ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
07-03-2010
ყველაფერი შოუა, ანუ როგორ ებრძვიან კორუფციას!
ყველაფერი  შოუა, ანუ როგორ ებრძვიან კორუფციას! "ვანო მერაბიშვილი ჩიოდა, რა ხალხი დამაჭერინეთ, 5000 ლარსაც ვერ იხდიანო"

რამდენიმე ხნის წინ ერთი ჩემი ნაცნობი ჩინოვნიკი დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით და კარგადაც "გაატელევიზორეს" სახელისუფლებო არხებმა, ნახეთ, როგორ ვებრძვით კორუფციასო! ამ საქმეს სპეცოპერაციაც მიუძღვნა კონსტიტუციური უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილე სოსო თოფურიძემ. ამ ამბიდან მალევე ჩემი ნაცნობი კორუფციონერი ჩინოვნიკი ციხიდან გაათავისუფლეს და ისევ სახელმწიფო სამსახურში, უკეთეს თანამდებობაზე დანიშნეს! ამიტომაც დავინტერესდი, როგორ აგრძელებს კორუფციაში მხილებული და ერთ დროს სკანდალურად დაპატიმრებული ხალხი ისევ სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობას.

ალბათ, საქართველოს ყველა მოქალაქეს ახსოვს ქუთაისში, თათბირის დროს 24 "კორუფციონერის" დაპატიმრების ამბავი. მაშინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, როგორც თავად ამბობდნენ, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის -  600.000 ლარის მითვისების, ტენდერების მიკერძოებულად ჩატარებისთვისა და კორუფციული გარიგებებისთვის მერიაში თათბირის მსვლელობისას "ბანდა" აიყვანეს. დანაშაული ათ-ათი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მაშინ კონსტიტუციური უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ისეთი მხურვალე სიტყვა, უფრო სწორად კი სადღეგრძელო წარმოთქვა, ვიფიქრე, ჩვენს აყვავებას მართლა ვერაფერი შეაჩერებს-მეთქი, მაგრამ ახლა, სამი წლის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ მწარედ მოგვატყუეს და შოუ "გვაჭამეს".

სინამდვილეში ის ხალხი კუდ-ის თანამშრომლებმა თათბირზე კი არა, დილითვე დააპატიმრეს, სამი-ოთხი საათი მანქანაში აყურყუტეს და შუადღისას მერიის სასადილოს უკანა კარიდან მალულად შეიყვანეს სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში "თათბირზე".  ამას მერიის ფანჯრებიდან ცნობისმოყვარეთა მთელი არმია შეჰყურებდა და "შოუს მონაწილენიც" ადასტურებენ. "დამნაშავეებთან" კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ჟურნალისტების კორტეჟით კუდ-ის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე შეიჭრა და სიტყვა წარმოთქვა: "ამ ხალხმა საქართველოს მოჰპარა 600 ათასი ლარი. ჩვენ შევძელით ამ თანხის ამოღება და ფული მის კანონიერ მფლობელს - ხალხს დავუბრუნეთ". დაპატიმრებულებს ბორკილები დაადეს და სამართალდამცავებს ხელჩაჭიდებულნი შენობასთან თავმოყრილი ჟურნალისტების წინ ჩაატარეს. ბუნებრივია, ამან საქართველოს მოსახლეობაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ნახეთ, ჩვენი ხელისუფლება როგორ ებრძვის კორუფციასო.

თოფურიძეს არც მაშინდელი სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში აკაკი ბობოხიძე ჩამორჩა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა "კორუფციონერი" სახელმწიფო ჩინოვნიკები. ამ ამბავს საბერძნეთიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და ვრცლად ილაპარაკა 24 ქუთაისელი მოხელის დაპატიმრებასა და კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბებზე. ამ ალიაქოთის ფინალი კი ის იყო, რომ კორუფციაში მაშინ დადანაშაულებული პირებიდან დღეს არც ერთი კაცი არ ზის ციხეში, მეტიც, ოფიცილურად არც ერთი მათგანი კორუფციაში ბრალდებული არ ყოფილა.(!)

საქმე ქუთაისში ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტში კორუფციულ გარიგებას ეხებოდა. უშიშროებამ მედიასაშუალებებით ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ლაპარაკი იყო, როგორ ითვისებდნენ ფულს ვიღაც-ვიღაცები გადახურვის პროგრამით გათვალისწინებული თანხებიდან.
"კორუფციონერების ბანდა" 5000-5000, ხოლო გადამხურავი ფირმის ხელმძღვანელი  600.000 ლარის გადახდის შემდეგ საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს(?!).

მუხრან კოხრეიძე, ყოფილი "კორუფციონერი": - ქუთაისის მერის დღევანდელ პირველ მოადგილე მერაბ მეშველიანს კორუფციული გარიგება ჰქონდა გადამხურავი ფირმის ხელმძღვანელთან. საქმე  ქუთაისში ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვას ეხებოდა. მართალია, გადახურვის პროცესი შესყიდვების გეგმის დარღვევით დაიწყო, მაგრამ არჩევნები იყო ჩასატარებელი და ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მიზნით მოსახლეობას ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი სახლების გადახურვას. ხალხმაც ძველი სახურავები გადააძრო სახლებს, მაგრამ ბევრი გადაუხურავი დარჩა. სამაგიეროდ არჩევნები ჩატარდა წარმატებით.

ტენდერში გამარჯვებული შპს "კოლიზეუმის" ხელმძღვანელობა  აიძულეს, შეესრულებინა შესყიდვების გეგმით გაუთვალისწინებელი სამუშაოები. დეპუტატობის კანდიდატები: მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსი მერაბ მეშველიანი, (რომელიც საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო) და ამირან ხვადაგიანი (საკრებულოს ყოფილი წევრი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობას უმიზნებდა) შეჰპირდნენ ფირმის ხელმძღვანელ ლორთქიფანიძეს საკრებულოში შესვლის შემდეგ შესყიდვების გეგმისაგან განსხვავებული სამუშაოების "გაპრავებას". ქუთაისში მაღლივი სახლების გადახურვისათვის გათვალისწინებული იყო 760.000 ლარი, მაგრამ საკრებულოს დამტკიცებული პროგრამა წინასაარჩევნო ინტერესებში არ ჯდებოდა, ამიტომ გაანგარიშება და გადახურვის პროგრამა წინასაარჩევნო დაპირებებს მოარგეს. მაგალითად, მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსმა მეშველიანმა, როგორც ავტოქარხნის რაიონის მცხოვრებმა, სიაში 60 ახალი სახლი შეიტანა. აქედან 30 ავტოქარხნის ტერიტორიაზეა, 30 კი ოთხ განყოფილებაზე გადაანაწილა. ზოგი განყოფილება სულ ამოიღო დამატებით შესარჩევი ბინების ჩამონათვალიდან იმიტომ, რომ არჩევნებში თავის უბნელებს ხმა მისთვის მიეცათ. მოკლედ,  ტენდერი ჩატარდა და შპს "კოლიზეუმმა" გაიმარჯვა. ხელშეკრულება მასთან სწორედ მეშველიანმა გააფორმა, მის მუშაობასაც პირადად აკონტროლებდა, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, 24-კაციან სისხლის სამართლის საქმეში  მეშველიანი მოხსენიებულიც არ ყოფილა.(?!)

- კორუფციული გარიგება რა საქმეზე შედგა?
- შპს "კოლიზეუმის" სატენდერო წინადადებაში ნათქვამი იყო, რომ სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მზად იყვნენ გადახურვის სამუშაოების დასაწყებად, არადა სატენდერო დოკუმენტაციაში დეფექტური აქტები არ არსებობდა და ხარჯთაღრიცხვები როგორ წარმოადგინა "კოლიზეუმმა", გაუგებარია. ბუნებრივია, ასეთ ფირმასთან, თუ მას მფარველი არ ჰყავდა, ხელშეკრულება არ უნდა გაფორმებულიყო. მიუხედავად ამისა, მეშველიანმა "კოლიზეუმის" დირექტორ ლორთქიფანიძესთან მაინც გააფორმა ხელშეკრულება. არც ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემდეგ მოსთხოვა ფირმას პასუხი (არ მოუთხოვია ავანსად გადარიცხული 325 ათასის უკან დაბრუნება). რადგან სახლები უხარისხოდ გადაიხურა (როგორც ექსპერტიზამ დაადგინა), ბევრიც გადაუხურავი და ხალხი მოტყუებული დარჩა, ვინმე მაინც ხომ უნდა დასჯილიყო საჩვენებლად? ამიტომ დაგვაკავეს 24 კაცი და ტელევიზიით გამოგვაჭენეს როგორც კორუფციონერები. როგორც გავიგეთ, თურმე ვანო მერაბიშვილი ჩიოდა, რა ხალხი დამაჭერინეთ, 5000 ლარსაც ვერ იხდიანო.

გამომძიებლები მთავრობისათვის სასურველი პირების ხელის დაფარების სანაცვლოდ დანაშაულის ჩადენასაც არ მოერიდნენ. დოკუმენტები,  რომლებიც კორუფციულ გარიგებებსა და მეშველიანის დანაშაულს ადასტურებს (მაგალითად, მიმოწერები "კოლიზეუმსა" და მეშველიანს შორის, მეშველიანსა და მერის მოადგილეს შორის, ინსპექტირების ჯგუფის წერილი მეშველიანისადმი და სხვ.), საქმიდან ამოიღეს, მერე ხელახლა გადანომრეს, სასურველი პირები საქმიდან მოტეხეს და ხელი ინსპექტირების ჯგუფის წევრებს შეახოცეს.
ქუთაისის მერის განკარგულებით შეიქმნა სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი ხელშეკრულებების პირობების შესრულების გასაკონტროლებლად, მაგრამ საოცარი ის იყო, მეშველიანის  წყალობით ჯგუფი ისე დაკომპლექტდა, თანამშრომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ ამ ჯგუფის წევრი იყო(?!). არავის უკითხავს, იყვნენ თუ არა ისინი მშენებელ-ინჟინრები, შეეძლოთ თუ არა დაედგინათ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ან როგორ უნდა დაედგინათ, როცა დეფექტური აქტები არ არსებობდა და ფირმას  სამუშაოების გეგმა-გრაფიკიც კი არ ჰქონდა წარმოდგენილი? ეს იმაზე მეტყველებს, რომ წინასწარ, ფორმალურად შეადგინეს ინსპექტირების ჯგუფი ტენდერში გამარჯვებული "კოლიზეუმისათვის"!

- გამოდის "კოლიზეუმიც" გამოიყენეს, "გაპრავების" პირობითი სამუშაობი ჩაატარებინეს და მერე პირი უტეხეს?
- მაგრამ საბოლოოდ არც  ”კოლიზეუმს” დაადგა კარგი დღე. ავანსად მხოლოდ 325.543 ლარი გადაურიცხეს, ნამდვილად ვიცი, რომ ამ თანხიდან "ატკატი" სწორედ ჩინოვნიკებმა მოხსნეს (ამას ადასტურებს გავრცელებული ფარული ჩანაწერიც), "კოლიზეუმი" კი ამუშავეს, რაც გამოძიებამ არც ჩაუთვალა შესრულებულ სამუშაოდ. ფირმის ხელმძღვანელი დაიჭირეს და საპროცესო გარიგებაში 600.000 გადაახდევინეს.
"კოლიზეუმი" შესრულებული სამუშაოების "გაპრავებას" ელოდებოდა. საკრებულოს უნდა განეხილა ეს საკითხი და შესაბამისი დასკვნისა და კანონის საფუძველზე უნდა მომხდარიყო ანაზღაურება, მაგრამ ამასობაში მეშველიანი საკრებულოში მოკალათდა და  კატეგორიული უარი თქვა იმაზე, რომ მის კომისიას ეს საკითხი განეხილა. მეტიც, შესრულებული სამუშაოების შესახებ საკრებულოს კეთილმოწყობის კომისიამ, რომელსაც უკვე მეშველიანი ხელმძღვანელობდა, გადაწყვეტილება არ მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარე ხვადაგიანმა კი მერიის 26 დეკემბრის მიმართვაზე პასუხი ერთი თვის დაგვიანებით, 2007 წლის 26 იანვარს გაუგზავნა და  საკითხი განსახილველად უკან დაუბრუნა. ამ დროისთვის მეშველიანს უკვე ჰქონდა ინფორმაცია მომავალი სპეცოპერაციის შესახებ. როგორც ვიცი, სწორედ ის იყო კუდ-თან ერთ-ერთი აქტიური მოთანამშრომლე. უდანაშაულო 24 კაცი რომ დაიჭირეს, რატომ არ გაარკვიეს, ვინ არიან ფარულ ჩანაწერში მოხსენიებული პირები?  

ციხიდან გამოსული უკვე ყოფილი მეგობრებისა თუ კოლეგების კითხვაზე, რატომ არ მიიღო საკრებულომ დაზუსტებული გეგმა, მეშველიანის პასუხი ლაკონიური იყო:  გადახურვა ისეთი დარღვევებით წარიმართა, გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, ჩვენც დაგვიჭერდნენო. კუდ-ის საგამოძიებო ნაწილის დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლებს ვარლამ ხეცურიანს, ოლეგ აბრამიშვილს, საგამოძიებო ნაწილის უფროს ლაშა გოდუაძეს საქმეში მეშველიანი არც ჰყავთ ნახსენები. მეტიც, ეს ხალხი როგორც წინასაარჩევნოდ საჭირო კადრი,  სახლების კარგი "გადამხურავი" და შესანიშნავი გამყალბებელი დააწინაურეს. მეშველიანი საკრებულოდან ძველ სამსახურში დააბრუნეს, სულ ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის მერის პირველ მოადგილედ დანიშნეს.

ჩვენ დავუკავშირდით მერაბ მეშველიანს: ბატონმა მერაბმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე არავითარი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

 

arnika
14 მარტი 2010 17:32
როდის უნდა შეეშვას ამ საცოდავ ქუთაისს ბატონი მერაბის მსგავსი ხალხი?????????
davit
11 მარტი 2010 09:44
დასანანი ეს კი არ არის რაც მოხდა, დასანანია ის რომ ქუთაისს ლეჩხუმლები დაეპატრონენ და ნაგდი ქუთაისელები ბაგის კიდეზე თვალცრემლიანები შესცქერიან როგორ იგუპება ქუთაისი.
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge

ავადმყოფობა ლიტერატურა

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა დედაჩემმა “პეპი გრძელიწინდა” წამიკითხა. დაიწყო და რა დაიწყო: ავადმყოფობა - ლიტერატურა, რომლის ერთადერთი მკურნალიც წიგნი - წამალი იყო. როცა ჩემი სახლის პატარა ბიბლიოთეკის თაროებზე უკვე შეჩვეული და ნაცადი წიგნი-პრეპარატებიღა დარჩა და ისიც აღმოვაჩინე, რომ ბიბლიოთეკების სტუმრობის პერსპექტივა არ მხიბლავდა, ინტერნეტს მივაშურე. ჩავუჯდებოდი წიგნს... კი არა, მივუჯდებოდი კომპიუტერს და ვმკურნალობდი. მკურნალობის პროცესში აღმოვაჩინე ლიტერატურული ფორუმებიც.

KvirisPalitra.Ge

 სულ მგონია, რომ ძალიან დაბნეული და გულმავიწყია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული ეფექტია. აი, მაგალითად, არ დაივიწყა და პასუხები mail-ით ზუსტად პარასკევს გამომიგზავნა. აცვია ბათინკები, ჯინსები; თმას ხშირად იჩეჩავს - ნერვული  მოძრაობა კი არა, ჩვევაა; ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი; სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას, ჰო, კინოდრამატურგიასაც, მაგრამ პროფესიით უფრო მწერალია, ძალიან მაგარი მწერალი.

დათო ტურაშვილისთვის დასმული შეკითხვები ორ კატეგორიად დავყავი:


1) მწერლობასთან დაკავშირებული, რომლებზეც სიამოვნებით მპასუხობს;
2) დანარჩენი, რომლებზეც საერთოდ არ  მპასუხობს - ბევრი დრო არ მქონდაო, იმიზეზებს. მე კი იმას ვიმიზეზებ, რომ  ეს “დანარჩენი” საინტერესოა და უპასუხოდ ვუშვებ, -  1:0, დათო.

KvirisPalitra.Ge

”სექტემბრიდან ჩვენს მთავრობაში ახალი საკადრო ცვლილებები დაიწყება”

ამ დღეებში NDI-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას თუ ვენდობით, ქართველები  თავიანთ პრეზიდენტზე მეტად თბილისის მერს, გიგი უგულავას ენდობიან. ნდობის რეიტინგში, რომელიც ამ ორგანიზაციამ საზოგადოებას წარუდგინა, პირველი ადგილი პატრიარქს უკავია, მეორე - გიგი უგულავას, მესამე ადგილზე მიხეილ სააკაშვილია, ხოლო მეოთხეზე - ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი -  გიორგი თარგამაძე. სწორედ ამ საკითხზე დავიწყეთ საუბარი ამავე მოძრაობის წევრთან გიორგი ახვლედიანთან:

KvirisPalitra.Ge

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ალბერტ აინშტაინი გენიალური მოაზროვნე და ჰუმანისტი გახლდათ. ის ფიზიკაში 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, ამასთანავე, აინშტაინის კალამს ეკუთვნის 150-მდე წიგნი და სტატია მეცნიერების ისტორიაში, პუბლიცისტიკასა და ფილოსოფიაში.

ახლობლები აინშტაინს ახასიათებდნენ როგორც მეგობრულ, ხალისიანსა და სიცოცხლით სავსე ადამიანს, რომელსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ის საოცრად კეთილი ყოფილა და უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, თუ ამის საშუალება ჰქონდა.  

KvirisPalitra.Ge სიბერე ადამიანის ყველაზე საპატიო მდგომარეობააო - უთქვამთ ძველ ეგვიპტელებს, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში საქმე სულ სხვაგვარადაა. ამაში ალბათ ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიც დაგარწმუნებთ.
KvirisPalitra.Ge

შენობა, რომელიც ამ ფოტოზე ჩანს, ახალ ზელანდიაში, ქალაქ მანუკაუში მდებარეობს. ქალაქის მკვიდრთ კარგა ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ ამბავი, რომელიც იქ დატრიალდა: 15 წლის მოზარდი შენობის ერთ-ერთ აივანზე თამაშობდა, მე-16 სართულიდან გადმოვარდა და ყველასათვის მოულოდნელად ცოცხალი გადარჩა.

KvirisPalitra.Ge 2009 წლის 13 ნოემბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, ეთერ ნინუა, მოკლულები იპოვეს.
KvirisPalitra.Ge

მაგარია ჭომა!
23 ივლისი თენგის სულაქველიძის დაბადების დღეა, 54 წელი შეუსრულდა.


ჭომა გახსოვს ძვირფასო მკითხველო? ჭომა – თენგიზ სულაქველიძე, თბილისის ”დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების უნივერსალი, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი, მეტოქე თავდამსხმელების რისხვა და დაუღალავი ”მოტორი”... გახსოვთ, რა ზღაპრულად ჩაატარა 1981 წლის საგაზაფხულო მატჩები? ”ფეიენოორდს” ორი ისეთი გოლი გაუტანა, ფორვარდებს შეშურდებოდათ, თანაც 1\2 ფინალში(!). იმავე წელს, ფრანგულ ”ბასტიას”, რომელშიც აფრიკული ფეხბურთის ლეგენდა როჟე მილა თამაშობდა, ისეთი გოლი ”მიართვა”, კინაღამ კისერი მოატეხინა მეკარეს.

KvirisPalitra.Ge ონკანიდან წყალი მოდის, ატალახდა მთელი ეზო,
სუყველაფერს ხედავს გია, სუყველაფერს ხედავს რეზო,
ორივენი ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან:
ხომ არაფერს აშავებენ? მაინც დანაშაულია!
                  ბავშვობაში ნასწავლი ლექსი
KvirisPalitra.Ge მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 22 ივლისს, საღამოს მოხდა. "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.