ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
22-02-2010
"ვანკუვერში უკრაინელები და სომხები ტრიბუნაზე ქართულად მღერიან"
"ვანკუვერში უკრაინელები და სომხები ტრიბუნაზე ქართულად მღერიან" "მხოლოდ ქართველ ჟურნალისტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს ოლიმპიურ სოფელში შესვლა"

უისტლერში ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილი მშობლიური ბაკურიანის მიწას გასულ შაბათს მიაბარეს. ვანკუვერში უკვე გაიხსნა ქართველი მოციგავის მემორიალი, ჩვენი დელეგაციაც ყოველდღიურად იღებს უამრავ სამძიმარს... თავად ოლიმპიადა კი, ბუნებრივია, თავისი გზით მიდის - ოდნავ ნირწამხდარი, შავი არშიის თანხლებით, მაგრამ მაინც გრძელდება... და რაკი ვანკუვერი არ მიატოვეს, ქართველების გამოსვლას მოუთმენლად ველით. სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ოლიმპიადას ბატონი თენგიზ გაჩეჩილაძეც ესწრება. გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი მეთერთმეტედ აშუქებს ოლიმპიურ თამაშებს და მასზე უკეთესი რესპონდენტის პოვნა ძნელი იქნებოდა.

- ოლიმპიურ თამაშებს უკვე მეთერთმეტედ ესწრებით. როგორია ვანკუვერული შთაბეჭდილებები?
- ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულმა დაღუპვამ შთაბეჭდილება თავიდანვე გააფუჭა. ისე კი კონტროლის, თავისუფლად გადაადგილების მხრივ, წინა ოლიმპიადებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. თუმცა, საორგანიზაციო თვალსაზრისით "ვანკუვერი 2010" აშკარად მოიკოჭლებს.

- უფრო კონკრეტულად...

- თავს რომ იწონებენ, საციგაო ტრასაზე სიჩქარე გავზარდეთო, საფრთხის გამორიცხვაც უნდა მოეხერხებინათ და ტრაგედია აღარ მოხდებოდა. დამცავი ჯებირი თავიდანვე უნდა ყოფილიყო ამაღლებული სახიფათო მოსახვევების გარშემოც და განსაკუთრებით, ფინიშთან. როცა 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სპორტსმენი ფინიშის ხაზს გადაკვეთს, მას სპეციალური ამაღლებაც უნდა ხვდებოდეს და დამცავი ჯებირიც. ახლა თავს იმართლებენ, ყველაფერი წესრიგში გვქონდაო, თუ ასე იყო, ტრაგედიის შემდეგ რატომ დაფაცურდნენ და ტრასის გადაკეთება დაიწყეს?

- რკინაბეტონის ბოძების შეფუთვას მაინც რაღა ედგა წინ?
- უისტლერის საციგაო ტრასაზე უამრავი ინციდენტი მოხდა და არც სხვა სახეობებშია კარგად საქმე. რამდენიმე დღის წინ მოთხილამურემ ტრასიდან პირდაპირ ტყეში ამოყო თავი.

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ორგანიზატორები თავის გამართლებას უსინდისოდ, ნოდარის გამოუცდელობის მომიზეზებით ცდილობენ...
- ჯერ კიდევ ოლიმპიადის დაწყებამდე იყო ცნობილი, რომ უისტლერის ტრასაზე არ დაუშვებდნენ სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში ჩაბმამდე რამდენიმე საცდელ დაშვებას მაინც არ განახორციელებდა ამ ტრასაზე. შესაბამისად, აპრობაცია ნოდარსაც გავლილი ჰქონდა. გამოუცდელი თუ იყო, წინადღეს ვერ შეატყვეს, ჩინებულად რომ ისრიალა და მე-12 შედეგი აჩვენა? ეს არის თავის გამართლების უშედეგო მცდელობა. სიმართლე მთელმა მსოფლიომ გაიგო და ძალზე მტკივნეულადაც აღიქვა. როცა ფიგურულად მოციგურავეთა ქართული წყვილი გავიდა მოედანზე, ასპარეზობის დაწყებამდეც და მისი დასრულების შემდეგაც მთელი დარბაზი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს. სხვა არც ერთ წყვილს არ შეხვედრიან ასეთი ოვაციით. რა თქმა უნდა, ეს ემოციის გამოხატვა იყო და არა ჩვენი მოციგურავეების სიძლიერის მაჩვენებელი...

- ქუმარიტაშვილის სიკვდილის გარემოებების გამოძიება როდის დასრულდება?
- გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს. შედეგს კი მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ შევიტყობთ. ნივთმტკიცების სახით კანადის პოლიციაში დღემდე ინახება ნოდარის ციგა და ჩაფხუტი...

- რაკი ჩვენი მოციგურავეები ახსენეთ, მათ გამოსვლაზეც გვიამბეთ.
- როგორც იცით, რეიტინგით ჩვენები ბოლო ადგილზე იყვნენ. მიუხედავად ამისა, ჯაფარიძე-რიდის წყვილმა სავალდებულო პროგრამის მიხედვით მე-20 ადგილი დაიკავა, რაც ჩინებული შედეგია. ამ სახეობაში ხომ სენსაციები არ ხდება...

- სხვა ქართველი ოლიმპიელები როგორ ემზადებიან?

- ელენე გედევანიშვილმაც და მოთხილამურეებმაც ადაპტაცია უკვე გაიარეს და თავიანთ რიგს ელიან.

- ადაპტაცია კი გაიარეს, მაგრამ ოლიმპიადის შოკის მომგვრელი დასაწყისის შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები არა აქვთ?

- სხვა გზა არ არის, უნდა გავუძლოთ. ნოდარის დაღუპვის შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, დავრჩეთ თუ წავიდეთ? თუმცა, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჭირსა შიგან გამაგრება ხომ ჩვენთვის უცხო არ არის... რაც შეეხება ლევან გურეშიძეს, რა გასაკვირია, ასპარეზობაზე გასვლა რომ ვერ შეძლო. ის და ნოდარი თანაკლასელები იყვნენ, ერთად იზრდებოდნენ... მის უარს ორგანიზატორებიც და ჩვენც გაგებით მოვეკიდეთ.

- თვითმხილველთა თქმით, ვანკუვერის ოლიმპიური სოფელი საუკეთესოა აქამდე არსებულთაგან...
- მართლაც საუცხოო რამაა. საერთოდ, ჟურნალისტების შესვლა ყველაზე მკაცრად ოლიმპიურ სოფელშია ხოლმე შეზღუდული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხომ ჟურნალისტები სპორტსმენებს დასვენებაში ხელს უშლიან, თუმცა, ქართული ტრაგედიის შემდეგ ოლიმპიადების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ქართველ ჟურნალისტებს მუდმივი საშვი აქვთ და მხოლოდ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ოლიმპიურ სოფელში შესვლა. პირველად ხდება ისიც, რომ სააკრედიტაციო საშვზე მფლობელის წარმომავლობა არ არის მითითებული.

- გამოდის, ნოდარის სახელი დახმარებას გიწევთ...
- და არა მხოლოდ აქ: მისი დამსახურებაა, საქართველოში საციგაო სპორტი რომ აღორძინდება. სოკ-იც და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციაც უკვე ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ ბაკურიანში აუცილებლად მოეწყობა საერთაშორისო დონის საციგაო ტრასა...

- ისიც შევიტყვეთ, რომ ვანკუვერის ოლიმპიადაზე საოცრად მაღალი ფასებია...
- არც ერთი ოლიმპიადა ასეთი ძვირი არ ყოფილა... 0,5-ლიტრიანი "კოკა-კოლა" 5 დოლარი ღირს, მამაკაცის პერანგი - 1.000-1.500 დოლარი. თმის შეჭრა 35 დოლარი რომ ეღირება, რაღაზეა ლაპარაკი. პრესცენტრი უმაღლესი დონის კი არის, მაგრამ ის შეღავათები, რაც ჟურნალისტებს აქამდე გვქონდა, აღარაა. ტელეფონი და ინტერნეტიც კი ფასიანია. რომ ჩამოვალთ, უფრო დაწვრილებით აღვწერთ ყველაფერს.

- ზამთრის ოლიმპიადაზე თოვლი თვალითაც რომ არ გინახავთ, დისკომფორტს არ განიცდით?
- როგორ არა, გახსნის ცერემონიალისას ვნახეთ ხელოვნური ფიფქები... ისე კი, ერთხელაც არ მოუთოვია. 

- კანადა ულამაზესი ქვეყანაა...
- კანადა ხომ ლამაზია და ვანკუვერი მსოფლიოში მეორე ქალაქია სილამაზით პარიზის შემდეგ. შეფასება 400 კრიტერიუმით ხდება თურმე და ამ მაჩვენებლებით მხოლოდ საფრანგეთის დედაქალაქს ჩამორჩებიან...

- თანამემამულეებს თუ ხვდებით?
- ვეტერანი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანია სპეციალურად ჩამოვიდა ნიუ-იორკიდან ქართველი სპორტსმენების საქომაგოდ. ქართველის გარდა, უკრაინელი და სომხური დიასპორის წარმომადგენლებიც გვამხნევებდნენ, - ოჯახებში გვეპატიჟებიან, ასპარეზობებს ესწრებიან. უნდა ნახოთ, როგორ მეცადინეობენ ქართულ სიმღერებში უკრაინელები და სომხები, მერე კი დგანან და ტრიბუნაზე ქართულად მღერიან...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩებიც ჩაგრიალდა. საქართველოს ღირსებას რუსთავის "ოლიმპი" იცავდა და გახსოვთ, როგორ წააგო პირველი შეხვედრა სტუმრად ყაზახეთის "აკტობესთან" - 0:2.
KvirisPalitra.Ge ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, 17 წლის ჯანო ანანიძეზე, აჟიოტაჟი არ ცხრება და უნდა ითქვას, რომ ამ აჟიოტაჟით, როგორც ხშირად სჩვევიათ ქართველებს, ცოტა ნაადრევად ვკრავთ ჭერში ქუდებს. ჩვენ ორი უკიდურესობის ხალხი ვართ.
KvirisPalitra.Ge სპორტის მოყვარულები მას კარგად იცნობენ, რადგან საფეხბურთო და საჩოგბურთო მატჩებისას ხშირად ექცევა მოვლენების ეპიცენტრში. წელს უკვე რამდენჯერმე ისახელა თავი.
KvirisPalitra.Ge რამდენიმე დღის შემდეგ შოტლანდიელი რიჩარდ (რიჩი) დიქსონი ოფიციალურად დაინიშნება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
როცა გაზეთის წინა ნომერში ვწერდით - "ევროპის ლიგის გეშინოდეთ, ხალხო!", ნამდვილად ვერ წამოვიდგენდით, ეს ახალშექმნილი ევროტურნირი მართლა ასეთი "საშიში" თუ გამოდგებოდა ჩვენთვის...
KvirisPalitra.Ge თქვენი არ ვიცი და, ჩემი აზრით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პოპულარული... რვაფეხა პაული გახლდათ! შეგახსენებთ, ობერჰაუზენის ოკეანერიუმში მცხოვრებმა რვაფეხამ წლევანდელ მუნდიალზე გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი წინასწარ გამოიცნო.
KvirisPalitra.Ge სომხეთის საკურორტო ქალაქ ჯერმუკში ჩატარებული ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპი შესანიშნავი შედეგით დაასრულა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ. ქართველმა მოჭადრაკემ 11 მატჩიდან 7 მოიგო, 4 ყაიმით დაამთავრა და პირველობა არავის დაუთმო.
KvirisPalitra.Ge ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში არასდროს უთამაშიათ. წლევანდელი მუნდიალის სატურნირო ბადემ ისე ინება, ეს ორი გუნდი ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე ერთმანეთს არ უნდა შეხვედროდა და სამწუხაროდ, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივართათვის საოცნებო სამხრეთამერიკული ფინალი აღარც "გვემუქრება".
KvirisPalitra.Ge ევროპის ჩემპიონმა და მუნდიალის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა მერვედფინალის საგზური მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდა, საფრანგეთის ნაკრები მანამდე "ჩაიძირა", მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა - იტალიის ნაკრებმა კი იმდენი მოახერხა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
KvirisPalitra.Ge უკვე ათი დღეა, სამხრეთი აფრიკა უზარმაზარ სკასავით ზუზუნებს. ვუვუზელას ყურისწამღები ჭყვიტინის გარდა, ამ ალიაქოთში მთელი მსოფლიოდან ჩასულ ასიათასობით გულშემატკივარსაც შეაქვს წვლილი.