"იმის მაგივრად, რომ ზურგი შეექციათ და გაველანძღე, ცდილობენ, გამამხნევონ" - მარია შარაპოვას დისკვალიფიკაცია ემუქრება
"იმის მაგივრად, რომ ზურგი შეექციათ და გაველანძღე, ცდილობენ, გამამხნევონ" - მარია შარაპოვას დისკვალიფიკაცია ემუქრება
11-03-2016
"ცხოვრების ამ ურთულეს პერიოდში, ვამაყობ ჩემი მხარდამჭერებით"

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დოპინგ-სკანდალში გაეხვა

(ფოტოგალერეა)

სპორტსმენმა ამჯობინა გულწრფელი ყოფილიყო და ლოს-ანჟელესში პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზოგადოებას ჟურნალისტების დახმარებით ამცნო, რომ დოპინგ-ტესტისას მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა, რის გამოც მას 4 წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიუხედავად რთული სიტუაციისა, მარიამ დიდი მხარდაჭერა იგრძნო, როგორც კოლეგებისგან, ასევე მისი თაყვანისმცემლებისგან.

მისი თქმით, განცხადების შემდეგ, არ წყდებოდა ელექტრონულ ფოსტაზე გამამხნევებელი წერილები. "ცხოვრების ამ ურთულეს პერიოდში, ვამაყობ ჩემი მხარდამჭერებით, რომელთაც იმის მაგივრად რომ ზურგი ექციათ და გაველანძღე, ყველანაერად ცდილობენ გამამხნევონ. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი შეტყობინებებით მაიძულეთ გამეღიმა და მთელი გულით დიდ მადლობას გიხდით ამისთვის" - განაცხადა ერთ დროს პირველმა ჩოგანმა.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, სპორტსმენი იმედს იტოვებს, რომ მაინც გააგრძელებს თამაშს. "მინდა თავიდან დავიწყო თამაში და ისევ დავბრუნდე კორტზე".

ჯერ ისევ უცნობია რა ჯარიმა დაეკისრემა შარაპოვას, მაგრამ, სავარაუდოდ, ის გამოტოვებს რიო-დე-ჟანეროში დაგეგმილ ოლიმპიადას, რომელიც წელს ზაფხულში გაიმართება.

სპორტსმენის მონათხრობის თანახმად, მას რამდენიმე დღის წინ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან წერილი მიუვიდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მის ანალიზში მელდონიუმი აღმოაჩინეს, ეს ნივთიერება კი აკრძალულ პრეპარატთა სიაში 2016 წლის იანვრიდან შევიდა.

შარაპოვამ განაცხადა, რომ ის რეგულარულად იღებდა პრეპარატ მილდრონატს, რომელიც მელდონიუმს შეიცავს და ათი წლის განმავლობაში ამას რულიად ლეგალურად აკეთებდა. როგორც აღმოჩნდა, წამალი ხელს უწყობდა ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმის გაჯანსაღებაში და ასევე მას დიაბეტის პროფილაქტიკისთვის იყენებდა. სპორტსმენს მილდრონატი ოჯახის ექიმმა გამოუწერა.

დოპინგ-სკანდალის შემდეგ, შარაპოვას კონტრაქტი შეუწყვიტეს იმ კომპანიებმა, რომელთა სარეკლამო სახეც ის მრავალი წლის განმავლობაში გახლდათ, მათ შორის არის სპორტული ბრენდი NIKE, ისინი მარიასთან 11 წელია თანამშრომლობენ. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შარაპოვასთან კონტრაქტი მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე შეწყვიტეს.

კონტრაქტები ასევე შეუწყვიტეს შვეიცარული საათის ბრენდამა TAG Heuer და ასევე Porsche-მ. ექსპერტებმა
შარაპოვას ზარალი 100 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეაფასეს.

სკანდალამდე მარია შარაპოვა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად მიიჩნეოდა. 2015 წელს მისმა შემოსავალმა 20,7 მილიონ ფუნტი სტერლინგი შეადგინა. ამ თანხის უმეტესი ნაწილი ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობით მიღებული ანაზღაურება იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

სხვა სიახლეები
ზვიად გოგოჭური პარალიმპიადის პირველი ქართველი ჩემპიონია.
დაწვრილებით...
რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით, "საჩუქარი" ფეხბურთის რუსთაველმა მოყვარულებმაც მიიღეს
დაწვრილებით...
"კარგი იქნებოდა ამ ბავშვებს, სანამ წარმატებებს მიაღწევენ, მეტი ყურადღება დაეთმოს"
დაწვრილებით...
"სადაც უნდა ვიყო, ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია"

"150 დეპუტატისგან ყველა იურისტი უნდა იყოს?!"
დაწვრილებით...
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი სპორტსმენი, ზვიად გოგოჭური პარალიმპური თამაშების გამარჯვებული გხადა.
დაწვრილებით...
"მორწმუნე ადამიანი ვარ და უფლის ღრმად მწამს. ისეთი რაღაცები გადავიტანე, რომ ჩემს გამარჯვებაში 100%-ით ვიყავი დარწმუნებული"
დაწვრილებით...
"ხუთი ოლიმპიადაც რომ მოვიგო, ამ წაგების სიმწარეს ვერაფერი შემიმსუბუქებს"

"ექვსი წელია, არ დამისვენია, სულ ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვარ, გიტარის სიმივით დაჭიმული... ალბათ, ორგანიზმიც ვეღარ უძლებდა"
დაწვრილებით...
"გინდა, ხიდი ააშენე და გნებავს, თავიდან ჩააგდე ხოხობი მდუღარე წყალში - თბილისს "დინამოზე" მაგარი ბრენდი არა აქვს!"
დაწვრილებით...
რიოს ოლიმპიადა დასრულდა, ბევრი დადებითი ემოცია დაგვიტოვა, რომელზეც კიდევ კარგა ხანს ვილაპარაკებთ, თუმცა იყო იმედგაცრუებაც... ქართველი გულშემატკივრისათვის, ერთ-ერთი ყველაზე გულდასაწყვეტი ვარლამ ლიპარტელანის ფინალში განცდილი მარცხი აღმოჩნდა.
დაწვრილებით...
გუშინ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ეს ოლიმპიადა საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი გუნდის სახელით 1996 წლიდან ასპარეზობს და ამდენი მედალი ჯერ არ მოუპოვებია.
დაწვრილებით...
იყიდეთ საუკეთესო ბინა ძველი იპიდრომის
სასტუმრო "ელიტ ლუქსი " გთავაზობთ
მხოლოდ 25 სექტემბრამდე. იყიდება 103
ბორჯომის ცენტრში, ფალიაშვილის N.4-ში იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები