ტოკიოში ჩატარებული წლის პირველი სუპერტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა 22 წლის თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) და სუმოს რანგით მეორე დივიზიონის -ძურიოს ჩემპიონი გახდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მარტის ბაშოზე ის უკვე უმაღლეს - მაკუუჩის დივიზიონში იჭიდავებს. გაგამარუმ 15 ორთაბრძოლიდან 12 მოიგო და დივიზიონის ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. ბოლო ტურის წინ თემურის უახლოესმა მდევარმა საკაიზავამ წაიფორხილა, გაგამარუმ კი დარჩენილი ორი შეხვედრა მოიგო და ძურიოს დივიზიონში მოჭიდავეთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა.
სამწუხაროდ, დიდია შანსი, მაკუუჩის დივიზიონში დაწინაურებულ გაგამარუს იქ თანამემამულეები აღარც დახვდნენ. ტოჩინოშინმაც (ლევან გორგაძე) და კოკაიმაც (ლევან ცაგურია) ტოკიოს ბაშო 5-10 ბალანსით დაასრულეს და რანგში დაქვეითება არ ასცდებათ. თუ ტოჩინოშინის ცუდ გამოსვლას ობიექტური მიზეზი აქვს (გორგაძემ მხრის ტრავმა ტურნირის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მიიღო და ბაშოს ბოლომდე ტრავმირებული ჭიდაობდა), პირველი ევროპელი სუმოისტის - კოკაისგან მეტს ველოდით. ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენით დააქვეითებენ წოდებაში ცაგურიასა და გორგაძეს.












ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩებიც ჩაგრიალდა. საქართველოს ღირსებას რუსთავის "ოლიმპი" იცავდა და გახსოვთ, როგორ წააგო პირველი შეხვედრა სტუმრად ყაზახეთის "აკტობესთან" - 0:2.
ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, 17 წლის ჯანო ანანიძეზე, აჟიოტაჟი არ ცხრება და უნდა ითქვას, რომ ამ აჟიოტაჟით, როგორც ხშირად სჩვევიათ ქართველებს, ცოტა ნაადრევად ვკრავთ ჭერში ქუდებს. ჩვენ ორი უკიდურესობის ხალხი ვართ.
სპორტის მოყვარულები მას კარგად იცნობენ, რადგან საფეხბურთო და საჩოგბურთო მატჩებისას ხშირად ექცევა მოვლენების ეპიცენტრში. წელს უკვე რამდენჯერმე ისახელა თავი.
რამდენიმე დღის შემდეგ შოტლანდიელი რიჩარდ (რიჩი) დიქსონი ოფიციალურად დაინიშნება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
თქვენი არ ვიცი და, ჩემი აზრით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პოპულარული... რვაფეხა პაული გახლდათ! შეგახსენებთ, ობერჰაუზენის ოკეანერიუმში მცხოვრებმა რვაფეხამ წლევანდელ მუნდიალზე გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი წინასწარ გამოიცნო.
სომხეთის საკურორტო ქალაქ ჯერმუკში ჩატარებული ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპი შესანიშნავი შედეგით დაასრულა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ. ქართველმა მოჭადრაკემ 11 მატჩიდან 7 მოიგო, 4 ყაიმით დაამთავრა და პირველობა არავის დაუთმო.
ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში არასდროს უთამაშიათ. წლევანდელი მუნდიალის სატურნირო ბადემ ისე ინება, ეს ორი გუნდი ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე ერთმანეთს არ უნდა შეხვედროდა და სამწუხაროდ, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივართათვის საოცნებო სამხრეთამერიკული ფინალი აღარც "გვემუქრება".
ევროპის ჩემპიონმა და მუნდიალის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა მერვედფინალის საგზური მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდა, საფრანგეთის ნაკრები მანამდე "ჩაიძირა", მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა - იტალიის ნაკრებმა კი იმდენი მოახერხა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
უკვე ათი დღეა, სამხრეთი აფრიკა უზარმაზარ სკასავით ზუზუნებს. ვუვუზელას ყურისწამღები ჭყვიტინის გარდა, ამ ალიაქოთში მთელი მსოფლიოდან ჩასულ ასიათასობით გულშემატკივარსაც შეაქვს წვლილი.













ეს სარკაზმი არ გეგონოტ, მე მართლა მაინტერესებს და, იქნებ, პასუხიც გამცეს ვინმემ-ამ მოჭიდავეთა უცნაური სახელები სუმოს წესების გამოვლენაა თუ იაპონური შოვინიზმის?