რატომ გამოაგდეს ქართველი მოჭადრაკე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან?! - კვირის პალიტრა

რატომ გამოაგდეს ქართველი მოჭადრაკე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან?!

ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააგდეს. გარდა ამისა, ნიგალიძეს 15-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიგალიძე სომეხ მოჭადრაკეს ტიგრან პეტროსიანს ეთამაშებოდა, სწორედ მან იეჭვა, რატომ გადიოდა ქართველი მოჭადრაკე ხშირად ტუალეტში. ეს ეჭვი პეტროსიანმა მსაჯებს გაუზიარა და მეტოქისთვის თვალის დევნება სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ნიგალიძეს ტუალეტში მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული და ერთ-ერთი საჭადრაკო პროგრამის დახმარებით სავარაუდო სვლებს ამოწმებდა. ნიგალიძე ერთსა და იმავე კაბინაში შედიოდა. კაბინის შემოწმების შემდეგ კი ტუალეტის ქაღალდში გახვეული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

ნიგალიძის თქმით, მობილური ტელეფონი მას არ ეკუთვნოდა, თუმცა სოციალურ ქსელში მისი სახელით იყო შესული და ასევე, მის სათამაშო პარტიას ერთ-ერთი ჭადრაკის პროგრამა აანალიზებდა.

გაიოზ ნიგალიძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონია.

"სპორტალი"