ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა.

ხინჩეგაშვილი საკვალიფიკაციო რაუნდში ისვენებდა, ხოლო მერვედფინალში ყაზახ ნურისლამ სანაევს შეხვდა და დამაჯერებლად 4:3 მოიგო.

მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევსა და სამხრეთკორეელ იუნსიკ იუნს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

"ინტერპრესნიუსი"