2010 წელი კრიშტიანუ რონალდუს მარტო მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი იმედგაცრუებით როდი დაამახსოვრდება… საქმე ის გახლავთ, რომ ფეხბურთელი ყველასათვის მოულოდნელად, მამა გახდა. როგორც ამბობენ, ეს ამბავი პირველ რიგში რონალდუსთვის იყო მოულოდნელი, რადგან მისი შვილის დედა ყველასათვის უცნობი ამერიკელი ოფიციანტია.
ფეხბურთელი ”სატრფოს” ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში, 2009 წლის ზაფხულში შეხვდა. რონალდუს მოეწონა ოფიციანტი, გაიცნო და მასთან მხოლოდ ერთი ღამე გაატარა.
როდესაც ქალი მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, რონალდუ ამერიკიდან უკვე შორს იყო, თუმცა, ის პორტუგალიელს თავისივე აგენტის დახმარებით დაუკავშირდა. როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, რონალდუმ მოითხოვა, ტესტი მისთვისაც ჩაეტარებინათ.
საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბავშვის მამა სწორედ ცნობილი ფეხბურთელია და არა ვიღაც სხვა. ”ის რელიგიურ ოჯახში აღიზარდა და ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, ბავშვის მამობა ეღიარებინა. დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორად მოიქცა”,- ამტკიცებენ რონალდუს მეგობრები.
ბიჭუნა დაახლოებით ერთი თვის წინ, 17 ივნისს დაიბადა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდუ მამა გახდა, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს გავრცელდა. რონალდუს გადაწყვეტილი აქვს დედის ვინაობა საიდუმლოდ შეინახოს, ბავშვი კი თვითონ, დამოუკიდებლად აღზარდოს.
ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ ფეხბურთელმა ბიჭუნას დედას 10 მილიონამდე ფუნტი სტერლინგი გადაუხადა, რათა ზედმეტი უსიამოვნებებისაგან დაზღვეული ყოფილიყო. უცხოურ პრესაში კი წერენ, რომ რონალდუმ ბავშვი სუროგატ დედას გააჩენინა. Aახალგამომცხვარი მამა ამ საკითხზე საერთოდ არ ლაპარაკობს. ჩუმად არიან მისი ოჯახის წევრები და ახლობლებიც, რომლებიც შვილის საქციელს ერთხმად იწონებენ…
ხათუნა ჩიგოგიძე












მოდას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, იმდენად დიდი, რომ მისი გაჩენის ზუსტი თარიღი არავინ იცის. საქართველოში იგი, სავარაუდოდ, მაშინ გაჩნდა, როცა მზიამ ზეზვას პირველად გამოუცხადა, - მომბეზრდა ეს მგლის ბეწვი, უკვე აღარავის აცვია, წადი და სიასამური მოინადირეო. ისე, ხუმრობა იქით იყოს და, მოდას ჩვენთან მართლაც დიდი ტრადიციები აქვს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ევროპელი მოგზაურები საქართველოში სტუმრობისას გაოცებას ვერ მალავნენ - პარიზული მოდა თბილისში სულ რაღაც ორი კვირის დაგვიანებით ვრცელდებაო. ეს დაახლოებით ის დროა, ჩოხას რომ ფრაკი ენაცვლება. მართალია, ეს პროცესი ტრადიციების მოყვარული ქართველებისთვის არც ისე უმტკივნეულო იყო, მაგრამ დრომ მაინც თავისი გაიტანა.
მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჰოლანდიელი პენსიონერის, იოს იანსენის სახელი და გვარი, რომელმაც ასი წლის ასაკში უცნაური გადაწყვეტილება მიიღო:
ესპანეთი… ამ სიტყვის ხსენებისას თვალწინ წარმოგიდგებათ ცეცხლოვანი ცეკვები და კორიდა, რომელსაც ბევრი ამ ქვეყნის სიმბოლოდაც მიიჩნევს. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ 21-ე საუკუნეა და მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება.
რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის რომ სრული ჰარმონიაა, ეს ფოტოც ადასტურებს და სამომავლო გეგმებიც, რომლებიც მედვედევმა რუსულ პრესას გაუმხილა:
პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სექტემბრიდან საქართველოში უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენი საზოგადოება გვარიანად შეაშფოთა.
ივლისის შუა რიცხვებში საქართველოში სტუმრად იყოკომპანია TheTrump Organization-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაიკლ კოენი.
საქმე ის გახლავთ, რომ 51 წლის ვენდიმ გარეცხილ ნივთებს შორის არც მეტი, არც ნაკლები, მეტრნახევრიანი გველი აღმოაჩინა.
როდესაც დევნილს სადღაც ასახლებ, იმის ნახევარი კი არა, ორჯერ უკეთესი პირობები უნდა შეუქმნა, რაც ჰქონდა. არადა, ასახლებ სადღაც, უდაბნოში, სადაც არც კომუნიკაციაა, არც არაფერი.













იყავი პირველი!