;
- აშუშუ-ში თავისუფალი შესვლის უფლებას არ გვაძლევენ;
- ევროკავშირში ვითომ გვიშვებენ, მაგრამ არ იმუშაოთო;
- სახელმწიფროების შენარჩუნების გარანტიას მხოლოდ ქაღალდზე გვაძლევენ, მაგრამ რეალურად ვერანაირ უზრუნველყოფას ვერ ახორციელებენ;
- დემოკრატიის სახელით ქვეყანა დაანგრევინეს ე.წ. ბიზნესმენებს;
- მიშხუილას ხალხს, რომლებიც სისხლს სწოვდნენ მთელ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში და რომლებსაც ქართველმა ხალხმა და სასამართლომ გაამტყუნა, ისევე მფარველობენ და ხელის ხლების უფლებას არ გვაძლევენ;
- და ა.შ.
ჰოდა ამის შემდეგ ვისთვის უფრო უპრიანია სხვის ჯარში მსახური? ჩვენთვის თუ ოს-აფხაზებისთვის?
რეზო
17 მარტი 2017 22:16
ვაჟა 17 გავარდება ეგრევე რუსულ ჯარში!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
27-03-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
27-03-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა