სკანდალური დღის დასასრული - კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია - კვირის პალიტრა

სკანდალური დღის დასასრული - კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია

ხმაურიანი გამოდგა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იღებდენ. არჩევნების წინა დღეს ნარკოტიკების მომხმარების ბრალდებით დააკავეს რევაზ არველაძის მხრადამჭერი ერთ-ერთი დელეგატი, რის გამოც არველაძემ და მისმა მხარადმჭერებმა მის გათავისუფლებამდე ფედერაციის ყრილობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

შედეგად დილის 11 საათისთვის დანიშნული ყრილობა, ქვორუმის არარსებობის გამო გვიან საღამომდე ვერ დაიწყო. დელეგატი სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათვასიუფლა, თუმცა მას მონაწილეობა კენჭისყრაში არ მიუღია, ის სხვა დელეგატით ჩაანაცვლეს. საბოლოოდ ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი 18 ხმით აირჩიეს. რევაზ არველაძეს 15-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. "ეს არა მარტო ჩემი, არამედ ქართული ფეხბურთის გამარჯვება", - განაცხადა უკვე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

"ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ, არა უშავს გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში", - ასე გამოეხმაურა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. მისი თქმით, ხან მოიგებს, ხან წააგებს. "ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. ეს რომ მეფიქრა, არც ჩემს თავს და არც ოჯახს არ ვანერვიულებდი. ყველაფერი კეთდებოდა უზენაესი მიზნისთვის - დიდი ფეხბურთისთვის და რაც გამოვიდა, გამოვიდა. უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ ეს კობიაშვილის ბრალი იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არა უშავს, ხან წააგებ, ხან მოიგებ. ცოტახანი კომენტარს აღარ გავაკეთებ და ვიფიქრებ, თუ როგორ დავისვენო ამ ჯოჯოხეთის შემდეგ", - განაცხადა არველაძემ.

მანვე ლევან კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა. "მე მინდა წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს და ლევანს ვაჟკაცურად, კაცურად მივულოცო გამარჯვება. მინდა, წინამორბედებზე მეტი შეძლოს", - განაცხადა არველაძემ.