ქართველი ძიუდოისტი გოგონების ტრიუმფი - კვირის პალიტრა

ქართველი ძიუდოისტი გოგონების ტრიუმფი

ქართველი ძიუდოისტი გოგონების ტრიუმფით აღიბეჭდა 30 ივლისი თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ჯერ იყო და მზია ბებოშვილი გახდა ევროპის ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული. მან 52 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელი ილსე ბურენი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუს ნასიმა იბრაგიმოვას სძლია.  მალევე თანაგუნდელის წარმატებული შედეგი გაიმეორა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). მან ფინალურ დაპირისპირებაში პოლონელი ანა დაბროვსკას იპონით მოუგო და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი გახდა. ამ დროისთვის, ქართველ სპორტსმენებს 3 ოქრო და 4 ბრინჯაო აქვთ მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ ყველა მედალი ძიუდოისტებმა მოიპოვეს

მზია ბებოშვილის ფინალური შერკინების კადრი ეთერ ლიპარტელიანის ბრძოლა გამარჯვებისთვის