"დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს
"დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს
თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" "დელტაში" დაუდასტურეს.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში აცხადებდენ, გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

შესაბამის საკითხზე ამ ხნის განმავლობაში შესწავლა მიმდინარეობდა.

იხილეთ ასევე: "0 ლარს + 0 რაკეტა = 1.000.000-ის ზარალს"

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (2)
------
21 აპრილი 2017 14:24
კი ამბობენ განთლებული და პატიოსანიაო ვეთანხმები
alexandre
15 აპრილი 2017 15:07
უჩა ძოძუაშვილი - ESM-ის ერთ-ერთი საუკეთესო კურსდამთავრებული, უჭკვიანესი ყმაწვილი, ცნობილი უპატიოსნესი ოჯახის შვილი, ერთ მხარეს, მეორე კი თინა ხიდაშელი (მისი საქმიანობის და მოღვაწეობის შესაფასებლად ფოთი და ფოთელებიც საკმარისია). გილოცავთ, ბატონო უჩა! წარმატებებს გისურვებთ სამშობლოს და ოჯახის საკეთილდღეოდ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1