ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

არგენტინისა და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელს, ლიონელ მესის, გადასახადების გადახდის დაფარვის გამო 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუ სასჯელის ვადა ორ წელზე ნაკლებია, დამნაშავეს ციხეში არ ჩასვამენ და პირობით სასჯელი განესაზღვრება. ბარსელონის სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფეხბურთელის მამა ხორხე მესი.

გამოძიების ინფორმაციით, ლიონელ მესი და მამამისი, ხორხე მესი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებასა და გადასაგადების გადახდისგან თავის არიდებაში არიან ბრალდებულნი, რამაც ესპანეთის ბიუჯეტი 4,1 მილიონი ევროთი დააზარალა. აღნიშნული ქმედება 2007 - 2009 წლებში მოხდა.

სასამართლომ "ბარსელონას " ლიდერს 1.7 მილიონი ევროს სახით ჯარიმა დააკისრა, ხოლო მამამის 127 მილიონი ევრო.

სასამართლოზე ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ საკუთარი ფინანსური საქმეების შესახებ არაფერი იცოდა და „მხოლოდ ფეხბურთს თამაშობდა“.

გიორგი მოსაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Lionel Messi handed 21-month jail term in Spain for tax fraud