კრიშტიანო რონალდოს სასიყვარულო თავგადასავლები
კრიშტიანო რონალდოს სასიყვარულო თავგადასავლები
13-01-2013
იყო დრო, მეფეები საკუთარი შვილებისთვის ძლიერი სახელმწიფოს უფლისწულებს არჩევდნენ, რათა საკუთარი სამფლობელო კიდევ უფრო განევრცოთ... დღესაც არსებობს მეფესავით მდიდარი ხალხი და არ გაგიკვირდეთ, რომ ისინი "საკუთარი სამფლობელოს" გაფართოებას და ჯიბის კიდევ უფრო შესქელებას ისევ ქორწინების ხერხით ცდილობენ. მაგალითად, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის პოპულარობა პოპ-ჯგუფ შპიცე Gირლს-ის მომღერალ ვიქტორია ადამსზე დაქორწინების შემდეგ გაორმაგდა. დღევანდელ ცხოვრებაში კი პოპულარობა სარფიანი სარეკლამო კონტრაქტების გარანტიაა. ბექჰემი, როგორც ჩვენში იტყვიან, ოჯახის კაცი გამოდგა და სახელის მოხვეჭას დამატებითი ინტრიგებით ნაკლებად ცდილობს. მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდო კი როგორც მოედანზე გამოირჩევა ექსტრავაგანტულობით, ასევე სასიყვარულო ფრონტზეა დაუოკებელი... ძნელი სათქმელია, განგებ აკეთებს თუ არა, მაგრამ ფაქტია - კრიშტიანო სასიყვარულო სკანდალებით კიდევ უფრო ცნობილი სახე გახდა.

ბოლო სასიყვარულო ამბავი იტალიელ "დონას", ნიკოლე მინეტის უკავშირდება, რომელიც ყოფილი მოდელი, ამჟამად კი ლომბარდიის პარლამენტის დეპუტატი და დიპლომიანი სტომატოლოგია. სხვათა შორის, "დონა ნიკოლი" იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის "ახლობელია" და მისთვის არაერთი გასართობი საღამო მოუწყვია, რომლებზეც დონ სილვიო უამრავ ლამაზმანს იწვევდა.

ჰოდა, 2012 წლის დეკემბერში ნიკოლე მინეტის რონალდო მადრიდში შეხვედრია, პირველ დღეს ერთად უვახშმიათ, მეორე დღეს ქალაქში საყიდლებზე გაუვლიათ, ხოლო მესამე დღეს უფრო რომანტიკულ სიტუაციაში - იტალიელის ოთახში, "შამპანურების" გარემოცვაში რონალდო შუაღამემდე გაჩერებულა.

ამასობაში ირინა შეიკი მაიამიში ისვენებდა... ალბათ იკითხავთ: - ვინ არის ირინა? მოგახსენებთ: იგი რუსეთიდანაა, კერძოდ სათათრეთიდან - ირინა შაიხისლამოვა. კრიშტიანო რონალდოს ორიოდე წლის წინ სარეკლამო კლიპის გადაღებისას შეხვდა და მას მერე პორტუგალიელი ფეხბურთელი წვეულებებზე გვერდიდან არ იშორებს. უცხოური სააგენტოები იმასაც იუწყებოდნენ, რომ მათი ქორწილი 2012 წლის 12 ივლისს რონალდოს მშობლიურ მადეირაზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, წყვილმა შეუღლება გადადო.

რუს მოდელ ირინას ფეხბურთელის იტალიელ ლედისთან შეხვედრის შესახებ საქვეყნოდ კომენტარი არ გაუკეთებია (არავინ იცის, რა დღე დააწია პირადი შეხვედრისას), სამაგიეროდ, თავად ნიკოლე მინეტიმ იტალიური ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "რონალდოს საყვარლად არ ვისურვებდი, იგი საწოლში ჩავარდა. მინდა, რომ ჩემი მომდევნო ბოიფრენდი ლამაზი ნეაპოლელი იყოს".

თავის მხრივ, მასთან შეხვედრა კრიშტიანო რონლდომ უარყო. ფეხბურთელი ამას წინათ ფიფა-ს მიერ ორგანიზებულ 2012 წლის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე ირინა შეიკთან ერთად გამოცხადდა. ასე რომ, ყველაფერი წეს-რიგშია.
უნდა გავიხსენოთ, რომ გასულ წელს პორტუგალიელი სპორტსმენი ერთ არანაკლებ ხმაურიან სკანდალში გაეხვა. აგვისტოს ბოლოს იგი პაპარაცებმა სამშობლოში, ღამის კლუბში დააფიქსირეს, სადაც ძველი ნაცნობის, მსახიობისა და ტელეწამყვანის რიტა პერეირას კამპანიაში ერთობოდა. მაშინ ირინა შეიკმა თქვა, რომ კრიშტიანოსთან კავშირის გაწყვეტას აპირებდა, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ისინი დღესაც ერთად არიან.

კიდევ უფრო ადრე, რუსმა ლამაზმანმა კიდევ უფრო საინტერესო კომენტარი გააკეთა: მზად ვარ კრიშტიანოს ვაჟი საკუთარი შვილივით გავზარდოო. ეს მორიგი საიდუმლოებით მოცული ისტორიაა. საქმე ისაა, რომ რონალდოს მართლაც ჰყავს მცირეწლოვანი ვაჟი, რომელსაც ფეხბურთელის დედა და და ზრდიან. ამ ამბის შესახებ კრიშტიანომ "ფეისბუქზე" დაწერა: "მამა გავხდი. ვაჟის დედას არ
სურს, მისი ვინაობა საზოგადოებამ გაიგოს. ამიტომ, მეც არაფერს ვიტყვი. ბავშვი ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ გაიზრდება".

უმალ გაჩნდა კითხვა: ვინ არის ფეხბურთელის შვილის დედა? როგორც საზღვარგარეთული მედიასაშუალებები წერენ, შეიკს მუცელი არ დამჩნევია... პორტუგალიურ გაზეთ "დიარიო დე ნოტიციასს" გადავხედოთ: "კრიშტიანოს და ამტკიცებს, რომ ბავშვი ამერიკაში, სან დიეგოს კლინიკაში 17 ივნისს დაიბადა (2010 წელს). ჩვენი ინფორმაციით, პატარის დედა ამერიკელი სტუდენტია." ბრიტანული გაზეთი "სანი" კი ამტკიცებს, რომ რონალდომ მას შვილის გაჩენის სანაცვლოდ 20 მილიონი დოლარი გადაუხადა. ეს თანხა ფეხბურთელმა ამერიკელის ანგარიშზე 5 ივლისს გადარიცხა.

მოკლედ, ჩვენი პუბლიკაციის გმირი როგორი მოუსვენარიც საფეხბურთო სტადიონზეა, ისევეა მოედნის მიღმა. წელიწადი არ დაწყებულა და რონალდოს უკვე ხუთი გოლი აქვს გატანილი (ორ მატჩში).

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"ვერ ვიტყვი, რომ ჯობავამ თბილისის ტურნირი ჩააგდო, მაგრამ უკეთ გამოსვლა ნამდვილად შეეძლო!"
დაწვრილებით...
ესპანეთი 13:26 საქართველო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მადრიდშიც ძალიან გაუჭირდა. გაუჭირდა, მაგრამ რაც მთავარია, მოიგო და 14 მარტს რუსეთთან გასამართ მატჩს ჯგუფის ლიდერის რანგში ხვდება.
დაწვრილებით...
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდო­ების შემდეგ, თავისი წილი "ოსკარები" საქართველოს საავტომობილო სამყარომაც ჩამოარიგა - გასულ კვირას "ოქროს საჭე-2014"-ის გამარჯვებული ავტომანქანები და წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს!
დაწვრილებით...
შოთა არველაძე კიდევ ერთ ქართველს აკვირდება

"სადაც ფიზიკურად უჭირს, ლაშას იქ ორიენტაციის კარგი უნარი, საფეხბურთო ინტელექტი ეხმარება"

"აჩი ქინქლაძესავით ნიჭიერი იყო, ოღონდ - მემარჯვენე! პროფესიონალიზმით კი გიოს ბევრად სჯობდა. ქინქი ცოტათი ზარმაცი იყო..."
დაწვრილებით...
"ადრიანა ლიმა პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიშობს"
დაწვრილებით...
- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში თამაშზე! უფლის წყალობით, ორივე ოცნება ამიხდა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ!
დაწვრილებით...
"კაზინოებში სიარულმა ბევრი რამ დამაკლო... ეს ჩემს ყველაზე დიდი მინუსად მიმაჩნია"

"ევროპაში ნანახის შემდეგ, მრცხვენია, როცა ვხედავ, როგორ უდგებიან საქართველოში ფეხბურთსა და ფეხბურთელებს!"

"დრო გვიჩვენებს, რომ თემურ ქეცბაია ბევრ რამეში მართალი იყო!"
დაწვრილებით...
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" (ევროპის ერთა თასს ახლა ასე ჰქვია. - ავტ.) პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "ა" დივიზიონის აუტსაიდერ გერმანიას ესტუმრა და 64:8 გაიმარჯვა.
დაწვრილებით...
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ საფეხბურთო ნიჭით გამორჩეული არ გეგონოთ - პოლიგლოტიც ყოფილა! "პარი სენ ჟერმენის" შვედი ფორვარდი, რომელსაც პსჟ-მდე ჰოლანდიურ "აიაქსში", იტალიურ "იუვენტუსში", "ინტერსა და "მილანში", ასევე ესპანურ "ბარსელონაში" უთამაშია, თავისუფლად ლაპარაკობს შვედურ, ბოსნიურ (ზლატანი წარმოშობით სწორედ ბოსნიიდან არის. - ავტ.), ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე!
დაწვრილებით...
1-ოთახიანი, 34 კვ.მ. მ"სამგორიდან" 5-6
ქირავდება დღიურად, პეკინზე, გათბობით, ავეჯით.
ძალიან იაფად! აღმაშენებელზე,
სასწრაფოდ ფასდაკლება 35% . კორპუსი