კიდევ ერთი შეტაკება რუს და ბრიტანელ ქომაგებს შორის - რა ელის რუსეთის ნაკრებს?! - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი შეტაკება რუს და ბრიტანელ ქომაგებს შორის - რა ელის რუსეთის ნაკრებს?!

14 ივნისს ლილში რუს და ბრიტანელ ქომაგებს შორის შეტაკებები მოხდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, რუსები უელსელ და ინგლისელ ფანებს დაესხნენ თავს, თუმცა პოლიციამ ინციდენტის განეიტრალება შეძლო. შედეგად ორი რუსი გულშემატკივარი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ უელსელი და ინგლისელი ქომაგები სპეციალურად გაერთიანდნენ რუსების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ლილში რუსეთსა და სლოვაკეთს შორის მატჩი გაიმართება, ხოლო ლანსში უელსი ინგლისს ეთამაშება.

აქვე გეტყვით, რომ უეფამ 14 ივნისს გააფრთხილა რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომ გულშემატკივრების მსგავსი საქციელის შემთხვევაში რუსეთს ტურნირიდან მოხსნიდა. ამას დამატებული, უეფამ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია 150 ათასი ევროთი დააჯარიმა.

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისელი გულშემატკივრები ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, თუმცა მათ ქმედებაში კანონდარღვევა არ აღნიშნებოდა, სწორედ ამ დროს ბართან რამდენიმე ათეული რუსი გულშემატკივარი გამოჩნდა. რუსების მხრიდან დაწყებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა 2 რუსი ქომაგი დააკავეს. ამ ფაქტის გამო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ის ბარები, სადაც შესაძლებელია ალკოჰოლური სასმლის შეძენა, პარასკევამდე დაიკეტა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: რუსეთს სანქციები დაუწესეს, თუმცა ახალი შეტაკების საფრთხე კვლავაც მაღალია - როგორ აპირებენ ინგლისელები რუსებზე შურისძიებას?!