ევროპის 2016 წლის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები გახდა - კვირის პალიტრა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები გახდა

პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. 10 ივლისს, საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე, სტად დე ფრანსზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიელები მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

109-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით პორტუგალიამ ფინალში ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლო დამატებული დროის მერე ტაიმში ედერმა გაიტანა.

მატჩის 25-ე წუთზე პორტუგალიამ იძულებითი ცვლილება განახორციელა. მეცხრე წუთზე მიღებული ტრავმის გამო პორტუგალიელთა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და კაპიტნის სამკლაური ნანის გადასცა. საბოლოოდ ამ ცვლილებას ხელი არ შეუშლია ნაკრებისთვის და პორტუგალიის ნაკრები პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა.