ჰოლივუდის ვარსკვლავს, მელ გიბსონსა და მოდელ ოქსანა გრიგორიევას შორის რომანი სამი წლის წინ დაიწყო. ოქსანას გამო მელ გიბსონმა პირველი ცოლ-შვილი მიატოვა და მათთან ცხოვრებას საყვარელ ქალთან გადაბარგება არჩია. ბედნიერ წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლუსია დაარქვეს. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, თუ ოქსანა და მელ გიბსონი სულ მალე ერთმანეთს დაშორდებოდნენ. ახლა კი მთელმა ჰოლივუდმა იცის, რომ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა.ოქსანა კარგა ხნის განმავლობაში ჩიოდა, მელს არც ცოლი აინტერესებს, არც მცირეწლოვანი შვილი და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობსო. ქალმა რამდენიმე თვის განმავლობაში ითმინა ქმრის საქციელი და ბოლოს მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ამჟამად მათ საქმეს ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს. საქმე ის გახლავთ, რომ ყოფილი ცოლი მსახიობს ძალადობაში ადანაშაულებს. ქალმა პოლიციელებს უამბო, რომ მელ გიბსონი მას უხეშად ექცეოდა, უფრო მეტიც, სცემდა კიდეც. პოლიციელები კი თავის მხრივ ირწმუნებიან, რომ მზად არიან ძირფესვიანად გამოიძიონ ყველაფერი და მოძალადე ქმარს საკადრისი პასუხი გასცენ.
სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესის სასამართლომ დააკმაყოფილა ოქსანას თხოვნა და გიბსონს ყოფილ ცოლთან ას მეტრზე ახლოს მისვლაც კი აუკრძალა. ოქსანამ სასამართლოში უკვე წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც სიმართლის დამტკიცებას შეეცდება. თავის მხრივ, მელ გიბსონმაც შეიტანა ცოლის წინააღმდეგ სარჩელი. რით დასრულდება ვარსკვლავური წყვილის ”დუელი”, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე












მოდას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, იმდენად დიდი, რომ მისი გაჩენის ზუსტი თარიღი არავინ იცის. საქართველოში იგი, სავარაუდოდ, მაშინ გაჩნდა, როცა მზიამ ზეზვას პირველად გამოუცხადა, - მომბეზრდა ეს მგლის ბეწვი, უკვე აღარავის აცვია, წადი და სიასამური მოინადირეო. ისე, ხუმრობა იქით იყოს და, მოდას ჩვენთან მართლაც დიდი ტრადიციები აქვს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ევროპელი მოგზაურები საქართველოში სტუმრობისას გაოცებას ვერ მალავნენ - პარიზული მოდა თბილისში სულ რაღაც ორი კვირის დაგვიანებით ვრცელდებაო. ეს დაახლოებით ის დროა, ჩოხას რომ ფრაკი ენაცვლება. მართალია, ეს პროცესი ტრადიციების მოყვარული ქართველებისთვის არც ისე უმტკივნეულო იყო, მაგრამ დრომ მაინც თავისი გაიტანა.
მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჰოლანდიელი პენსიონერის, იოს იანსენის სახელი და გვარი, რომელმაც ასი წლის ასაკში უცნაური გადაწყვეტილება მიიღო:
ესპანეთი… ამ სიტყვის ხსენებისას თვალწინ წარმოგიდგებათ ცეცხლოვანი ცეკვები და კორიდა, რომელსაც ბევრი ამ ქვეყნის სიმბოლოდაც მიიჩნევს. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ 21-ე საუკუნეა და მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება.
რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის რომ სრული ჰარმონიაა, ეს ფოტოც ადასტურებს და სამომავლო გეგმებიც, რომლებიც მედვედევმა რუსულ პრესას გაუმხილა:
პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სექტემბრიდან საქართველოში უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენი საზოგადოება გვარიანად შეაშფოთა.
ივლისის შუა რიცხვებში საქართველოში სტუმრად იყოკომპანია TheTrump Organization-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაიკლ კოენი.
საქმე ის გახლავთ, რომ 51 წლის ვენდიმ გარეცხილ ნივთებს შორის არც მეტი, არც ნაკლები, მეტრნახევრიანი გველი აღმოაჩინა.
როდესაც დევნილს სადღაც ასახლებ, იმის ნახევარი კი არა, ორჯერ უკეთესი პირობები უნდა შეუქმნა, რაც ჰქონდა. არადა, ასახლებ სადღაც, უდაბნოში, სადაც არც კომუნიკაციაა, არც არაფერი.













იყავი პირველი!