ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
08-02-2010
დიდება-შვილითაც და მის გარეშეც...
დიდება-შვილითაც და მის გარეშეც... საქართველო 77:3 გერმანია

11 ლელო, ამდენივე გარდასახვა და 77 ქულა სამის წინააღმდეგ - ასე დაიწყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშების მეორე წრე. ტიმ ლეინის შეგირდებმა გერმანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და 77:3 გაიმარჯვეს. გერმანია გათამაშების აუტსაიდერი კი არის, მაგრამ არა გვგონია, ქართველ ქომაგთაგან ვინმე შედეგით უკმაყოფილო იყოს.

მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული გუნდი მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, მთავარი მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობდა და არც ამინდმა შეუწყო ხელი. ტიმ ლეინზე აქამდეც ვთქვით - ნაკრების თავკაცს მამა გარდაეცვალა და თბილისში მხოლოდ თამაშის  წინ ჩამოვიდა. რაც შეეხება ამინდს, მატჩის დღეს თბილისში ისე მოთოვა, მოედნის გასაწმენდად, შესაბამის სამსახურს გვარიანი ოფლის ღვრა მოუხდა და შეხვედრის დაწყების დრომაც ერთი საათით გადაიწია.

თავად შეხვედრაზე სალაპარაკო ბევრი არაფერია. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, ვისი ჩათვლის მოედანი უფრო იყო ატალახებული. მხოლოდ ლელოს ავტორებს ჩამოგითვლით: ორ-ორჯერ გამოიჩინეს თავი გია ნემსაძემ, ირაკლი მაჩხანელმა და ბიძინა სამხარაძემ, თითოჯერ თედო ზიბზიბაძემ და ბესო უდესიანმა. ერთხელ საჯარიმო ლელო დავდეთ, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი მერაბ კვირიკაშვილი გახდა 32 ქულით: "მეკომ" ორი ლელო გაიტანა და 11 გარდასახვიდან ყველა ზუსტად შეასრულა!

გერმანიის ნაკრები ჯერ ისედაც მაჩანჩალაა და თბილისს მთლად დასუსტებული ეწვია. ამ ქვეყანაში რაგბი ნახევრად სამოყვარულო დონეზეა, მოთამაშეთა უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ და რაკი თებერვალი გამოცდების თვეა, მორაგბეთა უმრავლესობამ საქართველოში გამომგზავრებას წიგნებში თავის ჩარგვა არჩია. თუმცა, ალემანებს ყველა უძლიერესიც რომ ჰყოლოდათ, ბევრს ვერაფერს შეცვლიდნენ და ამის დასტურად პირველ წრეში, ჰაიდელბერგში ჩატარებული მატჩიც გამოდგება - მაშინ ბორჯღალოსნებმა 38:5 იმარჯვეს.

ჰო, მატჩის ერთადერთი ინტრიგაც ჰაიდელბერგს უკავშირდება - სწორედ ამ ქალაქის კლუბის, "ნოიენჰაიმის" ღირსებას იცავს გერმანიის ნაკრების მესამეხაზელი შალვა დიდებაშვილი. თბილისში დაბადებულ-გაზრდილი დიდებაშვილი თავის დროზე "აკადემიის", "ყოჩებისა" და "ხულიგანას" ღირსებას იცავდა, 2003 წელს კი გერმანიაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად და ჯერ "ნოიენჰაიმში" მოხვდა და ახლა გერმანიის ნაკრებშია.

შალვა დღემდე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, გერმანული კანონების თანახმად, ლეგიონერს, რომელიც მინიმუმ სამ წელს გაატარებს ადგილობრივ კლუბში, გერმანიის ნაკრებში თამაშის უფლება ეძლევა და... ბედის ირონიით, ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა შალვა დიდებაშვილმა მშობლიური ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. "იმედია, მოღალატედ არ ჩამთვლიან, მე კი შევეცდები, საქართველოს ეროვნული ჰიმნისას ყელს მობჯენილი ცრემლი არ შევიმჩნიო" - თქვა მატჩამდე დიდებაშვილმა... ასეც იყო, თამაშის შემდეგ კი თავისიანებმა "მამლუქი" ისე მძლავრად ჩაიკრეს გულში, ცრემლის შეკავება მართლა გაუჭირდებოდა...

გერმანიის ნაკრები მოთელვა იყო. მთავარი ბრძოლა ჩვენებს 13 თებერვალს, პორტუგალიაში ელით ადგილობრივ "მგლებთან". და თუ პირინეზე გავიმარჯვეთ, 27-ში, ესპანელ ლომებსაც ავაღრიალებთ და მსოფლიო თასის საგზურს ვეღარავინ შეგვეცილება. შესაბამისად, მარტში რუმინელებისა და რუსების დამარცხება მხოლოდ პრინციპის ამბავიღა იქნება...

P.S. იმავე დღეს, სოჭში რუსეთმა პორტუგალიას 14:10 მოუგო.

pretextat
13 თებერვალი 2010 12:36
try, try Georgia!
barnaba
08 თებერვალი 2010 15:03
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო,ამ მორაგბეების გამარჯვებიდან ისეთი დადებითი ტალღა მოდის ,რომ ერთბაშად გჯერა,რომ იმ ჩვენი სახელოვანი წინაპრების შთამომავლები ვართ,რომელნიც ხმალს წარმატებით იქნევდნენ დიდგორზე თუ ხრესილის ბრძოლის ველებზე.ეს ერთი და სხვა ათასი.
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩებიც ჩაგრიალდა. საქართველოს ღირსებას რუსთავის "ოლიმპი" იცავდა და გახსოვთ, როგორ წააგო პირველი შეხვედრა სტუმრად ყაზახეთის "აკტობესთან" - 0:2.
KvirisPalitra.Ge ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, 17 წლის ჯანო ანანიძეზე, აჟიოტაჟი არ ცხრება და უნდა ითქვას, რომ ამ აჟიოტაჟით, როგორც ხშირად სჩვევიათ ქართველებს, ცოტა ნაადრევად ვკრავთ ჭერში ქუდებს. ჩვენ ორი უკიდურესობის ხალხი ვართ.
KvirisPalitra.Ge სპორტის მოყვარულები მას კარგად იცნობენ, რადგან საფეხბურთო და საჩოგბურთო მატჩებისას ხშირად ექცევა მოვლენების ეპიცენტრში. წელს უკვე რამდენჯერმე ისახელა თავი.
KvirisPalitra.Ge რამდენიმე დღის შემდეგ შოტლანდიელი რიჩარდ (რიჩი) დიქსონი ოფიციალურად დაინიშნება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
როცა გაზეთის წინა ნომერში ვწერდით - "ევროპის ლიგის გეშინოდეთ, ხალხო!", ნამდვილად ვერ წამოვიდგენდით, ეს ახალშექმნილი ევროტურნირი მართლა ასეთი "საშიში" თუ გამოდგებოდა ჩვენთვის...
KvirisPalitra.Ge თქვენი არ ვიცი და, ჩემი აზრით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პოპულარული... რვაფეხა პაული გახლდათ! შეგახსენებთ, ობერჰაუზენის ოკეანერიუმში მცხოვრებმა რვაფეხამ წლევანდელ მუნდიალზე გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი წინასწარ გამოიცნო.
KvirisPalitra.Ge სომხეთის საკურორტო ქალაქ ჯერმუკში ჩატარებული ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპი შესანიშნავი შედეგით დაასრულა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ. ქართველმა მოჭადრაკემ 11 მატჩიდან 7 მოიგო, 4 ყაიმით დაამთავრა და პირველობა არავის დაუთმო.
KvirisPalitra.Ge ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში არასდროს უთამაშიათ. წლევანდელი მუნდიალის სატურნირო ბადემ ისე ინება, ეს ორი გუნდი ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე ერთმანეთს არ უნდა შეხვედროდა და სამწუხაროდ, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივართათვის საოცნებო სამხრეთამერიკული ფინალი აღარც "გვემუქრება".
KvirisPalitra.Ge ევროპის ჩემპიონმა და მუნდიალის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა მერვედფინალის საგზური მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდა, საფრანგეთის ნაკრები მანამდე "ჩაიძირა", მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა - იტალიის ნაკრებმა კი იმდენი მოახერხა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
KvirisPalitra.Ge უკვე ათი დღეა, სამხრეთი აფრიკა უზარმაზარ სკასავით ზუზუნებს. ვუვუზელას ყურისწამღები ჭყვიტინის გარდა, ამ ალიაქოთში მთელი მსოფლიოდან ჩასულ ასიათასობით გულშემატკივარსაც შეაქვს წვლილი.