30-07-2010
სიბერე ადამიანის ყველაზე საპატიო მდგომარეობააო - უთქვამთ ძველ ეგვიპტელებს, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში საქმე სულ სხვაგვარადაა. ამაში ალბათ ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიც დაგარწმუნებთ.
27-07-2010
შენობა, რომელიც ამ ფოტოზე ჩანს, ახალ ზელანდიაში, ქალაქ მანუკაუში მდებარეობს. ქალაქის მკვიდრთ კარგა ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ ამბავი, რომელიც იქ დატრიალდა: 15 წლის მოზარდი შენობის ერთ-ერთ აივანზე თამაშობდა, მე-16 სართულიდან გადმოვარდა და ყველასათვის მოულოდნელად ცოცხალი გადარჩა.
25-07-2010
2009 წლის 13 ნოემბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, ეთერ ნინუა, მოკლულები იპოვეს.
25-07-2010
მაგარია ჭომა! 23 ივლისი თენგის სულაქველიძის დაბადების დღეა, 54 წელი შეუსრულდა.ჭომა გახსოვს ძვირფასო მკითხველო? ჭომა – თენგიზ სულაქველიძე, თბილისის ”დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების უნივერსალი, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი, მეტოქე თავდამსხმელების რისხვა და დაუღალავი ”მოტორი”... გახსოვთ, რა ზღაპრულად ჩაატარა 1981 წლის საგაზაფხულო მატჩები? ”ფეიენოორდს” ორი ისეთი გოლი გაუტანა, ფორვარდებს შეშურდებოდათ, თანაც 1\2 ფინალში(!). იმავე წელს, ფრანგულ ”ბასტიას”, რომელშიც აფრიკული ფეხბურთის ლეგენდა როჟე მილა თამაშობდა, ისეთი გოლი ”მიართვა”, კინაღამ კისერი მოატეხინა მეკარეს.
25-07-2010
ონკანიდან წყალი მოდის, ატალახდა მთელი ეზო,სუყველაფერს ხედავს გია, სუყველაფერს ხედავს რეზო,ორივენი ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან:ხომ არაფერს აშავებენ? მაინც დანაშაულია! ბავშვობაში ნასწავლი ლექსი
23-07-2010
მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 22 ივლისს, საღამოს მოხდა. "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
23-07-2010
"საქართველო მსოფლიოში წარმატებული ქვეყანა რომ გახდეს, შეიძლება ლავროვმა სუიციდის აქტიც კი ჩაიტაროს""ბოლო წლებში გამოსული წიგნები არის ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა იწერებოდეს სახელმძღვანელო"
23-07-2010
ბრიუსს 55 წელი შეუსრულდა, მაგრამ ასაკი არც ახალ-ახალი როლების შესრულებაში უშლის ხელს და არც სუსტი სქესის გულების დაპყრობაში. პირველ ცოლთან, დემი მურთან გაყრის ათი წლის თავზე 30 წლის უმშვენიერესი მოდელი ემა ჰემინგი შეირთო ცოლად.ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ემამ მომათვინიერაო, – მორცხვად აღიარებს ვარსკვლავი. "ბევრი ქალი მყვარებია, მაგრამ ეს რომანები დიდხანს არ გრძელდებოდა. სულ რაღაცას ვეძებდი, ყოველ მათგანს თითქოს რაღაც აკლდა, ემა კი სრულყოფილი ადამიანია", – ამბობს ბრიუსი.
22-07-2010
ოთხი წლის იყო სოფო, როცა მამამისი, პაატა შევარდნაძე, დამწყები დიპლომატი მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. ბაბუა – ედუარდ შევარდნაძე მაშინ საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო, ამიტომ გოგონა პოლიტბიუროს წევრთა შვილების საბავშვო ბაღში გაამწესეს. იქ კი ნომერი პირველი ბავშვი სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შვილთაშვილი იურა ბრეჟნევი გახლდათ.
22-07-2010
2010 წელი კრიშტიანუ რონალდუს მარტო მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი იმედგაცრუებით როდი დაამახსოვრდება… საქმე ის გახლავთ, რომ ფეხბურთელი ყველასათვის მოულოდნელად, მამა გახდა. როგორც ამბობენ, ეს ამბავი პირველ რიგში რონალდუსთვის იყო მოულოდნელი, რადგან მისი შვილის დედა ყველასათვის უცნობი ამერიკელი ოფიციანტია. ფეხბურთელი ”სატრფოს” ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში, 2009 წლის ზაფხულში შეხვდა. რონალდუს მოეწონა ოფიციანტი, გაიცნო და მასთან მხოლოდ ერთი ღამე გაატარა.
22-07-2010
ჰოლივუდის ვარსკვლავს, მელ გიბსონსა და მოდელ ოქსანა გრიგორიევას შორის რომანი სამი წლის წინ დაიწყო. ოქსანას გამო მელ გიბსონმა პირველი ცოლ-შვილი მიატოვა და მათთან ცხოვრებას საყვარელ ქალთან გადაბარგება არჩია.
22-07-2010
რამდენიმე დღის წინ, ვირჯინიაში გამართულ კინოფესტივალზე ჩარლი ჩაპლინის უცნობი ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლის სახელწოდებაც ასე ჟღერს - ”A Thief Catcher”. ათწუთიანმა კომედიამ, რომელიც კრიტიკოსებმა ერთ დროს უმნიშვნელოდ მიიჩნიეს და საერთოდ ამოიღეს ჩაპლინის შემოქმედებიდან, კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს გენიალური მსახიობი, რომელსაც მილიონობით მაყურებელი დღესაც თავის კერპად აღიარებს.
22-07-2010
ქვეყანაში უზრუნველ-დარდიმანდული, საზაფხულო იდილიაა გამეფებული. ვისაც ორი კაპიკი შემორჩენია, ამ ხვატისგან თავის გარიდებას და სულის მოთქმას ლამობს, ვისაც არა და დუხჭირ ცხოვრებას შეუსვენებლად იქვე მიათრევს, სადაც წუთისოფელმა წილად არგუნა. ისვენებს ხელისუფლებაც (სად დაიღალნენ, საინტერესოა?!) და პარალელურად, სანახაობაზე ფიქრობს, რათა საზოგადოება მარტო პურის, საზამთროსა და პომიდორის ანაბარა არ დატოვოს (ზოგს ესეც სანატრელი აქვს).
16-07-2010
სცენაზე მდგომი მზეთუნახავი ერთ დროს 104 კილოგრამს იწონიდა…1952 წელი იდგა... მრავლისმნახველი მილანელები გაოცებით შესცქეროდნენ ლა სკალას სცენაზე გამოსულ მზეთუნახავს, რომელსაც დახვეწილი ნაკვთები და განუმეორებელი, სულშიჩამწვდომი ხმა ჰქონდა. ეს მზეთუნახავი მარია კალასი გახლდათ - მომღერალი, რომლის ხმაც დღემდე აჯადოებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში.
16-07-2010
"ნუშის ბაღი" - ასეთი ლამაზი სახელი შეარქვეს სატუსაღოს, სადაც ათასობით ავღანელი ქალი იხდის სასჯელს. მათი უმეტესობა ციხეში მორალური დანაშაულისთვის გამოამწყვდიეს. მორალური დანაშაული ავღანეთში ოჯახის ღირსების შელახვის ტოლფასია და პატიმრობის სხვადასხვა ვადით ისჯება.
16-07-2010
აფხაზეთის ომი რუსეთ-საქართველოს ორასწლიანი, დაუსრულებელი, აშკარა თუ შეფარული ომების ერთ-ერთი ეპიზოდია. ამ ომმა ათასობით ქართველის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას მშვიდობიანი მოსახლეობა - ბავშვები, ქალები და მოხუცები შეადგენდნენ.