"კვირის პალიტრა" 18 წლისაა!!! - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" 18 წლისაა!!!

დღეს თვრამეტ აპრილს, გაზეთი ”კვირის პალიტრა” 18 წლის გახდა!

"კვირის პალიტრა" ჩვენი სახელია...

"კვირის პალიტრა" ჩვენი სახლია...

"კვირის პალიტრა" ჩვენი სანთელია...

"კვირის პალიტრა" ჩვენ ვართ!

ჩვენ ვაკეთებთ თქვენს გაზეთს!

ჩვენ გვეამაყება იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობისა, რასაც ჩვენი სახელი და "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი გვაკისრებს.

ლიდერის პოზიციების შენარჩუნება იოლი სულაც არ არის (შეიძლება ვინმეს შორიდან ასეც მოეჩვენოს), მაგრამ ამავე დროს "იოლია" _ ილაპარაკე სიმართლე და მხოლოდ სიმართლე! პირველ რიგში, შენს თავთან დარჩი მართალი. ეს არის ის "მარტივი" ჭეშმარიტება, რითაც ჩვენ ვსულდგმულობთ ამ სახლში, რომელსაც ჩვენი "კვირის პალიტრის" სახლი ჰქვია.

"ხომ ლამაზია ჩვენი "პალიტრა", მაგრამ ჩვენ უფრო ლამაზი გვინდა"...

შემდეგი ნომერი ”ოქროს პალიტრაა”!!!

თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!