"არის ადგილები, სადაც ჩვენი გამოჩენა იკრძალება" - როგორია ქართველი სუმოისტის იაპონური ცხოვრება?
"არის ადგილები, სადაც ჩვენი გამოჩენა იკრძალება" - როგორია ქართველი სუმოისტის იაპონური ცხოვრება?
21-03-2016
"ჩემს კიმონოს ქართული დროშა ახატია. არასდროს მიცდია იაპონიის მოქალაქეობის მიღება. მე საქართველოს მოქალაქე ვარ"

ალბათ, იაპონელები გამორჩეულად ტრადიციული ერია მთელ მსოფ­ლიოში. საუკუნეების განმავლობაში­ აყალიბებდნენ­ ტრადიციებს, რომელ­თაც დღემდე ერთგულად იცავენ. იაპონური ყოფის ნაწილია ორთაბრძ­ოლა სუმო. წლებია, იაპონიაში ცხოვრობს და ასპარეზობს სამი ქართველი სუმოისტი: ლევან ცაგურია, ლევან გორგაძე და თემურ ჯუღელი, იგივე კოკაი, ტოჩინოშინი და გაგამარუ. ჩვენს რესპონდენტს თემურ­ ჯუღელს­ იაპონიაში დავუკავშირდით.­

- მამას სურდა, ჩემთვის თემური დაერქმია, დედა კი ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, საბუთებით თემური­ ვარ, ოჯახში კი ყველა გაგას მეძახდა. იაპონელებსაც უფრო გაუადვილდათ, ჩემთვის ამ სახელით მოემართათ და ასე გავხდი გაგამარუ.
იმხანად საქართველოში სუმო ნაკლებად­ ცნობილი სპორტის სახეობა იყო. 2005 წელს იაპონიაში სუმოს მოყვარულთა მსოფ­ლიო ჩემპიონატი ჩატარდა ჭაბუკებს შორის და რამდენიმე მონაწილე გაგვგზავნეს. მაშინ 18 წლის გახლდით. სადაც მე დავბინავდი­, იმ უნივერსიტეტის კლუბის პრეზიდენტმა დაურეკა ჩემი ახლანდელი კლუბის პრეზიდენტს, კარგი ბიჭია ჩამოსული საქარ­თველოდანო... მან მნახა, შემიმოწმა სიმაღლე,­ წონა და თქვა: თუ ჩვენს პირობებს გაუძლებს, დავიტოვებო.
სუმო მხოლოდ სპორტის სახეობა არ არის, ის იაპონური კულტურის ნაწილია. სუმოს კანონები და წესები არცთუ ადვილი შესასრულებელია. ჩვენ ბევრი რამ გვეკრძალება, მაგალითად, არ შეიძლება გვყავდეს მანქანა. არ უნდა ვიაროთ კიკინის ან კიმონოს გარეშე.

- კვების რეჟიმიც გამორჩეული გაქვთ?

- დილის 6 საათზე ვდგებით, ნახევარ საათში ვარჯიში გვეწყება. სულ ორჯერადი კვება გვაქვს: დღის 12 საათსა და საღამოს 6 საათზე. ჩვენი საკვები კლუბში მზადდება.­ თავდაპირველად მეც ვამზადებდი, მაგრამ რაც უფრო მაღალ რანგში გადადიხარ, სამზარეულოსა და სხვა საქმეს შორდები. განსაკუთრებული მენიუ არ გვაქვს. ვცხოვრობთ რეჟიმით - დილის ვარჯიშის შემდეგ კვება, შუადღის ძილი, შემდეგ ისევ კვება და ისევ ძილი. საქართველოში ხშირად მეკითხებიან, პროტეინებს ან სხვა წონაში მოსამატებელ საშუალებას თუ გაძლევენო, არა, მსგავსს არაფერს ვიღებთ.

- წონის რაიმე სტანდარტი თუ არის?
- არა, მთავარია, რა წონაში გრძნობ თავს კარგად. რამდენჯერმე ვცადე დაკლება, მაგრამ ამის შემდეგ ჭიდაობა გამიჭირდა. სუმოში წონის ან ასაკის მიხედვით არ ხდება შებრძოლება, ერთმანეთს მხოლოდ ერთნაირი რანგის სუმოისტები ებრძოლებიან. სულ 6 საფეხურია. პირველი 4 დაბალ­ საფეხურად ითვლება, მე-5 საშუალოა, მე-6 კი უმაღლესი, საიმპერატორო... იაპონიაში რომ ჩამოვედი, ყველაზე მეტად განსაკუთრებულმა წესრიგმა გამაოცა. მერე იაპონურმა საკვებმა - უმმა საჭმელებმა. დღეს მიყვარს იაპონური სამზარეულო, მაშინ კი მხოლოდ კარტოფილს ვჭამდი, შემწვარს, მოხარშულს, პიურეს... ელიტაში გადასულ სუმოისტს (მე-5, მე-6 რანგი) ენიშნება ცკიპიტო, ანუ დამხმარე. მე სამი დამხმარე მყავს, რომლებიც მეხმარებიან ოთახის დასუფთავებაში, რეცხვასა და დალაგებაში. პირველი უცხოელი სუმოისტი ბრაზი­ლიელი იყო... დღეს იაპონიაში სულ 45 სუმ­ოს კლუბია. ადრე თითო კლუბში­ 2-3 უცხოელი ჰყავდათ, ახლა კი მათი რაოდ­ენობა­ შეზღუდეს - თითო კლუბში­ მხოლოდ ერთ უცხოელს თუ შეხვდებით. სუმო ოდითგან იმპერატორების გასართობ სანახაობად მიიჩნეოდა. დღესაც ფინალურ შეჯიბრებებს არასდროს გამოტოვებს იაპონიის იმპერატორი.

- როგორ უნდა გამოიყურებოდეს სუმოისტი?
- ჩვენს ვარცხნილობას ჩომაგე ჰქვია.­ კლუბში ჩვენი
დალაქი გვყავს. ვატარებთ კიმონოს სრული აღჭურვილობით. სხვანაირად შემოსილი რომ გნახონ, ეს სუმოდან წასვლას ნიშნავს. ამასთან, არის ადგილები, სადაც ჩვენი გამოჩენა იკრძალება.

- სუმოისტები ქორწინდებიან?

- როცა ელიტაში გადახვალთ, მაშინ კი, მანამდე - არა. ლევან გორგაძემ ახლახან იქორწინა ქართველ გოგონაზე. დიდი ხნის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი და ჩამოიყვანა. დDაქორწინების შემდეგ სუმოისტი კლუბში აღარ ცხოვრობს, მაგრამ ახლოსვე სახლდება, რათა დილის ვარჯიშებზე არ დაიგვიანოს.

- რამდენი წელი დაგჭირდათ ელიტაში მოხვედრამდე?

- 3 წელი. ახლა 29 წლის ვარ. მეც მიახლოვდება დაქორწინების დრო. მინდა ქართველზე ვიქორწინო, თუმცა შეყვარებული არა მყავს. საქართველოში ჩამოსვლას წელიწადში 2 კვირით თუ ვახერხებ. ეს კი მცირე­ დროა იმისთვის, რომ ადამი­ანი გაიცნო და მასთან ბედის დაკავშირება გადაწყვიტო.

- სუმოს მოჭიდავეთა საპენსიო ასაკი განსაზღვრულია?

- არა, ჭიდაობენ მანამ, სანამ შეუძლიათ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

- იაპონიაში ცნობილი სახე ხართ.
- ასეა. ხშირად გვიწვევენ სხვადასხვა შოუში. ერთხელ რეალურ შოუშიც მიმიწვიეს. სამი სუმოისტი ვცხოვრობდით უკაცრიელ კუნძულზე. გვქონდა მხოლოდ ცეცხლის დასანთები და ანკესი. ამ პირობებში­ 5 დღე გავიტანეთ თავი. რეიტინგული გადაცემა გამოვიდა. ხანდახან ისეთ რაიონე­ბშიც გვიწევს ჩასვლა, სადაც კომუნიკაცია არ არსებობს, მაგრამ სუმო იაპონელებს იმდენად უყვართ, რომ იქაც კი გვცნობენ. არ მახსოვს, ან ვინმეში შევშლოდე, ან ჩემი სახელი არეოდათ. იციან, რომ სუმოისტი ვარ და ქართველი. ჩემს კიმონოს ქართული­ დროშა ახატია. არასდროს მიცდია იაპონიის მოქალაქეობის მიღება. მე საქართველოს მოქალაქე ვარ. იაპონიაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ასაკს. 1 წლით უფროსს თქვენობით მიმართავ, ის კი შენობით გესაუბრება­. საინტერესო და რთული დამწერლობა აქვთ. იაპონური წერა ახლაც არ ვიცი, ენა კი 6 თვეში ისე შევისწავლე, უკვირთ, აქცენტიც კი არ გაქვსო. ყველაზე ხშირად მაინც ჩემი წონით ინტერესდებიან. არადა, არასდროს ვამბობ სიმართლეს. შეჯიბ­რებამდე ორი კვირით ადრე გვწონიან. ამ დროს ვიმიზეზებ, გაცივებული ვარ-მეთქი. უკვე 6 წელია გაცივებული ვარ (იცინის). ოფიციალური მონაცემებით 199 კილოგრამი ვარ, სიმაღლით - 1,87 სმ.
აქ დაახლოებით 30 ქართველი ვართ. ვეფერებით ერთმანეთს და ასე ვიკლავთ საქართველოს მონატრებას.

სუმოისტები ზეადამიანებად მიიჩნევიან

იაპონიაში გავრცელებული ლეგენდის თანახმად: მზის ქალღმერთის, ამატერასუს ბრძანებით, მთისა და ზღვის ორი უძლიერესი ღმერთის­ შერკინებისას, გამარჯვებულს იაპონიის კუნძულები გადაეცემოდა. გამარჯვებულის შვილები იაპონიის იმპერატორები არიან და სუმოს მოჭიდავეები იაპონიის ეროვნულ გმირებად, ზეადამიანებად მიიჩნევიან. სუმოს დარბაზი, მოჭიდავეები, მათი ცხოვრების სტილი რელიგიური ელემენტებითა და სიმბოლოებით არის გაჟღენთილი. მსაჯიც კი, რომელიც სუმოისტებთან ერთად საჭიდაო მოედანზე დგას, შინტოისტური ტაძრის მღვდელმსახურია. მას ხელში მარაო უჭირავს, რომლის აწევა და გადაშლა ნიშნავს, რომ ორთაბრძოლა დასრულდა. ის ამ მარაოთივე გადასცემს გამარჯვებულს კონვერტში ჩადებულ ფულად ჯილდოს.

ეკა სალაღაია
სხვა სიახლეები
ოკეანის გადაღმა ბევრი ქართველი ცხოვრობს. მათ დღეს ემიგრანტები ჰქვიათ და სხვა ქვეყანაში საკუთარ ფესვებს შენარჩუნებას ცდილობენ.
დაწვრილებით...
17 ივლისამდე "სპორტის დედოფლის" "სატახტო ქალაქი" თბილისი იქნება. დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, რომელშიც 49 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
დაწვრილებით...
ევროპის ჩემპიონატიც და ევროპული ფეხბურთიც ჩვენთვის გასულ კვირას დასრულდა.
დაწვრილებით...
პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი
დაწვრილებით...
ერთი წლის წინანდელმა კემპმა, თავად პროექტმა ხელშეკრულებითა და დღემდე დახარჯული სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებით, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სკეფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და გამგეობის წევრმა კახა შენგელიამ ფედერაცია სახელმწიფოს თანხების უმიზნოდ ხარჯვაში დაადანაშაულა და გამგეობის სხდომა კიდევ ერთ წევრთან - თემურ დათიკაშვილთან ერთად დატოვა.
დაწვრილებით...
ლიონელ მესი და მამამისი, ხორხე მესი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებასა და გადასაგადების გადახდისგან თავის არიდებაში არიან ბრალდებულნი
დაწვრილებით...
"ჩვენი ბიჭები" "ევრო-2016"-ის მეოთხედფინალში

ჩვენ დღემდე 35 წლის წინანდელი ერთადერთი გამარჯვების გახსენებით ვცხოვრობთ და ჭკუას სხვების წარმატების მაგალითზეც ვერ ვსწავლობთ!
დაწვრილებით...
საფრანგეთის სტადიონებზე "ევრო - 2016" გახურდა, ჩვენ კი მაინც რაგბიზე ვწერთ, რადგან ისლანდიისა თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ისტორიულ მიღწევებზე ადგილობრივი კომენტატორებიც ჩაიხლეჩენ ხმას, ჩვენ კი ჩვენი გამარჯვებებისა უნდა ვთქვათ.
დაწვრილებით...
როცა ფანები ფეხბურთელებზე მეტად აქტიურობენ
დაწვრილებით...
ტონგა 20:23 საქართველო
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი
სასწრაფოდ! იყიდება ბაგების სტუდქალაქში ორი
სასწრაფოდ! იყიდება 400 მ/2 მიწის
ქირავდება ბინა ბათუმში. ბინა წარმოადგენს
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები