"სანდროს პროფესიონალიზმი აუთვისებელი არ დარჩება, აი, მაშინ იკბინონ იდაყვზე." - სანდრო ცნობილაძე სამსახურიდან გაუშვეს - კვირის პალიტრა

"სანდროს პროფესიონალიზმი აუთვისებელი არ დარჩება, აი, მაშინ იკბინონ იდაყვზე." - სანდრო ცნობილაძე სამსახურიდან გაუშვეს

სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაუშვეს.

Sportall.ge-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სანდრო ცნობილაძემ 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟისას შეცდომა დაუშვა. მას საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების თამაშის დროს, პირველი გოლის ეპიზოდში სტუმარი და მასპინძელი ფეხბურთელები ერთმანეთში აერია. (იხილეთ ეპიზოდი)

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობამ აღნიშნულ საკითხზე დღეს იმსჯელა და ცნობილაძის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო." - იტყობინება სპორტული ვებპორტალი Sportall.ge.

„ფეისბუქში“ გაჩნდა ჯგუფი, სახელად: სოლიდარობა სანდრო ცნობილაძეს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები მომხდარს აპროტესტებენ. მაგალითად, პარლამენტარი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე წერს: „ერთი სული ჰქონდათ, რამე საბაბი ეპოვნათ. პატარა ადამიანები! დარწმუნებული ვარ, სანდროს პროფესიონალიზმი აუთვისებელი არ დარჩება. აი მაშინ იკბინონ იდაყვზე.“