ვალუტის კურსი
10/09/2010
USD
1
USD
1.8539
EUR
1
EUR
2.3570
RUB
100
RUB
6.0035
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
30-07-2010
პენსიონერთა სევდა
პენსიონერთა სევდა ”გეგონება ამათი მამა-პაპა ჩვენსავით საბჭოთა კავშირის მზეს არ იფიცებდა ერთ დროს!”

”ჩვენს ახალგაზრდობაში საცოლეს ასე საქვეყნოდ გამოაჭენებდა თავმოყვარე კაცი?”

სიბერე ადამიანის ყველაზე საპატიო მდგომარეობააო - უთქვამთ ძველ ეგვიპტელებს, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში საქმე სულ სხვაგვარადაა. ამაში ალბათ ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიც დაგარწმუნებთ.

ისინი ბაღის შუაგულში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას სხედან და ერთმანეთს ემუსაიფებიან. ძირითადად, საჭირბოროტო თემებზე ბჭობენ. ამბობენ, რომ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გამოსცადეს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. უბრალოდ, დრო მოვიდა ასეთი - დრო, რომელიც ხანდაზმულებს ნაკლებად სწყალობს. ჩვენი რესპონდენტები ვერის ბაღის ხშირი სტუმრები -პენსიონერები არიან:

გიორგი ნ: 
ჩვენს გულისტკივილს მხოლოდ ერთი პირობით გაგიმხელთ - ჩვენი ვინაობა არ უნდა გაამჟღავნოთ. ასაკოვანი ხალხი ვართ, მთელი ცხოვრება შრომასა და ჯაფაში გაგვიტარებია, მაგრამ რად გინდა? ძაღლს უფრო მეტი დაფასება აქვს ამ ქვეყანაში, ვიდრე ჩვენ. ხან ”ჩარეცხილები” გვიწოდეს, ხან - ”წითელ ინტელიგენციად” მოგვნათლეს, ბოლოს აიღეს და სამსახურებიდან გამოგვიშვეს, გეგონება ამათი მამა-პაპა ჩვენსავით საბჭოთა კავშირის მზეს არ იფიცებდა ერთ დროს! აბა რა ცხოვრებაა, როცა შვილიშვილებს სასეირნოდ ვერ წაიყვან, წაიყვან და მთელი შენი პენსია ერთ დღეში შემოგეხარჯება. მართალია, პენსიები  გაგვიზარდეს, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი გაძვირდა. იმ ავადსახსენებელი შევარდნაძის დროს 14 ლარი გვქონდა, მაგრამ მაშინდელი 14 ლარით უფრო მეტ რამეს იყიდდი, ვიდრე ახლანდელი 90 ლარით. მთელი ცხოვრება შრომაში იმიტომ გავატარე, რომ ბოლოს შვილებისა და შვილიშვილების შესანახი გავმხდარიყავი?

ნიკო ჩ.

აბა რა გითხრათ, ისეთი ხალხი დანიშნეს თანამდებობის პირებად, წესით ლექციებზე რომ უნდა ისხდნენ და თავიანთ საქმეს უფრო საფუძვლიანად სწავლობდნენ. მინისტრად რომ კაცს ნიშნავ, სულ მცირე, 40 წლისა მაინც ხომ უნდა იყოს, ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება ხომ უნდა ჰქონდეს? 25-26 წლის ბიჭებმა ვის რა უნდა ასწავლონ და მიუთითონ? აბა ერთი მითხარით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს კარგად, თუ ეკონომიკის სამინისტრო, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ლამის ათი მინისტრი შეცვალეს? გარეგნულად კი კარგი ქალია ეს ახალი მინისტრი, ვერა ქობალია, მაგრამ ვითომ ეგ ააშენებს ჩვენს დაქცეულ ეკონომიკას? ახალ-ახალი ხალხის დანიშვნა რომ საქმეს შველოდეს, ყველა ქვეყანაში შეცვლიდნენ მინისტრებს და აღარ დასჭირდებოდათ შრომა და ტვინის ჭყლეტა. უთავბოლობაა გამეფებული ქვეყანაში და იმიტომაც მიდის ჩვენი საქმე უკუღმა. გაიქცა ხალხი საქართველოდან იმიტომ, რომ აქ საარსებო წყარო ვერ იშოვნა და ოჯახი ვერ შეინახა.

დავით ზ.
საქართველო აგრარული ქვეყანაა, ამიტომ აქ პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა იყოს. თბილისში ვარ დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ რომ იყოს ნორმალური პირობები, წავიდოდი ჩემს მამა-პაპურ სოფელში, მოსავალს მოვიწევდი, მეც საარსებო წყაროს გავიჩენდი და შვილიშვილებსაც გამოვუგზავნიდი, მაგრამ ვინც იქ ცხოვრობს, იმასაც უჭირს არსებობა. გაპარტახებული და დაცლილია ჩვენი სოფლები, გლეხს შემოსავალი არა აქვს, ფული არა აქვს და აღარ იცის, რა გზას დაადგეს. საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ რად გინდა, ვერ ვიყენებთ ჩვენს სიმდიდრეს, პირიქით, უცხოელებზე ვყიდით და ვანიავებთ. ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე და ისეთი მაგარი ლექტორები მასწავლიდენენ, როგორიც მაგალითად პაატა გუგუშვილი იყო. იცით რას გვეუბნებოდნენ? - საქართველოს იმდენი რესურსი აქვს, შეუძლია ორჯერ უფრო მეტი მოსახლეობა არჩინოს, ვიდრე აქ ცხოვრობსო.

არ მინდა ამ მთავრობაზე სულ ცუდი ვილაპარაკო, მაგრამ გაყიდეს ყველაფერი, რაც გვებადა. ამდენი ნარკომანი, ამდენი ჰომოსექსუალი არასოდეს გვყოლია, არც ამდენი მკვლელობა და თვითმკვლელობა ყოფილა. საქართველოში ყველა საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და არა ამ ქვეყნის მომავალზე. ერთადერთი ისევ ღმერთი თუ მოგვხედავს, თორემ ჩვენს პოლიტიკოსებს შორის ჯერჯერობით ვერავის ვხედავ, ვისაც ამ ქვეყანას ვანდობდი და ჩავაბარებდი.

ნიკო ჩ.
მარტო ღვთის იმედად ყოფნაც არ შეიძლება! ღმერთი მაშინ გეხმარება, როცა შენც იბრძვი, აქტიურობ, მოქმედებ. უფალი გეუბნება - ხელი გაანძრიე და გეშველებაო. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? - არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. ერთი აქტიური ბოროტი კაცი ხშირად ათას პასიურ კეთილს ამარცხებს ხოლმე. ჩვენშიაც ასე ხდება.

ვასო კ.
მთავრობის კრიტიკას თავი დაანებეთ, ჯერ იმას შეხედეთ, რა ახალგაზრდობა მოდის. გაგიჟებული ვარ კაცი: დღისით, მზისით სხედან ახალგაზრდა ბიჭი და გოგო და არც კი რცხვენით, ყველას დასანახად ისე იქცევიან. თუ საცოლეა, ან შეყვარებული, რაღას იმალებიან? ჩვენს ახალგაზრდობაში საცოლეს, ან შეყვარებულს ასე საქვეყნოდ გამოაჭენებდა თავმოყვარე კაცი? შვილიშვილი ვეღარ გამომიყვანია პარკში სასეირნოდ. თუმცა, რად გინდა? ფილმები და სერიალები გადის ისეთი, ეს თაობა კიდევ კარგ ჭკუაზეა. ძალიან ვდარდობ ჩემს შვილიშვილებზე, ამგვარ გარემოში მცხოვრები ბავშვი კარგი როგორ გაიზრდება?! 
KvirisPalitra.Ge

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge მოდას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, იმდენად დიდი, რომ მისი გაჩენის ზუსტი თარიღი არავინ იცის. საქართველოში იგი, სავარაუდოდ, მაშინ გაჩნდა, როცა მზიამ ზეზვას პირველად გამოუცხადა, - მომბეზრდა ეს მგლის ბეწვი, უკვე აღარავის აცვია, წადი და სიასამური მოინადირეო. ისე, ხუმრობა იქით იყოს და, მოდას ჩვენთან მართლაც დიდი ტრადიციები აქვს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ევროპელი მოგზაურები საქართველოში სტუმრობისას გაოცებას ვერ მალავნენ - პარიზული მოდა თბილისში სულ რაღაც ორი კვირის დაგვიანებით ვრცელდებაო. ეს დაახლოებით ის დროა, ჩოხას რომ ფრაკი ენაცვლება. მართალია, ეს პროცესი ტრადიციების მოყვარული ქართველებისთვის არც ისე უმტკივნეულო იყო, მაგრამ დრომ მაინც თავისი გაიტანა.
KvirisPalitra.Ge

ვაგრძელებთ საუბარს ავჭალის კოლონიის ყოფილ უფროსთან, ბატონ ზაურ ებრალიძესთან

კოლონიის ეზოში დატირებული ცხედრები

ზაურ ლაზარაშვილს 14 წელი ჰქონდა მისჯილი. ერთ დღეს მაიორმა მაცნობა, რომ პატიმარს პრობლემა ჰქონდა... ლაზარაშვილი ძალიან წუხდა - ზნაურის რაიონში, მათ სახლში, ხანძარი გაჩენილა, მეუღლეს შვილების გადასარჩენად თავი გაუწირავს და ბავშვები სამშვიდობოს გამოუყვანია, მაგრამ თვითონ მძიმე ხარისხის დამწვრობა მიუღია.

KvirisPalitra.Ge

 

ჩვენს მატიანეში ძნელად მოძებნით ეპოქას, როდესაც ერთბაშად ამდენი ქართველი მოსწყვეტოდეს მშობლიურ მიწა-წყალს და უცხოეთში გადახვეწილიყოს. სხვანაირი ჯიში და ჯილაგი გვაქვს, ასე იოლად ვერასოდეს ველეოდით საკუთარ კერას, რადგან აქ იყო და არის მადლი, ქრისტეს მოციქულთა მიერ მოფენილი და დედა ღვთისმშობლის სიყვარულით ნაკურთხი. წინათ ძალით გაჰყავდათ ქართველები სამშობლოდან, ახლა, სამწუხაროდ, ნებით მიდიან. თუმცა, ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ თავსმოხვეულია ეს ნება. როცა კაცს საარსებო წყაროს გადაუკეტავ და ღვთისა და ბედის ანაბარა მიატოვებ, სხვა რა გზა რჩება.
KvirisPalitra.Ge მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჰოლანდიელი პენსიონერის, იოს იანსენის სახელი და გვარი, რომელმაც ასი წლის ასაკში უცნაური გადაწყვეტილება მიიღო:
KvirisPalitra.Ge ესპანეთი… ამ სიტყვის ხსენებისას თვალწინ წარმოგიდგებათ ცეცხლოვანი  ცეკვები და კორიდა, რომელსაც ბევრი ამ ქვეყნის სიმბოლოდაც მიიჩნევს. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ 21-ე საუკუნეა და მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება.
KvirisPalitra.Ge რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის რომ სრული ჰარმონიაა, ეს ფოტოც ადასტურებს და სამომავლო გეგმებიც, რომლებიც მედვედევმა რუსულ პრესას გაუმხილა:
KvirisPalitra.Ge პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სექტემბრიდან საქართველოში უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენი საზოგადოება გვარიანად შეაშფოთა.
KvirisPalitra.Ge ივლისის შუა რიცხვებში საქართველოში სტუმრად იყოკომპანია TheTrump Organization-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაიკლ კოენი.
KvirisPalitra.Ge საქმე ის გახლავთ, რომ 51 წლის ვენდიმ გარეცხილ ნივთებს შორის არც მეტი, არც ნაკლები, მეტრნახევრიანი გველი აღმოაჩინა.
KvirisPalitra.Ge როდესაც დევნილს სადღაც ასახლებ, იმის ნახევარი კი არა, ორჯერ უკეთესი პირობები უნდა შეუქმნა, რაც ჰქონდა. არადა, ასახლებ სადღაც, უდაბნოში, სადაც არც კომუნიკაციაა, არც არაფერი.