პა-სპორტი - ირაკლი აბუსერიძე
პა-სპორტი - ირაკლი აბუსერიძე
05-08-2013
- მორაგბე რომ არა, ვინ იქნებოდი?
- ფეხბურთელი...

- სპორტსმენობა პატარაობიდანვე გინდოდა?
- არა, ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი. :)

- რაგბიში როგორ მოხვდი?
- მეგობრების რჩევით ვცადე... მომეწონა, ვნახე, რომ რაღაც გამომდიოდა და დავრჩი... :)

- რაგბის გარდა რა გიყვარს?
- ფეხბურთი.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- ტყუილი!

- რას ნანობ? კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
- ყველაზე მეტად გული 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიასთან წაგების (საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში - 10:14 დამარცხდა. - ავტ.) გამო მწყდება... რას შევცვლიდი? უფრო მეტ წარმატებას მოვუტანდი ჩემს სამშობლოს...

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- 2003 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი: საქართველო-რუსეთი 17:13!

- კარიერის ყველაზე ემოციური ეპიზოდი...
- ასეთი ბევრი იყო, მაგრამ განსაკუთრებულად ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული ბოლო მატჩი მახსოვს...

- საოცნებო კლუბი...

- "ტულუზი"!

- ყველაზე უცნაური რა თვისება გაქვს?
- არ მაქვს უცნაური თვისებები... :))

- ნივთი ან აქსესუარი, რის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- საფულე და მობილური ტელეფონი. :)

- სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- სიტყვების ამოჩემება არ მახასიათებს. :)

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მომღერალი...
- ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", ფილმებიდან - "ნათლია", მომღერლებიდან კი ბევრი მომწონს  და რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება.

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...
- "თბილისო"...

- საყვარელი კერძი და სასმელი...
- მიყვარს საცივი და ბაჟე. თუ დალევა მიწევს, არაყს და ვისკის ვამჯობინებ...

- ქართული ღვინო სჯობს თუ ფრანგული?
- ფრანგული ღვინო ნაკლებად ტანინიანია, ამიტომაც, დასალევად იქაური სჯობს...

- ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რაც გიჭამია...
- რვაფეხა და ბაყაყი. :))

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- საქართველო, რადგან ჩემი ოჯახი და ყველა ახლობელი აქ ცხოვრობს...

- იდეალური ქალი შენთვის არის...
- ჩემი მეუღლე!

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა შენზე...
- მამაჩემი!

- საყვარელი სპორტსმენი...
- მარადონა!

- შინაური ცხოველები თუ გიყვარს?
- დიახ და მყავს კიდეც ყაზბეგური ნაგაზი...

-
სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- საკმაოდ ხშირად.

- მხოლოდ ეს ერთი მეტსახელი გაქვს?
- დიახ, ყველანი აბუს მეძახიან... :)

- ყველაზე უცნაური ჭორი, რაც შენზე გაგიგია...

- რომ თურმე კლუბში სულ სათადარიგო ვიყავი და არასდროს მათამაშებდნენ. :)))

- რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
- მიზანდასახულობა და ძალიან ბევრი შრომა!

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ყველაფერი კარგად იქნება!
goga
05 აგვისტო 2013 14:51
გაიხარე ირაკლი მართლაც ღირსეული კაპიტანი იყავი,რაც შენ და ნაკრების ბიჭებმა სიხარული და მოგებები მოგვიტანეთ ღმერთმა სულ ეგრე გამარჯვებულები გატაროთ. თქვენ იყავიტ საქართველოს სახეები და ხართ, იმიტომ ხართ მაგარი კაცები!
სხვა სიახლეები
"როცა ახალი მწვრთნელი პირველივე მატჩში გენდობა და ძირითად შემადგენლობაში გაძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას, საკუთარ თავსაც უნდა აჯობო და ბოლომდე დაიხარჯო!"

"სანამ კახა ცხადაძესთან დაკავშირებით საბოლოოდ არ გაირკვა ყველაფერი, ვაისთან არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია - არც დეკემბერში და არც იანვარში!"
დაწვრილებით...
ევ­რო­პის წლე­ვან­დე­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი პის­ტო­ლე­ტი­დან სრო­ლა­ში უნ­გ­რე­თის პა­ტა­რა ქა­ლაქ გი­ორ­ში გა­ი­მარ­თა. ეს შე­ჯიბ­რე­ბა ბო­ლო იყო, სა­დაც ამ სა­ხე­ო­ბა­ში რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ლი­ცენ­ზი­ე­ბი თა­მაშ­დე­ბო­და. თა­ვა­დაც ხვდე­ბით, რამ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლა იქ­ნე­ბო­და კონ­ტი­ნენ­ტის სა­უ­კე­თე­სო სნა­ი­პე­რე­ბის­თ­ვის საგ­ზუ­რე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.
დაწვრილებით...
“ყველას შეუძლია კარგ ფიზიკურ ფორმას მიაღწიოს. ამისთვის პირველ რიგში უნდა დაისახოს მიზანი და დაიწყოს მომზადება".
დაწვრილებით...
იცოდე, რომ საფეხბურთო ციებ-ცხელება საქართველოში ივნისს არ დაუცდის...

მერე რა, რომ საფრანგეთში ვერ მიდიხარ? საქართველოშიც შეგიძლია "პატარა საფრანგეთის" მოწყობა: შეიძინე გზამკვლევი, გაეცანი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ყველა სტადიონს, გუნდსა და ფეხბურთელს, გაალამაზე ალბომი უმაღლესი ხარისხით ნაბეჭდი სტიკერებით და მიიღე ევროპის ჩემპიონი ნაკრების მაისური!
დაწვრილებით...
"ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი და ფულთან დაკავშირებული სპეკულაციებიც თამაში გახლდათ"

"ვაისის ხელფასი და ჩემი კომპენსაცია იმდენივე გამოდის, რაზეც თანახმა ვიყავი!"
დაწვრილებით...
"ცხოვრება გრძელდება. თამაშიც უნდა გავაგრძელო"
დაწვრილებით...
"ომისა და სიღარიბის წლებმა ძალიან ბევრი ქართველი შეცვალა, მაგრამ უმეტესობამ მაინც შეინარჩუნა ღირსება. ჯერ კიდევ შეგვიძლია გაჭირვებულისთვის ხელის გამართვა, ერთმანეთის გვერდით დგომა..."

"სტუმარს თავი არ უნდა მოაბეზრო, თუ მოეწონა - თვითონ გეტყვის"

"უცხოელების უმეტესობამ არ იცის, რომ საქართველო ღვინის და ვაზის სამშობლოა! ძლივს იჯერებენ ხოლმე და ვეუბნები, ჩემი თუ არ გჯერათ, "ვიკიპედიაში" ნახეთ-მეთქი"
დაწვრილებით...
"სილამაზესა და შესრულების ხარისხზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შთამბეჭდავია მისი გოლების რაოდენობაც - 425 გოლი 752 მატჩში!"
დაწვრილებით...
გასულ კვირას გამართული თბილისის გრან-პრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებში მორიგი გაუთვალისწინებელი ცვლილება მოხდა,
დაწვრილებით...
"კუნთი მქონდა გაწყვეტილი, მაგრამ ნაკრების ექიმს ვთხოვე, მწვრთნელისთვის დაემალა ჩემი ტრავმის ამბავი"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ იყიდება დუპლექსი პანკისის ქუჩაზე,
სასწარაფოდ! ქირავდება ფართი ჯანაშიას ქუჩაზე.
2-ოთახიანი, 62 კვ.მ. + 90კვმ
ფართი მდებარეობს სანაპიროზე, გალაქტიონის ხიდის
მამულ-დედული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები