ქართველი ფანები "პაცნებივით" იქცეოდნენ - რატომ დაერივნენ "დინამოსა" და "შირაქის" ფანები ერთმანეთს?
ორიოდე დღის წინ, თბილისის "დინამოსა" და ერევნის "შირაქს" შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს გულშემატკივართა შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სომეხი ფანები ამტკიცებენ, რომ ქართველებმა მათი პროვოცირება სცადეს, ქართველები კი ირწმუნებიან, რომ სომხები მთელი მატჩის განმავლობაში "რასია! რასია!"-ს სკანდირებდნენ.
სომხური "არმსპორტი" "შირაქის" ერთ-ერთ გულშემატკივართან მოკლე ინტერვიუს აქვეყნებს.
არტურ მელიქიანი:
"ამხანაგური თამაშის დროს წესით გულშემატკივრები ნაკლებად დაძაბულები უნდა იყვნენ, მით უმეტეს რომ მატჩი ფრედ დამთავრდა, მაგრამ... ქართველმა გულშემატკივრებმა აქაც "მოახერხეს" პოლიტიკური ქვეტექსტის პოვნა. ჩვენ ჩვენს საბრძოლო შეძახილს "ტა-სი-ბოვ!(მიდით!)" ვსკანდირებდით, ქართველებს კი ეს "რასია! რასია!"-დ ჩაესმათ. საპასუხოდ "აზერბაიჯანი!"-ს ყვირილი დაიწყეს. ყველა ჩემი მეგობარი, ვინც სტადიონზე იყო, დამიმოწმებს რომ სწორედ ასე მოხდა ყველაფერი. კურიოზული სიტუაცია იყო, ამის შემდეგ კი ჩხუბი ატყდა. თუმცა ჩხუბი ზუსტად არ ასახავს იმას, რაც მოხდა: ქართველები ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდნენ, ჩვენ კი არ ავყვევით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საპასუხოდ ერთი-ორი ლუდის ცარიელი ბოთლი ვესროლეთ.
"დინამოს" გულშემატკივრების საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, "პაცნური" იყო, პოლიციამ კი ვერ შეძლო მათი თვითნებობის აღკვეთა. მაქსიმუმი, რაც გააკეთეს იყო ის, რომ სასწრაფოდ გაგვარიდეს იქაურობას. სამართლიანობის გულისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციელები ჩვენს უსაფრთხოებას ქალაქის საზღვრებამდე იცავდნენ.