ზაზა ფაჩულია: "შედეგების ნახვის შემდეგ, გული არ დამწყვეტია"! (ექსკლუზივი)
ზაზა ფაჩულია: "შედეგების ნახვის შემდეგ, გული არ დამწყვეტია"! (ექსკლუზივი)
"ოლ სტარში" მოხვედრა ძალიან ძნელია, მაგრამ ხალხის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის"

NBA-ს "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულები უკვე ცნობილია, მაგრამ ზაზა ფაჩულიას ჯერ კიდევ აქვს მცირე შანსი, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" სათადარიგოთა შორის მაინც მოხვდეს. NBA-ს მწვრთნელების არჩევანს 28 იანვარს შევიტყობთ, მანამდე კი, გთავაზობთ ამონარიდს ზაზა ფაჩულიასთან ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელსაც "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში წაიკითხავთ. ზაზას აქილევსის მყესი აწუხებს და დიდი ალბათობით, მომდევნო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს:

- საქართველოდან უდიდეს სტიმულს და მხარდაჭერას ვგრძნობდი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვხედავდი, რომ მარტო არ ვარ ბრძოლის ველზე!
ყველას თავისი ცხოვრება და საქმე აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ყოველდღიურად მითმობდნენ ყველაზე ძვირფასს - დროს!
"ოლ სტარში" მოხვედრა ძალიან ძნელია, მაგრამ ხალხის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. სიყვარულს და პატივისცემას ვერც იყიდი და ვერც რამდენიმე დღეში მოიპოვებ - თავდაუზოგავი შრომაა საჭირო მოედანზეც და მის მიღმაც.

...შედეგების ნახვის შემდეგ, გული არ დამწყვეტია - ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, ერთი ქულით წამეგოს თამაში ძლიერ გუნდთან! სიხარულს და სიამაყეს კი ნამდვილად ვგრძნობდი, გამოკითხვაში ისეთ მაგარ კალათბურთელებს გავუსწარი. აქაური მასმედიაც და
ქომაგებიც გაკვირვებული დარჩნენ ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერით. ბევრმა მათგანმა პირველად გაიგო საქართველოს სახელი და ეს აქტიურობა, თუნდაც მხოლოდ ამად ღირდა!


იხილეთ ფოტოგალერეა: ზაზა ფაჩულიას ბავშვობა, ოჯახი, კარიერა

რატი შელეგია

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ "კვირის პალიტრის" 25 იანვრის ნომერში
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები