გეიაღლუმი - კვირის პალიტრა

გეიაღლუმი

ძველი ანეკდოტიდან: "გაიგე, მოშე თურმე პედერასტი ყოფილა.

- როგორ, ფული ასესხე და აღარ დაგიბრუნა?

- არა, არა, პედერასტია კარგი გაგებით".

საქართველო კავკასიაში მართლაც მოწინავე სახელმწიფოა. ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს, ჩვენს მეზობლებს კი - სხვა. მაგალითად, ჩრდილო-კავკასიურ ფორუმებზე ხშირად შეხვდებით კითხვას: "ქალს ერთხელ რომ ვაკოცო, უნდა მოვიყვანო თუ არა ცოლად?" მეზობელ აზერბაიჯანში იმაზე მსჯელობენ, ჰეიდარ ალიევი უფრო კარგი მმართველი იყო თუ ილჰამი სჯობს. ჩვენს დაუძინებელ მეგობარ სომხეთში კი მსოფლიოში ყველაზე ძველი ბათინკის პიარით არიან დაკავებული, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ გამოქვაბულში რომ იპოვეს.

ჩვენ კი უკვე გეიაღლუმამდე მივედით.  როგორც ძველი ოპოზიციონერები იტყოდნენ, "სრულიად საქართველო" შეშფოთებულია გავრცელებული ხმით, რომ ქვეყანაში შეიძლება გეიაღლუმი ჩატარდეს.

უფრო ზუსტად, ხალხის ნაწილი შეშფოთებულია, ნაწილს კი ინტერესი კლავს და სეირის ყურება სურს. მართლაც, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება, საქართველოს რომელიმე ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე კაბებიანმა კაცებმა (შოტლანდიელებს არ ვგულისხმობთ) რომ ჩაიარონ. მათ ნამდვილი ქართული მუშტი მოხვდებათ და შემდეგ ეს ამბავი ექვსი თვის განმავლობაში სალაპარაკოდ გვექნება.

არიან ლიბერალებიც. სხედან გადაპრანჭულები და ბრძნული სახით გამოთქვამენ "ჭკვიანურ" აზრებს, რომ თუ ქართველებს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია და ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენება გვსურს, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უნდა ვისწავლოთ.

ლიტვა ევროკავშირის წევრიცაა და ნატოსიც. 2010 წლის 8 მაისს ვილნიუსში გეიაღლუმს ისეთი ცემა-ტყეპა მოჰყვა, რომ ქართველებსაც კი შეგვშურდებოდა. ლიტვა ამის გამო ევროსტრუქტურებიდან არავის გამოუძევებია. სამაგიეროდ, ყველა კმაყოფილი დარჩა -  ვილნიუსელებმა სცემეს გეებს, გეებმა ამის გამო სხვადასხვა ფონდიდან კომპენსაციები მიიღეს, აღლუმის ორგანიზატორებს კი დიდი გრანტები "ჩაახუტეს".

იგივე ხდება საქართველოშიც. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც კუდები სამთავრობო ორგანიზაციებთან აქვთ გადაბმული, დაწერს საგრანტო პროექტს, რომლის არსი ის იქნება, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებები დაცული არ არის. მიიღებენ გრანტს და ლიტვის არ იყოს, ყველა კმაყოფილი დარჩება.

საქართველოში არიან ისეთებიც, რომლებიც კონკრეტულ საგანზე კი მსჯელობენ, მაგრამ მასზე წარმოდგენაც არა აქვთ. თუ არ გჯერათ, მიბრძანდით რომელიმე სახელისუფლებო დაწესებულებაში და ასეთები ვედრო შაურად დაგხვდებათ. ისე რომ არ დაემართოთ, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ელჩს, რომელმაც ბუდისტი ბერების მსვლელობა დაინახა და თქვა, რა გაახურეს ამ “სკინჰედებმა" საქმეო, განვმარტავთ: "გეი" იგივე "პედერასტია", ოღონდ რატომღაც მიაჩნიათ, რომ თუ შოუბიზნესის წარმომადგენელი ან დიზაინერი მამათმავლობს, ის გეია და თუ, მაგალითად, სანტექნიკოსი - პედერასტი.

გეიაღლუმი კი საქართველოში უკვე წლების განმავლობაში გრძელდება. მაგალითად, ვინ არის ის მსაჯი, რომელიც ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ პენალტს არ დადებს? - რა თქმა უნდა, პედერასტი. რა სიტყვა მოგადგებათ ენაზე, როდესაც ქუჩაში მიდიხართ და მანქანა ტალახს შემოგასხამთ? ეს სიტყვა პ-ზე იწყება. იგივე შეიძლება ითქვას იმ მიკროავტობუსის მძღოლზე, 45-გრადუსიან სიცხეში 10-ადგილიან სამარშრუტო ტაქსიში 20 კაცი რომ უზის და 21-ს ამოუშვებს.

შეგვიძლია, უფრო განვაზოგადოთ. 90-იან წლებში ვინ გააქრო უგზო-უკვლოდ მოსახლეობის ანაბრები? - პედერასტებმა. ვინ გააძვირა პროდუქტი? რა თქმა უნდა, გეობის კანდიდატებმა. რა ეწოდება იმას, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი: ერთი, რომელსაც ცენტრალური არხები გვთავაზობენ და მეორე, რომელსაც ყველანი ვხედავთ და საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ? - კოლექტიური პედერასტიზმი. გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.

მოკლედ, იმათ, რომელთაც გეაღლუმის ჩატარება რატომღაც დასავლური ფასეულობების მწვერვალი ჰგონიათ, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, - საქართველოში გეიაღლუმი კი არა, პედერასტების დოღია. და ეს რომ იყოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის სტანდარტი, საქართველო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნებოდა.

გიორგი კვიტაშვილი