ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების 8 მოთამაშე მამაკაცი აღმოჩნდა. - კვირის პალიტრა

ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების 8 მოთამაშე მამაკაცი აღმოჩნდა.

ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების 8 მოთამაშე მამაკაცი აღმოჩნდა.

ქალთა ნაკრების რვავე მამაკაცი სქესის შეცვლის ოპერაციას ელოდება, მაგრამ ისინი ვალდებულები იყვნენ, ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დარეგისტრირებულიყვნენ ნაკრებში.

ამ სკანდალის გამო ირანის ქალთა ნაკრების ყველა წევრს მოუწევს სრული გენდერული ტესტის ჩაბარება.

აღსანიშნავია, რომ ეს ირანში მომხდარი პირველი სკანდალი არ არის.

2014 წელს ირანის ქალთა ნაკრებში 4 მამაკაცი აღმოაჩინეს. წინა ინციდენტის შემდეგ ირანის სპორტის სამინისტრომ სპორტსმენებისთვის აუცილებელი გენდერული ტესტი შემოიღო.

ქალებს ირანში ვაჟთა გუნდების მატჩებზე დასწრება ეკრძალებათ.

წყარო