ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! - კვირის პალიტრა

ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია!

19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია.

ხინჩეგაშვილი ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდა. შეხვედრა 3:3 დასრულდა, თუმცა ბოლო ქულა ხინჩეგაშვილმა აიღო, რაც ფრის შემთხვევაში მოგებას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს შეხვდა და ანგარიშით 8:4 მოუგო.

მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდა და მეტოქე 4:3 დაამარცხა.

ხინჩეგაშვილი საკვალიფიკაციო რაუნდში ისვენებდა, ხოლო მერვედფინალში ყაზახ ნურისლამ სანაევს 4:3 მოუგო.

SportAll.Ge