"დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს - კვირის პალიტრა

"დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს

თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" "დელტაში" დაუდასტურეს.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში აცხადებდენ, გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

შესაბამის საკითხზე ამ ხნის განმავლობაში შესწავლა მიმდინარეობდა.

იხილეთ ასევე: "0 ლარს + 0 რაკეტა = 1.000.000-ის ზარალს"

"ინტერპრესნიუსი"