"საშიშები სულაც არ ვართ" - რას ფიქრობენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მაკიაჟზე ძიუდოისტი "ოქროს" გოგონები - კვირის პალიტრა

"საშიშები სულაც არ ვართ" - რას ფიქრობენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მაკიაჟზე ძიუდოისტი "ოქროს" გოგონები

"ასპარეზობისთვის 20-წუთიანი დროა გამოყოფილი, მე კი 9 წამში სუფთად გავიმარჯვე. ზოგიერთმა გულშემატკივრებმა გაანალიზებაც ვერ მოასწრეს, თუ რა მოხდა. ტაში შედარებით გვიან გაისმა."

"წინა დღეს მე და მზიკომ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ გავიმარჯვებდით. ერთ ოთახშო ვცხოვრობთ და დავთქვით, რომ ჩვენი ოთახის კედელზე აუცლებლად 2 მედალი უნდა ჩამოგვეკიდა. როგორც ხედავთ, პირობა შევასრულეთ. ამით ბედნიერი ვარ."

დიდი ხნის წინ, ერთ სოფელში ორი გოგონა ცხოვრობდა. ორივეს მარინე ერქვა, ორივე ფერაძე და ორივე სოციალისტური შრომის გმირი იყო. ამჯერად სხვა ორ გოგონაზე მინდა გიამბოთ. მარინეების მსგავსად, ეს გოგონებიც ერთ - ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობენ, მართალია გვარ-სახელი სხვადასხვა აქვთ, მაგრამ ორივე ძიუდოისტია და ორივე მათგანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედლის პრიზიორი გახლავთ.

"ერთ ოთახშო ვცხოვრობთ და დავთქვით, რომ ჩვენი ოთახის კედელზე აუცლებლად 2 მედალი უნდა ჩამოგვეკიდა."

მზია ბებოშვილი:

- რამდენიმე კვირის წინ ევროპის ჩემპიონი გავხდი და მას შემდეგ სულ ამბობდნენ, მწერდნენ: ამ ასპარეზობასაც მოიგებო. ვგრძნობდი, რომ ყველას ჰქონდა ჩემი იმედი, მაქსიმალურად ვცდილობდი თავი არ შემერცხვინა. მოვინდომე და შევძელი. ძალიან გამიხარდა, ასეთ შედეგს რომ მივაღწიე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს. იმასი, რომ დღეს მე და ეთერი ჩემპიონები ვართ, მათი დამსახურებაც დიდია. გვიხარია ასე რომ გვაფასებენ. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი წარმატებით მთელი ქვეყანა ასე გავახარეთ.

ეთერ ლიპარტელიანი: "არავითარი მაღლაქუსლიანი ფეხსაცმელი" - "მოვინდომეო", მოინდომე კი არა, ბაში-აჩუკის არ იყოს - მეტოქეს ფინალურ შერკინებაში მისალმებაც კი არ დააცადე...

- პირველ შეჯიბრზე, ინგლისელს რომ შევხვდი ბევრგან დაიწერა ასეთი სწრაფი გდება ჯერ არ გვინახავსო. ასპარეზობისთვის 20-წუთიანი დროა გამოყოფილი, მე კი 9 წამში სუფთად გავიმარჯვე. ზოგიერთმა გულშემატკივრებმა გაანალიზებაც ვერ მოასწრეს, თუ რა მოხდა. ტაში შედარებით გვიან გაისმა.

მზია ბებოშვილი: "ბავშვობიდან სპორტის ბევრი სახეობა მომწონდა."

ეთერ ლიპარტელიანი:

- გამარჯვების იმედი მქონდა. წინა დღეს მე და მზიკომ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ გავიმარჯვებდით. ერთ ოთახშო ვცხოვრობთ და დავთქვით, რომ ჩვენი ოთახის კედელზე აუცლებლად 2 მედალი უნდა ჩამოგვეკიდა. როგორც ხედავთ, პირობა შევასრულეთ. ამით ბედნიერი ვარ. ჩვენ თანაგუნდელობის გარდა, კარგი მეგობრებიც ვართ!

- მართალია, ქალს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ...

(იცინიან)

ეთერ ლიპარტელიანი: მე 15 წლის ვარ, მზიკო - ჩვიდმეტის.

- გოგონებო ისეთი პოპულარულები ხართ, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელიც გყავთ?

- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი.

- ცოტა არ იყოს, რისკთან არის ალბათ დაკავშირებული თქვენი გულის მონადირება?

მზია ბებოშვილი: (იცინის) რატომ? სულაც არა... საშიშები სულაც არ ვართ...

- საკესთან დიდ დროს ატარებთ?

- რა მინდა სარკესთან?... ზოგჯერ შეიძლება გავიღვიძო და ისე წავიდე ვარჯიშზე, რომ სარკეში სულაც არ ჩავიხედო. ამიტომაც არ ვატარებ გრძელ თმას, გოგოები, ხომ ლამის ერთ საათს ანდომებენ მის მოწესრიგებას. თავისუფალ ფომრაში მიყვარს ყოფნა და არც სხვებზე მომწონს ბევრს რომ იპრანჭებიან. მირჩევნია ჯინსებითა და კედებით ვიყო.

"გოგოები ვართ და "შოპინგი" გვიყვარს"

ეთერ ლიპარტელიანი:

- არც მე ვატარებ დიდ დროს სარკესთან.

- მაკიაჟს ხშირად იკეთებთ?

მზია ბებოშვილი:

- ძალიან იშვიათად, თუ ივენთი, ან რაიმე წვეულებაა მაშინ. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟი არ არსებობს, ბევრი გოგოსგან განსხვავებით, პომადისა და ტუშის გარეშე რომ არ გადიან სახლიდან.

- საზღვარგარეთ როდესაც მიდიხართ შეჯიბრებზე, "შოპინგისთვის" იცლით ხოლმე?

- რა თქმა უნდა, გოგოები ვართ და "შოპინგი" გვიყვარს. თუ დროს მოვიგდებთ, ვცდილობთ გავიაროთ მაღაზიებში. მე გამორჩეულად მიყვარს ერთ-ერთი ფირმის სპორტული ტანისამოსი და სულ ვცდილობ შევიდე მაღაზიაში და იქ ვიყიდო განსხვავებული ფერის სამოსი. მხიარული ფერები მომწონს განსაკუთრებულად.

ეთერ ლიპარტელიანი:

- მეც სპორტულ სამოსს ვყიდულობ ძირითადად. გამორჩეულად "ტოპები" მიყვარს. შემიძლია მთელი დღე ვიარო მათ ძიებაში, ნაირ-ნაირი ფერები მაქვს. ეს სამოსი სპორტსმენისთვის საჭირო და აუცილებელიც კია.

- ქუსლიან ფეხსაცმელზე რას იტყვით?

მზია ბებოშვილი:

- ქუსლიან ფეხსაცმელზე ერთხელ დავდექი, შედეგად ფეხსაცმელს ქუსლი მოვტეხე, მე კიდევ კინაღამ კისერი მოვიტეხე. იმის შემდეგ 100 მეტრის რადიუსზე არ ვეკარები. მეგობრების, ან დედაჩემისა და დეიდაჩემის გარემოცვაში რომ ვარ, მეტყვიან ხოლმე, - წადი, გამოიტანეო, - კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელს მაცმევენ და ჩემ საირულზე ხალისობენ.

ეთერ ლიპარტელიანი:

- არავითარი მაღლაქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ მაინც მომიწია ჩაცმა, საშინლად უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ, აი, კაბები კი ძალიან მიყვარს და ხშირადაც მაცვია....

- როგორც ვიცი, მზია პირველი ქალია, რომელმაც საჭიდაო სახეობებში პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე მედალი მიიღო.

მზია ბებოშვილი:

ასეა. 2013 წელს ტალინში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ავიღე მესამე ადგილი. ეს იყო საქართველოსთვის ისტორიული მედალი, - მანამდე ევროპის პრიზიორი ქალი ძიუდოისტი არ გვყოლია. პირველი მე ვარ. დაიწერა კიდეც: - ქალ ძიუდოსტთა ისტორია მზია ბებოშვილით იწყებაო. ამ ოლიმპიადაზეც გამიმართლა. დღეს პაპაჩემი დაბადების დღეა. გუშინ მეუბნებოდა: შენ რომ მოიგებ ჩემთვის ეგ იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი და ყველაზე საუკეთესო დაბადების დღე მაშინ მექნებაო. მიხარია, რომ ის გავახარე...

- მაინტერესებს, წლების წინ რატომ გააკეთეთ ასეთი არჩევანი, ახლა კი ჩანს, რომ ეს სწორი არჩევანი იყო, მაგრამ...

მზია ბებოშვილი:

- ბავშვობიდან სპორტის ბევრი სახეობა მომწონდა. სიგელი მაქვს აღებუბლი ფეხბურთში, ტანვარჯიშში... სადაც მივდიოდი, მიზანს რომ დავისახავდი, მის მისაღწევად ძალას და ენერგიას არ ვიშურებდი. ერთხელაც ძიუდოს ასპარეზობას ვუყურე და ძალიან მომეწონა. მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ სპორტის ამ სახეობაში მევარჯიშა...

ეთერ ლიპარტელიანი:

- 7 წლის ვიყავი ძიუდოზე რომ შევედი. სახლთან ახლოს იყო დარბაზი და გავიპარე.. დედაჩემი წინააღმდეგი იყო. სვანეთში ხდებოდა ეს. მაშინ გოგო არავინ დადიოდა ძიუდოზე, 3 წლის განმავლობაში, ბიჭებთან ერთად, მარტო ვვარჯიშობდი. შემდეგ ბიძაჩემმა წამომიყვანა თბილისში და ქალთა ნაკრებს შემოვუერთდი. ბიძაჩემთან ვცხობრობ, ჩემი მშობლები სვანეთში არიან. მე და ვარლამ ლიპარტელიანი ნათესავები ვართ.

- გოგოებო, შემდეგში რა წარმატებას ველოდოთ თქვენგან?

მზია ბებოშვილი:

- 2 დღეში მივფრინავთ ბოსნია და ჰერცოგოვინაში, სადაც გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი და იქაც ვეცდებით, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.

- წარმტებებს გისურვებთ.

ეკა სალაღაია(სპეციალურად საიტისთვის)