უეფას ულტიმატუმი - რას იზამს biletebi.ge?! - კვირის პალიტრა

უეფას ულტიმატუმი - რას იზამს biletebi.ge?!

უეფამ biletebi.ge-ს პრობლემის აღმოსაფხვრელად 48 საათი მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, მომდევნო 48 საათის განმავლობაში სუპერთასის ბილეთები არ გაიყიდება. სიჭინავას განმარტებით, 25 ივნისს 17:30 საათზე იქნება მორიგი კონსულტაცია უეფასთან, რომლის დროსაც შეფასდება, აღმოფხვრა თუ არა biletebi.ge-მ პრობლემები.

სიჭინავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ფედერაცია და უეფა გადავლენ გეგმა B-ზე, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ საუბრობს, თუ რას ითვალისწინებს გეგმა B.

სიჭინავას თქმით, biletebi.ge-ს პრობლემის აღმოფხვრაში უეფას მიერ შეთავაზებული ამერიკული კომპანია დაეხმარება.

"ინტერპრესნიუსი"

წაიკითხეთ ასევე: არის თუ არა ეს ბილეთი?! - არა, ეს ისტერიული "რეფრეშია"