ADIOS AMIGO! - კვირის პალიტრა

ADIOS AMIGO!

"მხოლოდ ერთი მივიდა "ივერიელებთან" და მთელი შეკრების განმავლობაში ყურადღება არ მოუკლია. გვერდში ედგა როგორც შეეძლო… შეიძლება ერთი-ორს ფინასურადაც გაუმართა ხელი"
"ჰო, მართლა, იმ ფეხბურთელს თემური ერქვა და გვარად ქეცბაია იყო"

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ლადო გოგოლაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "1993 წელს ხაშურის "ივერია" კვიპროსში იყო შეკრებაზე. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი შეკრება იყო. მოგეხსენებათ, რა პერიოდია და მაშინ საზღვარგარეთული შეკრებები იშვიათი იყო, მაგრამ "ივერიამ" კარგი ხალხის ძალისხმევით ეს მოახერხა. მოკლედ, ჩავიდნენ ბიჭები იქ. ამ პერიოდში კვიპროსში საკმაოდ ბევრი ქართველი ფეხბურთელი იყო სათამაშოდ წასული, თუმცა რატომღაც თითქმის არც ერთს აღმოაჩნდა სურვილი, რომ ქართველი ფეხბურთელები ენახა. მხოლოდ ერთი მივიდა "ივერიელებთან" და მთელი შეკრების განმავლობაში ყურადღება არ მოუკლია. გვერდში ედგა როგორც შეეძლო. იქაური რესტორნების გემოც დააჭაშნიკებინა და სხვა მხრივაც თან გადყვა. შეიძლება ერთი-ორს ფინანსურადაც გაუმართა ხელი. სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია. მერე ბიჭები წამოვიდნენ, ასეთი იყო ხაშურის "ივერიის" პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ევროპული ვოიაჟი.

ჰო, მართლა იმ ფეხბურთელს თემური ერქვა და გვარად ქეცბაია იყო."

ADIOS AMIGO!